მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს - "მეშვიდე ტალღის“ დასაწყისის მომსწრენი ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი
"ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს -  "მეშვიდე ტალღის“ დასაწყისის მომსწრენი ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ში, თით­ქოს პან­დე­მია დამ­თავ­რდა, მაგ­რამ კო­ვიდს ამის გეგ­მე­ბი არ აქვს - ტალ­ღი­სე­ბუ­რი, აღ­მა­ვა­ლი მრუ­დის მომსწრე­ნი ვართ. ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია ამას "მეშ­ვი­დე ტალ­ღის“ და­სა­წყი­სი და­ვარ­ქვათ“,- ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი გან­მარ­ტავს, არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა გან­გა­შის სა­განს არ წარ­მო­ად­გენს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სი გარ­კვე­უ­ლი "ტალ­ღე­ბით“ ხა­სი­ათ­დე­ბა. პირ­და­პირ უნდა ით­ქვას, რომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. ჩვენ თუ შევ­ხე­დავთ სხვა ქვეყ­ნე­ბის ტენ­დენ­ცი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვით ჩა­მოვ­რჩე­ბით ხოლ­მე, შემ­დეგ ტალ­ღი­სე­ბუ­რად გა­და­ი­ნაც­ვლებს აღ­მო­სავ­ლეთ ქვეყ­ნებ­ში. სა­გან­გა­შო, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი არ უნდა იყოს. ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ში, თით­ქოს დამ­თავ­რდა პან­დე­მია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, კო­ვიდს არ აქვს ამის გეგ­მე­ბი.

კო­ვიდს მუ­ტა­ცია ახა­სი­ა­თებს, ეს მუ­ტა­ცი­ის უნა­რი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ვე­ლი - რამ­დე­ნად სა­ხეც­ვლი­ლია მის წინა ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით, იძ­ლე­ვა თუ არა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­ე­მა­ლოს იმ იმუ­ნი­ტეტს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს აქვს. B.A.4 და B.A.5 ის გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ინ­დექ­სი 18% არის, ეს ნიშ­ნავს, რომ პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლა­ზე გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის "წი­თე­ლას“ გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ერთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია 18 ადა­მი­ა­ნი და­ა­ინ­ფი­ცი­როს.

ტალ­ღი­სე­ბუ­რი, აღ­მა­ვა­ლი მრუ­დის მომსწრე­ნი ვართ. ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია ამას "მეშ­ვი­დე ტალ­ღის“ და­სა­წყი­სი და­ვარ­ქვათ. ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. ვხე­დავთ, რომ რა­ო­დე­ნო­ბა წინა კვი­რას­თან შე­და­რე­ბით 5-ჯერ არის გაზ­რდი­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრიტიკოსი
1

კი, როგორც შენ იტყვი ძმაო ეგრეა რა... 

gia
1

ეს თაღლითი და მექრთამე კიდევ საუბრობს?

ავტორი:

"ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს - "მეშვიდე ტალღის“ დასაწყისის მომსწრენი ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს -  "მეშვიდე ტალღის“ დასაწყისის მომსწრენი ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს - ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას "მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ "მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, არსებული ეპიდვითარება განგაშის საგანს არ წარმოადგენს.

"მოგეხსენებათ, კორონავირუსი გარკვეული "ტალღებით“ ხასიათდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, დაახლოებით 2 თვით ჩამოვრჩებით ხოლმე, შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. საგანგაშო, მოულოდნელი სიურპრიზი არ უნდა იყოს. ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდს არ აქვს ამის გეგმები.

კოვიდს მუტაცია ახასიათებს, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს. B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების "წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს.

ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას "მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.