სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს "ვისოლის" პრეზიდენტი საწვავის გაიაფების საკითხზე?
რას ამბობს "ვისოლის" პრეზიდენტი საწვავის გაიაფების საკითხზე?

კომ­პა­ნია "ვი­სო­ლის" პრე­ზი­დენ­ტის, სოსო ფხა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე საწ­ვა­ვის ფა­სის კლე­ბა და­ი­წყე­ბა, ეს ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც აი­სა­ხე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც ფხა­კა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე რო­გორც მოხ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ნავ­თო­ბის ფა­სის კლე­ბა, არ იცის.

"ჩვენ ყო­ველ­თვის მივ­ყვე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ფასს, გა­ი­აფ­დე­ბა საწ­ვა­ვი? - ეს აი­სა­ხე­ბა ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, იმას­თან შე­და­რე­ბით, რა ფა­სიც იყო რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომამ­დე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი პლატ­ცე­ბი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი ნავ­თო­ბის ფასი და ამან ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რო­გორც კომ­პა­ნი­ებ­ზე, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ჩვენ ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ მეტი საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბი გვჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ომამ­დე გვჭირ­დე­ბო­და და აქ სა­უ­ბა­რია მი­ლი­ო­ნებ­ზე. ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოხ­დეს ამ ბა­ზარ­ზე, არ ვიცი. თუ ერთი, ორი კვი­რა ნარ­ჩუნ­დე­ბა და­ბა­ლი ფა­სე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე, ამას აუ­ცი­ლებ­ლად აქვს ადეკ­ვა­ტუ­რი ასახ­ვა ჩვენ ქსელ­ში",- გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

ამას­თან, ფხა­კა­ძე ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ეძებს საწ­ვა­ვის ისეთ წყა­როს, რო­მე­ლიც უფრო იაფი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, არ აკონ­კრე­ტებს შე­მო­ი­ტანს თუ არა "ვი­სო­ლი" საწ­ვავს რუ­სე­თი­დან.

"ომის და­წყე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, ამავდრო­უ­ლად, ამე­რი­კამ გა­მო­უშ­ვა თა­ვი­სი რე­ზერ­ვე­ბი იმის­თვის, რომ ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო და ბა­ზარ­ზე სტა­ბი­ლი­ზა­ცია მი­ე­ღო, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ო­დი იყო. სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ვარ­და და ისევ 120 დო­ლარს და­უბ­რუნ­და ბა­რე­ლის ფასი. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ საწ­ვა­ვის ფასი ნაკ­ლე­ბი იყოს, უფრო მეტი გა­ი­ყი­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელო­და ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ჩვენც ვე­ლო­დით ამას, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი ცუდი მხა­რის­კენ შე­მოტ­რი­ალ­და. ჩვენ ვცდი­ლობთ დღემ­დე რომ ვი­პო­ვოთ საწ­ვა­ვის ისე­თი წყა­რო, რო­მე­ლიც უფრო იაფი იქ­ნე­ბა. ვნა­ხოთ, არ ვიცი იქ­ნე­ბა თუ არა ეს რუ­სე­თი",- გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა ეს!!!
0

დიდო ეკონომისტო და ბიზნესმენო ფხაკაძევ! როცა ომი არ იყო, მაშინ რატომ ძვირდებოდა? საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასის ცვლილებას და დოლარის კურსის ცვლილებას, ეხლა, რომ ბენზინის ფასები არ ექვემდებარება ეს როგორაა? ომია არა? იქნებ მიშიკო რომ ციხეშია, ის გიშლის ხელს. მოკლედ მოცეკვავეს, შენ რომ იცი, ის არ უშლიდეს, კარგად იცეკვებდა. რა ლოღიკას ექვემდებარება თქვენი სიმღერები, გაუგებარია. თქვენ ხალხისთვის არა ხართ. თქვენ გენდოთ მტერი. არ დამბლოკოთ.

ჰამო
0

მთავრობა არაფერს ეუბმებათ.ფასებიც გაუვიდათ ხალხში და აკეთებენ ფულს.ნონუსად ბაქოს საწვავსაც გვტენიან ვითომ რუმინულია. (ცნობისთვის ბაქოს საწვავი ბევრად იაფია)

ავტორი:

რას ამბობს "ვისოლის" პრეზიდენტი საწვავის გაიაფების საკითხზე?

რას ამბობს "ვისოლის" პრეზიდენტი საწვავის გაიაფების საკითხზე?

კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, როგორც კი საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის კლება დაიწყება, ეს ავტომატურ რეჟიმში საქართველოს ბაზარზეც აისახება. თუმცა, როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე როგორც მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლება, არ იცის.

"ჩვენ ყოველთვის მივყვებით საერთაშორისო ფასს, გაიაფდება საწვავი? - ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რა ფასიც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პლატცები, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასი და ამან ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ჩვენ ორნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, ვიდრე ომამდე გვჭირდებოდა და აქ საუბარია მილიონებზე. ომის დასრულებამდე რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს ამ ბაზარზე, არ ვიცი. თუ ერთი, ორი კვირა ნარჩუნდება დაბალი ფასები საერთაშორისო ბაზარზე, ამას აუცილებლად აქვს ადეკვატური ასახვა ჩვენ ქსელში",- განაცხადა ფხაკაძემ.

ამასთან, ფხაკაძე ამბობს, რომ მისი კომპანია მუდმივად ეძებს საწვავის ისეთ წყაროს, რომელიც უფრო იაფი იქნება, თუმცა, არ აკონკრეტებს შემოიტანს თუ არა "ვისოლი" საწვავს რუსეთიდან.

"ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, ამავდროულად, ამერიკამ გამოუშვა თავისი რეზერვები იმისთვის, რომ ფასები შემცირებულიყო და ბაზარზე სტაბილიზაცია მიეღო, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა და ისევ 120 დოლარს დაუბრუნდა ბარელის ფასი. ძალიან გვინდა, რომ საწვავის ფასი ნაკლები იყოს, უფრო მეტი გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ელოდა ფასების შემცირებას და ჩვენც ველოდით ამას, მაინც ყველაფერი ცუდი მხარისკენ შემოტრიალდა. ჩვენ ვცდილობთ დღემდე რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება. ვნახოთ, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი",- განაცხადა ფხაკაძემ.