პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევარდნაძეს უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს" - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები
"შევარდნაძეს უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს" - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები

"ფო­ტოგ­რა­ფია ენით აუ­წე­რე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა“, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან შე­ე­ყა­რა, - "ზე­ნიტს“ ვინ მა­ღირ­სებ­და, მა­მი­სე­უ­ლი "ზორ­კით“ ვი­ღებ­დიო... მერე მა­მი­დამ გან­ვა­დე­ბით შე­ი­ძი­ნა მის­თვის სა­ნატ­რე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, ასე შე­ა­ბი­ჯა ფო­ტოგ­რა­ფი­ის სამ­ყა­რო­ში, თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვა, და­ი­წყო და აღარ გა­ჩე­რე­ბუ­ლა... მის­თვის ხში­რად უთ­ქვამთ, რომ უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფია, ვი­ნა­ი­დან პორ­ტრეტ­საც იღებს, პე­ი­ზაჟ­საც, სპორ­ტსაც, ჟან­რულ და აბ­სტრაქ­ტულ ფო­ტო­ებ­საც, თუმ­ცა თა­ვად მკაც­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი და თვითკრი­ტი­კუ­ლია, ამ­ბობს, რომ მისი არც ერთი ფოტო არ მოს­წონს და ყვე­ლა მათ­გა­ნის უკან ავ­ტო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმა­ლე­ბა.

"ჩემ­თვის ფო­ტოგ­რა­ფია ყვე­ლა­ფე­რია. ცოტა ახალ­გაზ­რდა როცა ვი­ყა­ვი, ფო­ტო­ა­პა­რატ­თან ერ­თად ვი­ძი­ნებ­დი, ის ჩემი ძი­ლის წა­მა­ლი იყო, "ნი­კო­ნე­ბის“ ძვე­ლი მო­დე­ლე­ბი მაქვს და იმით ვმუ­შა­ობ. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? მთა­ვა­რია ხედ­ვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც სხვას არ აქვს, და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია“.

და ამ იშ­ვი­ა­თი ხედ­ვით, რო­მე­ლიც "სხვას არ აქვს“, ათე­უ­ლი წლე­ბია სა­ო­ცარ კად­რებს აღ­ბეჭ­დავს და ჩვე­ნამ­დე ლა­მაზ ამ­ბე­ბად მო­აქვს. ყვე­ლა კადრს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქვს სახ­სო­ვა­რი ფო­ტოგ­რაფ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც 1980 წელს მსოფ­ლი­ოს 100 სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოგ­რაფს შო­რის და­სა­ხელ­და. ამ­ჟა­მად მე-18 წიგნ-ფო­ტო­ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც "მოგ­ზა­უ­რო­ბა აჭა­რა­ში“ და­არ­ქვა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ეტა­პი მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­ინც ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფო­ბა იყო, ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნებს.

  • პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ფო­ტო­სამ­ყა­რო­ში

ფო­ტოგ­რა­ფი­ამ ბავ­შვო­ბი­დან გა­მი­ტა­ცა. მა­მი­სე­უ­ლი "ზორ­კით“ და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა. მე-9 კლას­ში, სკო­ლა­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ფო­ტო­მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი - დი­რექ­ტორ­მა აივ­ნის ქვეშ გა­მოგ­ვი­ყო ლა­ბო­რა­ტო­რია და ფი­რებს იქ ვამ­ჟღავ­ნდებ­დი. ჩემი პირ­ვე­ლი ფოტო გა­ზეთ "ნორჩ ლე­ნი­ნელ­ში“ და­ი­ბეჭ­და. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი შრო­მის გმი­რებ­თან იყო შეხ­ვედ­რა და რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი, ისე ვი­ღებ­დი ფო­ტო­ებს. გა­ზეთ “ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლი­დან“ მო­სუ­ლი იყო კო­რეს­პო­დენ­ტი მზია კოჭ­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, მან მთხო­ვა, ფო­ტო­კო­რეს­პო­დენ­ტი არ მახ­ლავს, იქ­ნებ ამ შეხ­ვედ­რი­დან ერთი ფოტო მოგ­ვცეო. უარს ხომ არ ვე­ტყო­დი და მე­ო­რე დღეს ავუ­ტა­ნე ჩემი ფო­ტო­ე­ბი. მე­სა­მე დღეს კი ვნა­ხე გა­ზეთ­ში მი­ნა­წე­რით - "ფოტო სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლის“. ეს იყო უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი, 100-მდე გა­ზე­თი მა­ინც ვი­ყი­დე და ვუ­რი­გებ­დი ნაც­ნობ-მე­გობ­რებს.

ეს იყო ფო­ტოგ­რა­ფი­ით ჩემი გა­ტა­ცე­ბის და­სა­ბა­მი. მერე იმა­ვე გა­ზეთ­მა მთხო­ვა და მეც და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი არ გვქონ­და, რა­ღაც დრო­ის მერე, მა­მი­დამ გან­ვა­დე­ბით მი­ყი­და "ზე­ნი­ტი“, 67 მა­ნე­თი ღირ­და. სკო­ლა როცა და­ვამ­თავ­რე, უკვე მო­თხოვ­ნა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი.

  • "ეს ენით აღუ­წე­რე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა“

ფო­ტოგ­რა­ფია ენით აღუ­წე­რე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ჟინს გიმ­ძაფ­რებს. სულ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი სხვე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ იღებ­დნენ ფო­ტო­ებს სა­ა­კო­ვი და სხვე­ბი. სკო­ლა როცა და­ვამ­თავ­რე, ქალ­ბა­ტონმა ნარ­გი­ზა მგე­ლა­ძემ მი­თხრა, სერ­გო, იქ­ნებ ჩვენ­თან, "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტში“ მოხ­ვი­დეო. იქ 1 წელი ვი­მუ­შა­ვე, მერე არ­მაზ სა­ნებ­ლი­ძემ წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის­თან (იმ­ხა­ნად "მო­ლო­ძი­ოჟ გრუ­ზი­ის“ რე­დაქ­ტო­რი და ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო). ისე გა­ვით­ქვი სა­ხე­ლი, რომ მოს­კო­ვის ბი­უ­როს სპეც­კო­რი გავ­ხდი - ძა­ლი­ან დიდი სა­ა­გენ­ტო იყო სსრკ-ში, რომ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ქარ­თვე­ლი კაცი, ილა­რი­ონ ხუ­ციშ­ვი­ლი იყო. ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ერთი წლით გა­და­ა­დე­ბი­ნეს ჩემი ჯარ­ში წაყ­ვა­ნა და ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. აუუ, რა ლექ­სებს ვწერ­დი, იცით? რა­ტომ არ შე­ვი­ნა­ხე... ახლა რომ მომ­კლა, ორ სი­ტყვას ვერ გა­და­ვა­ბამ. იმ­ჟა­მად ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ვი­ყა­ვი (იცი­ნის). 3 კურ­სი გა­ვი­ა­რე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო სტუ­დი­ა­ში, მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, რე­ჟი­სუ­რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და...

ჯარ­ში წა­ვე­დი, მერე აქე­დან რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წი­ეს და პირ­და­პირ ლო­მო­ნო­სოვ­ში ჩა­ვა­ბა­რე ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე.

  • რო­გორ გავ­ხდი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი

ჯა­რის შემ­დეგ, ინ­სტი­ტუ­ტიც რომ და­ვამ­თავ­რე და ჩა­მო­ვე­დი, მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე "ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში“ (1976-77 წლებ­ში). მერე "სა­ქინ­ფორ­მის“ დი­რექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ ჭი­ა­უ­რელ­მა მთხო­ვა, ჩემ­თან გად­მო­დი, ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას შე­გიქ­მნიო. გა­და­ვე­დი და პირ­ვე­ლად გა­მა­ყო­ლეს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ფოთ­ში. მთე­ლი ცეკა-ტეკა, დაც­ვა, სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო და ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... მა­თაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ჩემი ფო­ტო­ე­ბი. მა­შინ არ არ­სე­ბობ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფის სტა­ტუ­სი, სა­ქინ­ფორმ­ში და­რე­კეს, იქ­ნებ სერ­გო ბა­ტონ ედუ­არდს გა­მო­ა­ყო­ლოთ ხოლ­მე, თა­ვი­სე­ბუ­რად იღებ­სო. იმ დღი­დან და­ვი­წყე შე­ვარ­დნა­ძის გა­და­ღე­ბა და მას­თან შე­მოვ­რჩი ბო­ლომ­დე, ვიდ­რე 1985 წელს მოს­კოვ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად არ გა­და­იყ­ვა­ნეს. ამა­სო­ბა­ში, მე და ბა­ტონ ედუ­არდს ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე ოჯახ­შიც ვი­ყა­ვი, გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი.

90-ია­ნებ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, მან უკვე მო­ი­თხო­ვა, მინ­და ჩემი ფო­ტოგ­რა­ფი მყავ­დე­სო (ყვე­ლას არ აღე­ბი­ნებ­და ფო­ტოს) და ასე დამ­ნიშ­ნეს შე­ვარ­დნა­ძის პი­რად ფო­ტოგ­რა­ფად. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვემ­სა­ხუ­რე. ყვე­ლამ რომ უღა­ლა­ტა, მე თით­ქმის დღე­გა­მოშ­ვე­ბით მას­თან ვი­ყა­ვი, კრწა­ნის­ში. ათას რა­მე­ზე ვსა­უბ­რობ­დით... 2000 წელს, რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მო­მიხ­და კახა იმ­ნა­ძეს­თან (შე­ვარ­დნა­ძის პრესმდი­ვან­თან), გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე და "სა­ქინ­ფორ­მი­დან“ წა­ვე­დი. ბა­ტონ­მა ედუ­არ­დმა ისე იცო­და, თით­ქოს უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე და ამი­ტომ გა­და­ვე­დი. მერე, უკვე კრწა­ნის­ში რომ დავ­დი­ო­დი, მი­თხრა, 1-2-ჯერ რომ მო­გი­კი­თხე, კა­ხამ ასე­თი პა­სუ­ხი გამ­ცა, სერ­გომ უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი იშო­ვაო. აღარ და­მი­წყია ჭო­რა­ო­ბა და ახ­სნა, აზრი არ ჰქონ­და.

  • "მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი..."

ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­უბ­რე და მსმე­ნე­ლიც იყო. ჩვენ პო­ლი­ტი­კა­ზე არას­დროს გვი­ლა­პა­რა­კია, უფრო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ თე­მებ­ზე, ან პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით. პენ­სი­ა­ზე როცა იყო, 1-2-ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დით ერ­თად, მისი წიგ­ნი გა­მო­ვი­და და პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის სრუ­ლი­ად მენ­დო­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლურ გა­და­ღე­ბებ­ზე როცა ვი­ყა­ვით, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, 100 გამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი რომ იღებ­და, იმ ჯგუფ­ში მპო­უ­ლობ­და და ვგრძნობ­დი, მზე­რას პირ­და­პირ მე რომ მის­წო­რებ­და.

სერ­გე­ის მე­ძახ­და და სა­ღა­მო­ო­ბით მე­ტყო­და ხოლ­მე - სერ­გეი, და­ი­ღა­ლე? ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვუ­ა­რობ­დი, რა თქმა უნდა. ალ­ბათ მოგ­შივ­დაო, და­ა­მა­ტებ­და. ის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო და ვერც ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ­დი. შე­ვარ­დნა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, გინდ კრი­ტი­კუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, გინდ - მა­ა­მებ­ლუ­რი. უთ­ქვამს ჩემ­თვის, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ "დარ­დუ­ბა­ლას“, სულ არ ვბრაზ­დე­ბიო. ძა­ლი­ან მოს­წონ­და მისი თო­ჯი­ნა.

  • "ჩვენ ჟეს­ტე­ბის ენით ვსა­უბ­რობ­დით"

რო­გორც ობი­ექ­ტი, სულ არ ყო­ფი­ლა პრე­ტენ­ზი­უ­ლი. როცა იცო­და, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი უღებ­დნენ, არას­დროს ისეთ მოძ­რა­ო­ბას არ გა­ა­კე­თებ­და, ცუ­დად გა­მო­სუ­ლი­ყო, გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. თავს რომ ოდ­ნავ დახ­რი­და, ვი­ცო­დი, გა­და­ღე­ბა უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, ჟეს­ტე­ბის ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დით.

ფო­ტოგ­რა­ფი რაც მეტ ფო­ტოს გა­და­ი­ღებ, ამო­სარ­ჩე­ვად უკე­თე­სია. მა­გა­ლი­თად, კრწა­ნის­ში სტუმ­რე­ბი როცა მო­დი­ოდ­ნენ და ვუ­ღებ­დი, ამომ­ხე­დავ­და და უკვე ვი­ცო­დი, საკ­მა­რი­სი იყო. ორი­ვეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვქონ­და.

სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და, მე მა­ინც ყო­ველ­თვის ვი­ცავ­დი სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ას, ის ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მე კი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი. დღე­ვან­დე­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი პრე­ზი­დენ­ტებ­თან სახ­ლშიც და­დი­ან და აგა­რა­კებ­ზეც, ერ­თად ქე­ი­ფო­ბენ... მა­შინ ასე არ იყო და ჩემ­თვის დიდი რამე იყო, სახ­ლში რომ მი­მი­პა­ტი­ჟებ­დნენ. ერთხელ, კრწა­ნის­ში ედუ­არ­დის მთე­ლი ოჯა­ხი შე­იკ­რი­ბა, გა­და­ვი­ღე ფო­ტო­ე­ბი და როცა და­ი­შალ­ნენ, სამ­ნი დავ­რჩით - მე, შე­ვარ­დნა­ძე და მისი მე­უღ­ლე. მერე ვბჭობ­დით, რამ­დე­ნი დავ­ბეჭ­დოთ, ვის სა­ჩუქ­რად რო­მე­ლი ფოტო გა­ვუმ­ზა­დოთ და ა.შ. კარ­გიო, მი­თხრა, სა­ნამ სუ­რა­თებ­ზე გა­და­ვალთ, ეს კო­ნი­ა­კი გა­დაჰ­კა­რი, ნუ გე­ში­ნია, "იქი­დან“ არის მო­ტა­ნი­ლი, "სპეც­ზა­კა­ზი­აო“.

თვი­თო­ნაც უყ­ვარ­და გა­დაკ­ვრა. უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმევ­და, ოღონდ, მხო­ლოდ კო­ნი­აკს, სხვა სას­მელს არ იკა­რებ­და. მას თა­ვი­სი კო­ნი­ა­კი ჰქონ­და, რო­მელ­ზეც შეჩ­ვე­უ­ლი იყო. დი­დე­ბუ­ლი და უბ­რა­ლო კაცი იყო. ზოგი "თეთრ მე­ლას“, ზოგი რას ეძახ­და, ამ დროს, ოჯახ­ში, მე­გობ­რებ­ში, უშუ­ა­ლო, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი იყო და მას­თან კამ­პა­ნი­ას არა­ფე­რი სჯობ­და. ხში­რად მო­დი­ო­და მას­თან ჯა­ნუ­კი, რეზო ამა­შუ­კე­ლი, არ­მაზ სა­ნებ­ლი­ძე და სხვე­ბი. მისი სა­მე­გობ­რო ერ­თად რომ შე­იკ­რი­ბე­ბო­და, მერე უნდა გე­ნა­ხათ ლხე­ნა.

  • ერ­თა­დერ­თი ფოტო, რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა

მე მა­ინც დის­ტან­ცი­ას ვი­ჭერ­დი, მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა პრე­ზი­დენ­ტებ­თან სელ­ფებს რომ იღე­ბენ, ამ­დე­ნი წელი ვმუ­შა­ობ­დი მას­თან და ერ­თა­დერ­თი ერ­თობ­ლი­ვი ფოტო მაქვს - პენ­სი­ა­ზე ახა­ლი გა­სუ­ლი იყო, კრწა­ნის­ში მო­საც­დე­ლი ჰქონ­და, ე.წ. ბე­სედ­კა და თვი­თონ მთხო­ვა, მოდი, ერ­თად გა­და­ვი­ღოთ ფო­ტოო, გვერ­დით და­მის­ვა და გა­და­ვი­ღეთ, თო­რემ ვინ და­მი­ჯე­რებ­და, ამ კაც­თან რომ ვმუ­შა­ობ­დი და ახ­ლოს ვი­ყა­ვი? მიყ­ვარს ეს ფოტო და თუ და­ბეჭ­დავთ, გა­მი­ხარ­დე­ბა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე ვნა­ხე. ხში­რად დავ­დი­ო­დი მას­თან, უკვე ვე­ღარც მე­ტყვე­ლებ­და, მა­ინც ჩვე­ნე­ბუ­რად გვა­გე­ბი­ნებ­და ყვე­ლა­ფერს. ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო იყო და პენ­სი­ა­ზე როცა გა­ვი­და, უფრო გა­იხ­სნა. როცა იქ მისი სა­მე­გობ­რო იკ­რი­ბე­ბო­და, მი­დი­ო­და შა­ყი­რი, იუ­მო­რი... პატ­რი­არ­ქი მას­თან ბო­ლომ­დე, ყვე­ლა და­ბა­დე­ბის დღეს და სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და­დი­ო­და და ულო­ცავ­და, მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო.

შე­ვარ­დნა­ძეს ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონ­და. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს გაზ­რდი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ხომ იცით, ცოტა სხვა­ნა­ი­რად იქ­ცე­ვა - ჩემს ფო­ტო­ებს პირ­ველ ცენ­ზუ­რას მე ვა­დებ­დი, მერე უკვე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მიმ­ქონ­და მას­თან. სულ მის გვერ­დზე რომ ვი­ყა­ვი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი შე­ფა­სე­ბა ეს იყო. პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლას­თან ახ­ლოს ვერ იქ­ნე­ბა. 1975-დან 85 წლამ­დე და მერე 91-დან სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე მას­თან ვი­დე­ქი.

  • "ყვე­ლა ფო­ტოს უკან არის ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა"

ამის შემ­დეგ ვი­ყა­ვი სან­დრა რუ­ლოვ­სის ფო­ტოგ­რა­ფიც. მას­თან 1 წელი ვი­მუ­შა­ვე. არ ვიცი, ვისი რე­კო­მენ­და­ცი­ით, მაგ­რამ თვი­თონ და­მი­ძა­ხეს. მერე, მი­შას­თან მო­მი­ვი­და უთან­ხმო­ე­ბა და წა­მო­ვე­დი, ეს დიდი ის­ტო­რი­აა, არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

სან­დრა რუ­ლოვ­სი

17 წიგ­ნი მაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, წიგ­ნი კი არა, უფრო სწო­რად, ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბია თან­დარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბით. ჩემი ლოგო ავი­ღე - "მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და ამ ლო­გო­თი ვამ­ზა­დებ მე-18 წიგნს "მოგ­ზა­უ­რო­ბა აჭა­რა­ში“. სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი არ მომ­წონს, სულ იმის გან­ცდა მრჩე­ბა, უკე­თე­სის გა­და­ღე­ბა შე­მეძ­ლო. სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან მიყ­ვარს შავ-თეთ­რი ფოტო, კლა­სი­კუ­რი ფორ­მაა ფო­ტოგ­რა­ფი­ის, ფე­რა­დი ფოტო მა­ტყუ­ა­რაა - ხალ­ხსაც ატყუ­ებს და შენც. მე­უბ­ნე­ბი­ან, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი ხარო, ვი­ნა­ი­დან პორ­ტრეტ­საც ვი­ღებ, პე­ი­ზაჟ­საც, სპორ­ტსაც, ჟან­რულ ფო­ტოგ­რა­ფი­ა­სა და ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც ვარ, აბ­სტრაქ­ტულ ფო­ტოგ­რა­ფი­ა­საც ვა­კე­თებ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­კრე­ტულ საყ­ვა­რელ ჟანრს და ფო­ტოს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. გუ­ლახ­დი­ლად გე­უბ­ნე­ბით, ჩემი არც ერთი ფოტო არ მომ­წონს, ყვე­ლა ფო­ტოს უკან არის ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ხალ­ხს კი მოს­წონს...

ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, აფხა­ზე­თის ომის დროს

  • მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოგ­რა­ფის ასე­ულ­ში

იყო ასე­თი ფო­ტოგ­რა­ფი - სი­მონ კი­ლა­ძე, უმაგ­რე­სი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი, 80-იან წლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან და­მა­ყე­ნა ფეხ­ზე, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ფო­ტოკ­ლუ­ბი "თბი­ლი­სი“, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო ბევ­რი ფო­ტოგ­რა­ფი. ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩქეფ­და, ისე კი არა, დღეს რომ ყვე­ლა ჩა­კე­ტი­ლია. ჩემი შვი­ლი ახლა ამე­რი­კა­შია, ისიც იღებს, ხოლო შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემ­ზე უკე­თე­სი ფო­ტოგ­რა­ფია, ისიც ამე­რი­კა­შია და სწავ­ლობს დი­ზა­ი­ნის და ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბის სას­წავ­ლე­ბელ­ში, მან გა­აგ­რძე­ლა ჩემი გზა.

1980 წელს მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 100 ფო­ტოგ­რაფს შო­რის და­მა­სა­ხე­ლეს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­კურ­სში - "1 დღე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცხოვ­რე­ბი­დან“. მსოფ­ლი­ოს 100 სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოგ­რა­ფი შე­ვი­ყა­რეთ ერ­თად (სსრკ-დან ვი­ყა­ვით მე და 2 რუსი ფო­ტოგ­რა­ფი), გაგ­ვა­ნა­წი­ლეს და მე ციმ­ბი­რი შემ­ხვდა, იქ ვი­ღებ­დი. ომ­სკში გა­ვი­ცა­ნი ელ­ცი­ნი, ჩა­ვე­დი, და­მახ­ვედ­რეს ვერ­ტმფრე­ნი, ყვე­ლა­ფე­რი კრემ­ლის დო­ნე­ზე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მსოფ­ლი­ოს 100-მა ფო­ტოგ­რაფ­მა ერთ დღეს გა­და­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი და ჩა­ი­ტა­ნა მოს­კოვ­ში. გა­მო­ი­ცა უზარ­მა­ზა­რი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი წიგ­ნი. მერე მიწ­ვევ­დნენ და ვა­შუ­ქებ­დი ოლიმ­პი­ა­დებს, სპარ­ტა­კი­ა­დას... სხვა­თა შო­რის, სპორ­ტს კარ­გად ვი­ღებ­დი...

ამ­ჟა­მად ჩემი თა­ვის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ვარ. რაღა დრო­სია, არც არა­ვის ვჭირ­დე­ბი, ისე­თი დროა, გაგ­ჭყლე­ტენ ბაღ­ლინ­ჯო­სა­ვით. მირ­ჩევ­ნია, ჩემ­თვის წყნა­რად ვი­მუ­შაო.

1993-დან 2000 წლამ­დე ვი­ყა­ვი "სა­ქინ­ფორ­მის“ ფო­ტოქ­რო­ნი­კის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ამა­სო­ბა­ში რო­ი­ტე­რის სა­ა­გენ­ტო­შიც ვი­მუ­შა­ვე, ტასს-შიც. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ჩა­მი­წყია, ვინ­მე თუ შე­მომ­თა­ვა­ზებ­და, ავ­წონ-დავ­წო­ნი­დი და მერე ან თან­ხმო­ბას ვე­ტყო­დი, ან - უარს. არც ფო­ტო­გა­მო­ფე­ნებ­ზე გა­მიგ­ზავ­ნია ჩემი ფო­ტო­ე­ბი, ცხოვ­რე­ბა­ში არც პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­მი­წყვია. 100 წელი ვი­ცხოვ­რო და მერე არ­ქი­ვიც აქ არის და თუ მო­უნ­დე­ბათ, გა­ა­კე­თე­ბენ სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლის გა­მო­ფე­ნას, ან რა­ღაც წიგნს გა­მოს­ცე­მენ, მე ამის­თვის ნამ­დვი­ლად არ მცა­ლია. ვინ მოთ­ვლის, რამ­დე­ნი ფოტო გა­და­მი­ღია, 1-2-ჯერ სა­ერ­თოდ გა­მი­ნად­გურ­და არ­ქი­ვი. "სა­ქინ­ფორმ­ში“ როცა ვმუ­შა­ობ­დი, წყა­ლი ჩა­მო­ვი­და და 1969-დან 1976 წლამ­დე რაც კი მქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი, ათა­სო­ბით ნე­გა­ტი­ვი გა­დავ­ყა­რე, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბო­და?

  • "შან­სი არ იყო ფო­ტო­ა­პა­რა­ტის გა­რე­შე და­მე­ძი­ნა“

ჩემ­თვის ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რია. ცოტა ახალ­გაზ­რდა როცა ვი­ყა­ვი, ის ჩემი ძი­ლის წა­მა­ლი იყო, შან­სი არ იყო ისე და­მე­ძი­ნა, ხელ­ში ფო­ტო­ა­პა­რა­ტი არ მჭე­რო­და. ხო­მაა ზო­გი­ერ­თი, წიგნ­თან ერ­თად იძი­ნებს, მე - ფო­ტო­ა­პა­რატ­თან. "ნი­კო­ნე­ბის“ ძვე­ლი მო­დე­ლე­ბი მაქვს და იმით ვმუ­შა­ობ. ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნათ­ქვა­მია, მო­მე­ცით ვედ­რო ნახ­ვრე­ტით და მე თქვენ გა­გი­კე­თებთ ნორ­მა­ლურ ფო­ტოს. მთა­ვა­რია ხედ­ვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, თო­რემ აპა­რატს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. როცა ჩემი აპა­რა­ტით გავ­დი­ვარ და ახალ­გაზ­რდებს ვუ­ყუ­რებ, ისე­თი აპა­რა­ტე­ბი ავქთ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რომ არც დამ­სიზ­მრე­ბია, ცოტა მრცხვე­ნია, მაგ­რამ თან არ მრცხვე­ნია. თა­ვარ­თქი­ლა­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კას და ჩემს სტუ­დენ­ტებს ყო­ველ­თვის ამას ვე­უბ­ნე­ბი, არას­დროს გა­მო­ე­კი­დოთ ფო­ტო­ა­პა­რა­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას და ბრენ­დს, მთა­ვა­რია, თქვენ­ში ისე­თი ხედ­ვა შე­ი­მუ­შა­ოთ, რო­მე­ლიც სხვას არ აქვს და ვერ ნა­ხუ­ლობს. ესაა მთა­ვა­რი ფო­ტოგ­რა­ფის­თვის, და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინეზა შუბლაძე
37

რაც შევარდნაძემ გაკეთა .იმის ნახევარი მაინც გაკეთეთ საქართველოსთვის შევარდნაძის მლანძღველებო...და უშეცდომო კაცი არ არსებობს..ბევრი საშვილიშვილო საქმე გაკეთა თუნდაც ერთს ვიტყვი გაზ სადენი🙏🙏🙏 ქართული ენა შეგვინარჩვუნა გაგანია კომუნისტების დროს....

გელა
28

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მტერი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შევარდნაძეს უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს" - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები

"შევარდნაძეს უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს" - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები

"ფოტოგრაფია ენით აუწერელი დაავადებაა“, რომელიც ბავშვობიდან შეეყარა, - "ზენიტს“ ვინ მაღირსებდა, მამისეული "ზორკით“ ვიღებდიო... მერე მამიდამ განვადებით შეიძინა მისთვის სანატრელი ფოტოაპარატი, ასე შეაბიჯა ფოტოგრაფიის სამყაროში, თავისი ადგილი იპოვა, დაიწყო და აღარ გაჩერებულა... მისთვის ხშირად უთქვამთ, რომ უნივერსალური ფოტოგრაფია, ვინაიდან პორტრეტსაც იღებს, პეიზაჟსაც, სპორტსაც, ჟანრულ და აბსტრაქტულ ფოტოებსაც, თუმცა თავად მკაცრი შემფასებელი და თვითკრიტიკულია, ამბობს, რომ მისი არც ერთი ფოტო არ მოსწონს და ყველა მათგანის უკან ავტორის უკმაყოფილება იმალება.

"ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაფერია. ცოტა ახალგაზრდა როცა ვიყავი, ფოტოაპარატთან ერთად ვიძინებდი, ის ჩემი ძილის წამალი იყო, "ნიკონების“ ძველი მოდელები მაქვს და იმით ვმუშაობ. რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ხედვა და პროფესიონალიზმი, რომელიც სხვას არ აქვს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.

და ამ იშვიათი ხედვით, რომელიც "სხვას არ აქვს“, ათეული წლებია საოცარ კადრებს აღბეჭდავს და ჩვენამდე ლამაზ ამბებად მოაქვს. ყველა კადრს რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სახსოვარი ფოტოგრაფთან ერთად, რომელიც 1980 წელს მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოგრაფს შორის დასახელდა. ამჟამად მე-18 წიგნ-ფოტოალბომზე მუშაობს, რომელსაც "მოგზაურობა აჭარაში“ დაარქვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი მის ცხოვრებაში მაინც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერსონალური ფოტოგრაფობა იყო, ვისთან თანამშრომლობის შესახებაც ფოტოჟურნალისტი სერგო ედიშერაშვილი ambebi.ge-სთან სიამოვნებით იხსენებს.

  • პირველი ნაბიჯები ფოტოსამყაროში

ფოტოგრაფიამ ბავშვობიდან გამიტაცა. მამისეული "ზორკით“ დავიწყე გადაღება. მე-9 კლასში, სკოლაში ჩამოვაყალიბე ფოტომოყვარულთა კლუბი - დირექტორმა აივნის ქვეშ გამოგვიყო ლაბორატორია და ფირებს იქ ვამჟღავნდებდი. ჩემი პირველი ფოტო გაზეთ "ნორჩ ლენინელში“ დაიბეჭდა. სოციალისტური შრომის გმირებთან იყო შეხვედრა და როგორც მოყვარული, ისე ვიღებდი ფოტოებს. გაზეთ “ნორჩი ლენინელიდან“ მოსული იყო კორესპოდენტი მზია კოჭლამაზიშვილი, მან მთხოვა, ფოტოკორესპოდენტი არ მახლავს, იქნებ ამ შეხვედრიდან ერთი ფოტო მოგვცეო. უარს ხომ არ ვეტყოდი და მეორე დღეს ავუტანე ჩემი ფოტოები. მესამე დღეს კი ვნახე გაზეთში მინაწერით - "ფოტო სერგო ედიშერაშვილის“. ეს იყო უდიდესი სიხარული, 100-მდე გაზეთი მაინც ვიყიდე და ვურიგებდი ნაცნობ-მეგობრებს.

ეს იყო ფოტოგრაფიით ჩემი გატაცების დასაბამი. მერე იმავე გაზეთმა მთხოვა და მეც დავიწყე თანამშრომლობა. შეძლებული ოჯახი არ გვქონდა, რაღაც დროის მერე, მამიდამ განვადებით მიყიდა "ზენიტი“, 67 მანეთი ღირდა. სკოლა როცა დავამთავრე, უკვე მოთხოვნადი ფოტოგრაფი ვიყავი.

  • "ეს ენით აღუწერელი დაავადებაა“

ფოტოგრაფია ენით აღუწერელი დაავადებაა, ჟინს გიმძაფრებს. სულ ვათვალიერებდი სხვების ნამუშევრებს, მაინტერესებდა, როგორ იღებდნენ ფოტოებს სააკოვი და სხვები. სკოლა როცა დავამთავრე, ქალბატონმა ნარგიზა მგელაძემ მითხრა, სერგო, იქნებ ჩვენთან, "ახალგაზრდა კომუნისტში“ მოხვიდეო. იქ 1 წელი ვიმუშავე, მერე არმაზ სანებლიძემ წამიყვანა თავისთან (იმხანად "მოლოძიოჟ გრუზიის“ რედაქტორი და ჩემი ახლობელი იყო). ისე გავითქვი სახელი, რომ მოსკოვის ბიუროს სპეცკორი გავხდი - ძალიან დიდი სააგენტო იყო სსრკ-ში, რომლის გენერალური დირექტორი ქართველი კაცი, ილარიონ ხუციშვილი იყო. ძალიან მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები, ერთი წლით გადაადებინეს ჩემი ჯარში წაყვანა და ჩამაბარებინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. აუუ, რა ლექსებს ვწერდი, იცით? რატომ არ შევინახე... ახლა რომ მომკლა, ორ სიტყვას ვერ გადავაბამ. იმჟამად ძალიან რომანტიკული პიროვნება ვიყავი (იცინის). 3 კურსი გავიარე ქართველიშვილის სახელობის სახალხო სტუდიაში, მინდოდა მსახიობობა, რეჟისურაც მაინტერესებდა...

ჯარში წავედი, მერე აქედან რეკომენდაცია გამიწიეს და პირდაპირ ლომონოსოვში ჩავაბარე ფოტოჟურნალისტიკაზე.

  • როგორ გავხდი ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი

ჯარის შემდეგ, ინსტიტუტიც რომ დავამთავრე და ჩამოვედი, მუშაობა გავაგრძელე "ახალი ამბების სააგენტოში“ (1976-77 წლებში). მერე "საქინფორმის“ დირექტორმა ვლადიმერ ჭიაურელმა მთხოვა, ჩემთან გადმოდი, ყველანაირ პირობას შეგიქმნიო. გადავედი და პირველად გამაყოლეს ედუარდ შევარდნაძეს ფოთში. მთელი ცეკა-ტეკა, დაცვა, სხვა სიტუაცია იყო და ისეთი შეშინებული ვიყავი... მათაც ძალიან მოეწონათ ჩემი ფოტოები. მაშინ არ არსებობდა პერსონალური ფოტოგრაფის სტატუსი, საქინფორმში დარეკეს, იქნებ სერგო ბატონ ედუარდს გამოაყოლოთ ხოლმე, თავისებურად იღებსო. იმ დღიდან დავიწყე შევარდნაძის გადაღება და მასთან შემოვრჩი ბოლომდე, ვიდრე 1985 წელს მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრად არ გადაიყვანეს. ამასობაში, მე და ბატონ ედუარდს ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მასთან რამდენჯერმე ოჯახშიც ვიყავი, გავიცანი ქალბატონი ნანული.

90-იანებში, როცა საქართველოში ჩამოვიდა, მან უკვე მოითხოვა, მინდა ჩემი ფოტოგრაფი მყავდესო (ყველას არ აღებინებდა ფოტოს) და ასე დამნიშნეს შევარდნაძის პირად ფოტოგრაფად. სიცოცხლის ბოლომდე ვემსახურე. ყველამ რომ უღალატა, მე თითქმის დღეგამოშვებით მასთან ვიყავი, კრწანისში. ათას რამეზე ვსაუბრობდით... 2000 წელს, რაღაც უთანხმოება მომიხდა კახა იმნაძესთან (შევარდნაძის პრესმდივანთან), განცხადება დავწერე და "საქინფორმიდან“ წავედი. ბატონმა ედუარდმა ისე იცოდა, თითქოს უკეთესი სამსახური ვიშოვე და ამიტომ გადავედი. მერე, უკვე კრწანისში რომ დავდიოდი, მითხრა, 1-2-ჯერ რომ მოგიკითხე, კახამ ასეთი პასუხი გამცა, სერგომ უკეთესი სამსახური იშოვაო. აღარ დამიწყია ჭორაობა და ახსნა, აზრი არ ჰქონდა.

  • "მას ძალიან უყვარდა ჟურნალისტები..."

ბატონი ედუარდი ძალიან კარგი მოსაუბრე და მსმენელიც იყო. ჩვენ პოლიტიკაზე არასდროს გვილაპარაკია, უფრო ცხოვრებისეულ თემებზე, ან პერსონალიებზე ვლაპარაკობდით. პენსიაზე როცა იყო, 1-2-ჯერ გერმანიაში წავედით ერთად, მისი წიგნი გამოვიდა და პრეზენტაცია გაიმართა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ის სრულიად მენდობოდა. ოფიციალურ გადაღებებზე როცა ვიყავით, მისი პრეზიდენტობის დროს, 100 გამწკრივებული ჟურნალისტი რომ იღებდა, იმ ჯგუფში მპოულობდა და ვგრძნობდი, მზერას პირდაპირ მე რომ მისწორებდა.

სერგეის მეძახდა და საღამოობით მეტყოდა ხოლმე - სერგეი, დაიღალე? ასეც რომ ყოფილიყო, ვუარობდი, რა თქმა უნდა. ალბათ მოგშივდაო, დაამატებდა. ის ძალიან ყურადღებიანი იყო და ვერც ვერაფერს გამოაპარებდი. შევარდნაძეს ძალიან უყვარდა ჟურნალისტები, გინდ კრიტიკული ყოფილიყო, გინდ - მაამებლური. უთქვამს ჩემთვის, სიამოვნებით ვუყურებ "დარდუბალას“, სულ არ ვბრაზდებიო. ძალიან მოსწონდა მისი თოჯინა.

  • "ჩვენ ჟესტების ენით ვსაუბრობდით"

როგორც ობიექტი, სულ არ ყოფილა პრეტენზიული. როცა იცოდა, ფოტოგრაფები უღებდნენ, არასდროს ისეთ მოძრაობას არ გააკეთებდა, ცუდად გამოსულიყო, გამომუშავებული ჰქონდა, დიდი გამოცდილება მიიღო. თავს რომ ოდნავ დახრიდა, ვიცოდი, გადაღება უნდა დამესრულებინა, ჟესტების ენაზე ვსაუბრობდით.

ფოტოგრაფი რაც მეტ ფოტოს გადაიღებ, ამოსარჩევად უკეთესია. მაგალითად, კრწანისში სტუმრები როცა მოდიოდნენ და ვუღებდი, ამომხედავდა და უკვე ვიცოდი, საკმარისი იყო. ორივეს შემუშავებული გვქონდა.

საოცარი იუმორი ჰქონდა, მე მაინც ყოველთვის ვიცავდი სუბორდინაციას, ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მე კი ერთი ჩვეულებრივი ფოტოგრაფი ვიყავი. დღევანდელი ფოტოგრაფები პრეზიდენტებთან სახლშიც დადიან და აგარაკებზეც, ერთად ქეიფობენ... მაშინ ასე არ იყო და ჩემთვის დიდი რამე იყო, სახლში რომ მიმიპატიჟებდნენ. ერთხელ, კრწანისში ედუარდის მთელი ოჯახი შეიკრიბა, გადავიღე ფოტოები და როცა დაიშალნენ, სამნი დავრჩით - მე, შევარდნაძე და მისი მეუღლე. მერე ვბჭობდით, რამდენი დავბეჭდოთ, ვის საჩუქრად რომელი ფოტო გავუმზადოთ და ა.შ. კარგიო, მითხრა, სანამ სურათებზე გადავალთ, ეს კონიაკი გადაჰკარი, ნუ გეშინია, "იქიდან“ არის მოტანილი, "სპეცზაკაზიაო“.

თვითონაც უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს, სხვა სასმელს არ იკარებდა. მას თავისი კონიაკი ჰქონდა, რომელზეც შეჩვეული იყო. დიდებული და უბრალო კაცი იყო. ზოგი "თეთრ მელას“, ზოგი რას ეძახდა, ამ დროს, ოჯახში, მეგობრებში, უშუალო, ძალიან მეგობრული იყო და მასთან კამპანიას არაფერი სჯობდა. ხშირად მოდიოდა მასთან ჯანუკი, რეზო ამაშუკელი, არმაზ სანებლიძე და სხვები. მისი სამეგობრო ერთად რომ შეიკრიბებოდა, მერე უნდა გენახათ ლხენა.

  • ერთადერთი ფოტო, როგორც მტკიცებულება

მე მაინც დისტანციას ვიჭერდი, მორიდებული ვიყავი. ახლა პრეზიდენტებთან სელფებს რომ იღებენ, ამდენი წელი ვმუშაობდი მასთან და ერთადერთი ერთობლივი ფოტო მაქვს - პენსიაზე ახალი გასული იყო, კრწანისში მოსაცდელი ჰქონდა, ე.წ. ბესედკა და თვითონ მთხოვა, მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტოო, გვერდით დამისვა და გადავიღეთ, თორემ ვინ დამიჯერებდა, ამ კაცთან რომ ვმუშაობდი და ახლოს ვიყავი? მიყვარს ეს ფოტო და თუ დაბეჭდავთ, გამიხარდება.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვნახე. ხშირად დავდიოდი მასთან, უკვე ვეღარც მეტყველებდა, მაინც ჩვენებურად გვაგებინებდა ყველაფერს. ძალიან უშუალო იყო და პენსიაზე როცა გავიდა, უფრო გაიხსნა. როცა იქ მისი სამეგობრო იკრიბებოდა, მიდიოდა შაყირი, იუმორი... პატრიარქი მასთან ბოლომდე, ყველა დაბადების დღეს და საეკლესიო დღესასწაულებზე დადიოდა და ულოცავდა, მასთან ძალიან ახლოს იყო.

შევარდნაძეს ჩემი გადაღებული ყველაფერი მოსწონდა. კომუნისტების დროს გაზრდილი ფოტოგრაფი ხომ იცით, ცოტა სხვანაირად იქცევა - ჩემს ფოტოებს პირველ ცენზურას მე ვადებდი, მერე უკვე დამუშავებული და გაკრიალებული მიმქონდა მასთან. სულ მის გვერდზე რომ ვიყავი, ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება ეს იყო. პრეზიდენტი ყველასთან ახლოს ვერ იქნება. 1975-დან 85 წლამდე და მერე 91-დან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მასთან ვიდექი.

  • "ყველა ფოტოს უკან არის ჩემი უკმაყოფილება"

ამის შემდეგ ვიყავი სანდრა რულოვსის ფოტოგრაფიც. მასთან 1 წელი ვიმუშავე. არ ვიცი, ვისი რეკომენდაციით, მაგრამ თვითონ დამიძახეს. მერე, მიშასთან მომივიდა უთანხმოება და წამოვედი, ეს დიდი ისტორიაა, არ მინდა ამაზე საუბარი.

სანდრა რულოვსი

17 წიგნი მაქვს გამოცემული საქართველოზე, წიგნი კი არა, უფრო სწორად, ფოტოალბომებია თანდართული ტექსტებით. ჩემი ლოგო ავიღე - "მოგზაურობა საქართველოში“ და ამ ლოგოთი ვამზადებ მე-18 წიგნს "მოგზაურობა აჭარაში“. სიმართლე თუ გინდათ, ჩემი ნამუშევრები არ მომწონს, სულ იმის განცდა მრჩება, უკეთესის გადაღება შემეძლო. საერთოდ ძალიან მიყვარს შავ-თეთრი ფოტო, კლასიკური ფორმაა ფოტოგრაფიის, ფერადი ფოტო მატყუარაა - ხალხსაც ატყუებს და შენც. მეუბნებიან, უნივერსალური ფოტოგრაფი ხარო, ვინაიდან პორტრეტსაც ვიღებ, პეიზაჟსაც, სპორტსაც, ჟანრულ ფოტოგრაფიასა და ფოტოჟურნალისტიკაშიც ვარ, აბსტრაქტულ ფოტოგრაფიასაც ვაკეთებ და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საყვარელ ჟანრს და ფოტოს ვერ დავასახელებ. გულახდილად გეუბნებით, ჩემი არც ერთი ფოტო არ მომწონს, ყველა ფოტოს უკან არის ჩემი უკმაყოფილება, ხალხს კი მოსწონს...

ჟიული შარტავა, აფხაზეთის ომის დროს

  • მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფის ასეულში

იყო ასეთი ფოტოგრაფი - სიმონ კილაძე, უმაგრესი ფოტოხელოვანი, 80-იან წლებში გარდაიცვალა. მან დამაყენა ფეხზე, ჩამოვაყალიბეთ ფოტოკლუბი "თბილისი“, სადაც გაერთიანებული იყო ბევრი ფოტოგრაფი. ფოტოგრაფიული ცხოვრება ჩქეფდა, ისე კი არა, დღეს რომ ყველა ჩაკეტილია. ჩემი შვილი ახლა ამერიკაშია, ისიც იღებს, ხოლო შვილიშვილი ჩემზე უკეთესი ფოტოგრაფია, ისიც ამერიკაშია და სწავლობს დიზაინის და ფოტოხელოვნების სასწავლებელში, მან გააგრძელა ჩემი გზა.

1980 წელს მსოფლიოს საუკეთესო 100 ფოტოგრაფს შორის დამასახელეს. მონაწილეობა მივიღე კონკურსში - "1 დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან“. მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოგრაფი შევიყარეთ ერთად (სსრკ-დან ვიყავით მე და 2 რუსი ფოტოგრაფი), გაგვანაწილეს და მე ციმბირი შემხვდა, იქ ვიღებდი. ომსკში გავიცანი ელცინი, ჩავედი, დამახვედრეს ვერტმფრენი, ყველაფერი კრემლის დონეზე იყო ორგანიზებული. მსოფლიოს 100-მა ფოტოგრაფმა ერთ დღეს გადაიღო ყველაფერი და ჩაიტანა მოსკოვში. გამოიცა უზარმაზარი, ძალიან ძვირფასი წიგნი. მერე მიწვევდნენ და ვაშუქებდი ოლიმპიადებს, სპარტაკიადას... სხვათა შორის, სპორტს კარგად ვიღებდი...

ამჟამად ჩემი თავის პირადი ფოტოგრაფი ვარ. რაღა დროსია, არც არავის ვჭირდები, ისეთი დროა, გაგჭყლეტენ ბაღლინჯოსავით. მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვიმუშაო.

1993-დან 2000 წლამდე ვიყავი "საქინფორმის“ ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი, ამასობაში როიტერის სააგენტოშიც ვიმუშავე, ტასს-შიც. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ჩამიწყია, ვინმე თუ შემომთავაზებდა, ავწონ-დავწონიდი და მერე ან თანხმობას ვეტყოდი, ან - უარს. არც ფოტოგამოფენებზე გამიგზავნია ჩემი ფოტოები, ცხოვრებაში არც პერსონალური გამოფენა მომიწყვია. 100 წელი ვიცხოვრო და მერე არქივიც აქ არის და თუ მოუნდებათ, გააკეთებენ სერგო ედიშერაშვილის გამოფენას, ან რაღაც წიგნს გამოსცემენ, მე ამისთვის ნამდვილად არ მცალია. ვინ მოთვლის, რამდენი ფოტო გადამიღია, 1-2-ჯერ საერთოდ გამინადგურდა არქივი. "საქინფორმში“ როცა ვმუშაობდი, წყალი ჩამოვიდა და 1969-დან 1976 წლამდე რაც კი მქონდა გადაღებული, ათასობით ნეგატივი გადავყარე, წარმოგიდგენიათ, რამდენი იქნებოდა?

  • "შანსი არ იყო ფოტოაპარატის გარეშე დამეძინა“

ჩემთვის ფოტოხელოვნება ყველაფერია. ცოტა ახალგაზრდა როცა ვიყავი, ის ჩემი ძილის წამალი იყო, შანსი არ იყო ისე დამეძინა, ხელში ფოტოაპარატი არ მჭეროდა. ხომაა ზოგიერთი, წიგნთან ერთად იძინებს, მე - ფოტოაპარატთან. "ნიკონების“ ძველი მოდელები მაქვს და იმით ვმუშაობ. ცნობილი ფოტოგრაფების ნათქვამია, მომეცით ვედრო ნახვრეტით და მე თქვენ გაგიკეთებთ ნორმალურ ფოტოს. მთავარია ხედვა და პროფესიონალიზმი, თორემ აპარატს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როცა ჩემი აპარატით გავდივარ და ახალგაზრდებს ვუყურებ, ისეთი აპარატები ავქთ, ახალგაზრდობაში რომ არც დამსიზმრებია, ცოტა მრცხვენია, მაგრამ თან არ მრცხვენია. თავართქილაძის უნივერსიტეტში ვასწავლი ფოტოჟურნალისტიკას და ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ამას ვეუბნები, არასდროს გამოეკიდოთ ფოტოაპარატის ღირებულებას და ბრენდს, მთავარია, თქვენში ისეთი ხედვა შეიმუშაოთ, რომელიც სხვას არ აქვს და ვერ ნახულობს. ესაა მთავარი ფოტოგრაფისთვის, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.