პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეციალისტები შეისწავლიან..." - მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას ძველი კედლის ფრაგმენტი იპოვეს: რას აცხადებენ თბილისის მერიაში?
"სპეციალისტები შეისწავლიან..." - მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას ძველი კედლის ფრაგმენტი იპოვეს: რას აცხადებენ თბილისის მერიაში?

21 ივ­ნი­სისს, თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ი­წყო.

დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას, მი­წა­ში ჩა­მარ­ხუ­ლი აგუ­რის კედ­ლე­ბი გა­მოჩ­ნდა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. გაჩ­ნდა ვერ­სი­ე­ბი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი ქა­ლა­ქის კე­დე­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ნა­წილ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ა­ხან­გრძლი­ვოს ან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ა­ჩე­როს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მათ უკვე მი­მარ­თეს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რათა ად­გილ­ზე მოხ­დეს ობი­ექ­ტის შეს­წავ­ლა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით შე­სას­წავ­ლია, ვვა­რა­უ­დობთ ხოლ­მე, რომ ეს არის ძვე­ლი კო­ლექ­ტო­რი, რო­გორც გვხვდე­ბა ძველ თბი­ლის­ში, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან და ზუს­ტად გვე­ცო­დი­ნე­ბა რა არის, რის შემ­დე­გაც ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვავ­რცე­ლებთ.

ახლა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჯი­ვი­პი მუ­შა­ობს. სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლე­ბის მო­წყო­ბა და­ვი­წყეთ და ამ პრო­ცე­სის დროს გა­მოჩ­ნდა ეს ფრაგ­მენ­ტი. დიდი ხა­ნია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქსე­ლე­ბი არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა", - გვი­თხრეს მე­რი­ა­ში.

მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, ეს აღ­მო­ჩე­ნა არ შე­ა­ფერ­ხებს სა­მუ­შა­ო­ებს. თუმ­ცა, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა არ და­ი­დე­ბა ფრაგ­მენ­ტის შე­სა­ხებ, კონ­კრე­ტუ­ლად იმ მო­ნაკ­ვეთს არ შე­ე­ხე­ბი­ან და მუ­შა­ო­ბა კედ­ლის ფრაგ­მენ­ტის ირ­გვლივ გაგ­რძელ­დე­ბა...

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მთლი­ა­ნად შე­იც­ვლე­ბა მი­წის­ქვე­შა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი, მო­ე­წყო­ბა სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლი, გა­ნახ­ლდე­ბა წყლი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი, გაზ­მო­მა­რა­გე­ბის მი­ლე­ბი. ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი მი­წის ქვეშ გან­თავ­სდე­ბა და და­მონ­ტაჟ­დე­ბა გა­ნა­თე­ბის ქსე­ლი LED სა­ნა­თე­ბით. მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი, მო­საც­დე­ლე­ბი, სა­ავ­ტო­ბუ­სე ზო­ლე­ბი და ვე­ლო­ბი­ლი­კი. ასე­ვე, და­მონ­ტაჟ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა ურ­ნე­ბი და ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად ადაპ­ტირ­დე­ბა შშმ პი­რე­ბის­თვის.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო არე­ა­ლი ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ჭო­ვე­ლი­ძის ქუ­ჩის შე­სახ­ვე­ვამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს. პრო­ექ­ტი დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 6 388 000 ლა­რით ფი­ნანსდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
1

ზოგიერთ ბრმას რომ ჰკითხო რა გაკეთდაო არაფერიო იტყვის. რა გაგიკეთათ კალაძემო. უგულავას გაკეთებული თავიდან გასაკეთებელია ყველაფერი თუ აკვირდებით.

მამუკა
0

მიწისქვეშა მანქანების სადგომი მოვაწყოთ რა მაგ ადგილზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სპეციალისტები შეისწავლიან..." - მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას ძველი კედლის ფრაგმენტი იპოვეს: რას აცხადებენ თბილისის მერიაში?

"სპეციალისტები შეისწავლიან..." - მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას ძველი კედლის ფრაგმენტი იპოვეს: რას აცხადებენ თბილისის მერიაში?

21 ივნისისს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას, მიწაში ჩამარხული აგურის კედლები გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ინტერესი მოჰყვა. გაჩნდა ვერსიები, რომ ეს შეიძლება ძველი ქალაქის კედელი ყოფილიყო... ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამან შეიძლება რეაბილიტაციის პროცესი გაახანგრძლივოს ან გარკვეული დროით შეაჩეროს.

როგორც AMBEBI.GE-ს მერიაში განუცხადეს, მათ უკვე მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ადგილზე მოხდეს ობიექტის შესწავლა.

"ჯერჯერობით შესასწავლია, ვვარაუდობთ ხოლმე, რომ ეს არის ძველი კოლექტორი, როგორც გვხვდება ძველ თბილისში, თუმცა სპეციალისტები შეისწავლიან და ზუსტად გვეცოდინება რა არის, რის შემდეგაც ოფიციალურ ინფორმაციას გავავრცელებთ.

ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ჯივიპი მუშაობს. სანიაღვრე ქსელების მოწყობა დავიწყეთ და ამ პროცესის დროს გამოჩნდა ეს ფრაგმენტი. დიდი ხანია ამ ტერიტორიაზე ქსელები არ განახლებულა", - გვითხრეს მერიაში.

მერიის განცხადებით, ეს აღმოჩენა არ შეაფერხებს სამუშაოებს. თუმცა, ვიდრე ოფიციალური დასკვნა არ დაიდება ფრაგმენტის შესახებ, კონკრეტულად იმ მონაკვეთს არ შეეხებიან და მუშაობა კედლის ფრაგმენტის ირგვლივ გაგრძელდება...

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.