ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის მარიონეტი თავმჯდომარე, ჯემალ გუბაზი არაღიარებულ დონეცკის რესპუბლიკაში სტუმრობისას საფეხბურთო ტურინირის "თანამეგობრობის ჩემპიონატის“ შექმნის შესახებ წინადადებით გამოვიდა.
ცნობისთვის, ოკუპირებული რეგიონების საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნაზე რუსეთში უკვე დიდი ხანია მსჯელობენ. როგორც გამოცემა РБ Спорт-ი ჯერ კიდევ გასულ თვეში წერდა, განიხილება საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნის შესაძლებლობა ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, მელიტოპოლისა და აფხაზეთის გუნდების მონაწილეობით.
"ეს იმით არის განპირობებული, რომ უახლოეს მომავალში, ამ არეალიდან, ჯერჯერობით, ვერც ერთი კლუბი ვერ გახდება РФС-ის (რუსეთის ფეხბურთის კავშირი) წევრი უეფასთან არსებული დაპირისპირების გამო. თუმცა ერთიანი ჩემპიონატის შექმნაც არ იქნება მარტივი მანამდე, სანამ ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული“, - ნათქვამი იყო სტატიაში.
ყარაბაღი უკვე დაიკიდეთ? ეგაა თქვენი სოლიდარობა?! როგორც ჩანს მომავალში ბევრჯერ მოგიწევთ დანარჩენი კვაზისახელმწიფოების მორიგეობით "დაკიდება"!