პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არც მე ვიცნობდი... ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა" - ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმარზე, ბებიასა და მამაზე
"მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არც მე ვიცნობდი... ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა" - ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმარზე, ბებიასა და მამაზე

მომ­ღე­რალ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან“ ვრცლად ისა­უბ­რა ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, გარ­დაც­ვლილ მა­მა­ზე, ბე­ბი­ა­ზეც...

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

"გა­თხო­ვე­ბის დროს ემო­ცი­უ­რად ვფიქ­რობ­დი, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი თავს. მაგ­რამ ჩვენ ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ ვიც­ნობ­დით. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში დავ­ქორ­წინ­დით. არც ის მიც­ნობ­და კარ­გად, არ იცო­და ჩემი ხა­სი­ა­თი და არც - მე. ალ­ბათ, მა­გი­ტომ მოხ­და ასე მალე ჩვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბა.

შე­იძ­ლე­ბო­და მეც ან­გა­რი­ში გა­მე­წია, მა­საც და უფრო დიდ­ხანს ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ერ­თად, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ასე დამ­თავ­რდე­ბო­და, რო­გორც დამ­თავ­რდა.

ეს ქორ­წი­ნე­ბა გა­რი­გე­ბით არ შემ­დგა­რა. მოს­კოვ­ში რა­ღაც კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და და ის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ასე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი".

კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს ქორ­წი­ნე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა...

"დე­დო­ბის­თვის მზად ვი­ყა­ვი. 26 წლის გავ­თხოვ­დი და ვფიქ­რობ, ნორ­მა­ლუ­რი ასა­კია. ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. რაც არ უნდა ვა­კე­თოთ და შევ­ქმნათ, მთა­ვა­რი მა­ინც შვი­ლე­ბია. ელე­ნე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ­გან, მისი ხა­სი­ა­თი ბევ­რად უფრო მომ­წონს, ვიდ­რე ჩემი. მას შე­უძ­ლია სით­ბოს გად­მო­ცე­მა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, მე არ მაქვს, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ..." - თქვა მომ­ღე­რალ­მა გა­და­ცე­მა­ში.

კი­თხვა­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნა აქვს თუ არა გა­სინ­ჯუ­ლი, ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ნო­ეს­თან ერ­თად მოხ­და... ნი­ნიმ მა­მა­ზე და ბე­ბი­ა­ზეც ისა­უბ­რა:

"ლალი ჩემი ძა­ლი­ან დიდი მე­გო­ბა­რი იყო, კე­თი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე ქალი. ის იყო საყ­რდე­ნი კე­დე­ლი მა­მა­ჩე­მის, ბი­ძა­ჩე­მის და ბა­ბუ­ა­სი. რო­დე­საც ლალი წა­ვი­და, იმ ოჯა­ხი­დან დარ­ჩა მხო­ლოდ ბიძა... ის იყო ბურ­ჯი, რომ­ლის გარ­შე­მოც ტრი­ა­ლებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ტკი­ვი­ლი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, არა­სო­დეს გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ ცუ­დად იყო. ყვე­ლა გა­და­ცე­მის შემ­დეგ მი­რე­კავ­და ხოლ­მე, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის დიდ კო­რი­ან­ტელს აყე­ნებ­და. ბი­ძას­თან მივ­დი­ვარ, ვნა­ხუ­ლობ, მაგ­რამ ის სული აღარ არის, რაც ტრი­ა­ლებ­და იმ სახ­ლში.

ერეკ­ლე და­მე­სიზ­მრა გა­და­ცე­მა­ში მოს­ვლის წინ. მის­მა სა­უ­ბარ­მა გა­მაღ­ვი­ძა, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობ­და. ერეკ­ლე რომ მე­სიზ­მრე­ბა, ჩემი ახ­ლობ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვი­გებ. ასეც მოხ­და, დღეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. ხში­რად ვხე­დავ სიზ­მარ­ში და რა­ღა­ცას მაფრ­თხი­ლებს. იქ თუ რა­ღაც არ­სე­ბობს, გა­მო­დის, რომ ის სულ ჩემ­თან არის, იმ­დე­ნად ხში­რად ვხე­დავ. ის მარ­თლაც ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი იყო. იცით, რამ­დენ­ჯერ მდო­მე­ბია, რომ და­ვურ­ე­კო, მაგ­რამ მერე ვი­აზ­რებ, რომ აღარ შე­მიძ­ლია. მამა და ლალი დღემ­დე მყავს ჩა­წე­რი­ლი ტე­ლე­ფონ­ში.

ბო­ლოს, რო­დე­საც მამა ავად იყო, მგო­ნია, რომ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­მე­ჩი­ნა, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­ცივ­დეს და მოხ­დეს ის, რაც მოხ­და. ვფიქ­რობ ხოლ­მე, მე ხომ არ უნდა წა­მეყ­ვა­ნა ძა­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იმი­ტომ რომ ექი­მებს არ გაყ­ვა. ის სა­ოც­რად თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო..."

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
34

ქალო გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად გადაღებული იახტაზე ფოტოები რომ დადეთ აფრიალეთ და ქვეყანა შეყარეთ. წუთი წუთზე მთელი დედამიწა შენს ბედნიერებას ელოდა და .......და შეკითხვა მაქვს მაინცადამაინც მდიდარს რომ ეძებთ ქე ჩამობერდი იმ ფუფალას დაემსგავსე ნელ ნელა ერთად რომ მიგყავთ გადაცემა...ნუუუუუუუ

ანნა.
38

 ნინი ძალიან მომწონს...კლიპში ანრი და ნინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. მეც ხშირად ვაწყვილებ მათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არც მე ვიცნობდი... ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა" - ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმარზე, ბებიასა და მამაზე

"მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არც მე ვიცნობდი... ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა" - ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმარზე, ბებიასა და მამაზე

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემაში "ნოესთან“ ვრცლად ისაუბრა ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე, გარდაცვლილ მამაზე, ბებიაზეც...

ნინი ბადურაშვილი:

"გათხოვების დროს ემოციურად ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არ იცოდა ჩემი ხასიათი და არც - მე. ალბათ, მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება.

შეიძლებოდა მეც ანგარიში გამეწია, მასაც და უფრო დიდხანს ვყოფილიყავით ერთად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა.

ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა. მოსკოვში რაღაც კონცერტი ტარდებოდა და ის ამ ღონისძიების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო, ასე გავიცანით ერთმანეთი".

კითხვაზე, არის თუ არა ეს ქორწინება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ნინი ბადურაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა...

"დედობისთვის მზად ვიყავი. 26 წლის გავთხოვდი და ვფიქრობ, ნორმალური ასაკია. ასეთი ბედნიერება არ არსებობს. რაც არ უნდა ვაკეთოთ და შევქმნათ, მთავარი მაინც შვილებია. ელენე აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. მას შეუძლია სითბოს გადმოცემა, რაც, სამწუხაროდ, მე არ მაქვს, შეიძლება ძალიან მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ..." - თქვა მომღერალმა გადაცემაში.

კითხვაზე, მარიხუანა აქვს თუ არა გასინჯული, ბადურაშვილმა დადებითად უპასუხა და იქვე აღნიშნა, რომ ეს ნოესთან ერთად მოხდა... ნინიმ მამაზე და ბებიაზეც ისაუბრა:

"ლალი ჩემი ძალიან დიდი მეგობარი იყო, კეთილი, თანამედროვედ მოაზროვნე ქალი. ის იყო საყრდენი კედელი მამაჩემის, ბიძაჩემის და ბაბუასი. როდესაც ლალი წავიდა, იმ ოჯახიდან დარჩა მხოლოდ ბიძა... ის იყო ბურჯი, რომლის გარშემოც ტრიალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, არასოდეს გაგრძნობინებდა, რომ ცუდად იყო. ყველა გადაცემის შემდეგ მირეკავდა ხოლმე, გულშემატკივრობის დიდ კორიანტელს აყენებდა. ბიძასთან მივდივარ, ვნახულობ, მაგრამ ის სული აღარ არის, რაც ტრიალებდა იმ სახლში.

ერეკლე დამესიზმრა გადაცემაში მოსვლის წინ. მისმა საუბარმა გამაღვიძა, აფორიაქებული ლაპარაკობდა. ერეკლე რომ მესიზმრება, ჩემი ახლობლის გარდაცვალებას ვიგებ. ასეც მოხდა, დღეს სამწუხარო ამბავი გავიგე. ხშირად ვხედავ სიზმარში და რაღაცას მაფრთხილებს. იქ თუ რაღაც არსებობს, გამოდის, რომ ის სულ ჩემთან არის, იმდენად ხშირად ვხედავ. ის მართლაც ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იყო. იცით, რამდენჯერ მდომებია, რომ დავურეკო, მაგრამ მერე ვიაზრებ, რომ აღარ შემიძლია. მამა და ლალი დღემდე მყავს ჩაწერილი ტელეფონში.

ბოლოს, როდესაც მამა ავად იყო, მგონია, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ადამიანი გაცივდეს და მოხდეს ის, რაც მოხდა. ვფიქრობ ხოლმე, მე ხომ არ უნდა წამეყვანა ძალით საავადმყოფოში, იმიტომ რომ ექიმებს არ გაყვა. ის საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო..."