სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით" - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი?
"განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით" - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩვე­ნი შიდა თუ გარე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მიერ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას ე.წ. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, წარ­მო­ად­გენს ყოვ­ლად და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ და, მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად", - წერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ის გარ­და საქ­მი­ა­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ივა­ნიშ­ვილ­თან პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც წერს:

"პირ­ველ რიგ­ში, გა­ვიხ­სე­ნებ, რომ "ქარ­თუ ჯგუფ­ში“ ღია კონ­კურ­სის გზით მოვ­ხვდი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც სწო­რედ ასე გა­ვი­ცა­ნი. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც "ქარ­თუს“ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის დი­რექ­ტორს, მას­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. მა­შინ დამ­ყარ­და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­სა და ჩემს ოჯახს შო­რის, რი­თაც მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამა­ყობს.

ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვა­მა­ყობ ბე­რას­თან ჩემი პი­რა­დი მე­გობ­რო­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენს ოჯა­ხებს აქვთ პე­რი­ო­დუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ერ­თმა­ნეთ­თან. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­ი­ღო რჩე­ვე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის­გან გარ­კვე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან პე­რი­ო­დუ­ლად მეც რომ მქონ­დეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც ამა­ში იქ­ნე­ბა რა­ი­მე და­საძ­რა­ხი". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
2

იქნებ ხალხზე იფიქროდ ,(თუმცა ეკონომიკა ხომ ყვავის და )))))

გიორგი
5

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? ქვეყნის და ხალხის დამცირებას შეეშვით წადით და იმეგობრეთ რამდენიც გინდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით" - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი?

"განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით" - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის თაობაზე საუბრობს.

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად", - წერს ღარიბაშვილი.

ის გარდა საქმიანი და პოლიტიკური ურთიერთობისა, ივანიშვილთან პირად ურთიერთობაზეც წერს:

"პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ "ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც "ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს.

ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი". წაიკითხეთ სრულად