პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციროზის და კუჭის კიბოს დროს სისხლდენების ემბოლიზაცია, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება
ციროზის და კუჭის კიბოს დროს სისხლდენების ემბოლიზაცია, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება

სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბა არც ისე ხში­რი პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გია შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამი­ტომ სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბის პირ­ვე­ლი ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად მი­მარ­თოთ კლი­ნი­კას, სა­დაც შე­სა­ბა­მის კვლე­ვებს ჩა­გი­ტა­რე­ბენ, მი­ზეზს გა­არ­კვე­ვენ და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბა­საც და­ი­წყე­ბენ.

ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნი­სა და სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ კი „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ კლი­ნი­კის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, თსსუ-ის პრო­ფე­სორ მალ­ხაზ მი­ზან­დარს მივ­მარ­თეთ.

- რო­დის ხდე­ბა ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან?

- სის­ხლდე­ნა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ბევ­რი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს; აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ინ­ტენ­სი­ვო­ბა - ანუ, ერ­თდრო­უ­ლად სის­ხლის და­ნა­კარ­გის რა­ო­დე­ნო­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რი სის­ხლდე­ნა შე­საძ­ლოა ფა­ტა­ლუ­რიც იყოს. შე­და­რე­ბით ხში­რია სის­ხლდე­ნა კუ­ჭი­სა და 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლე­ბი­სა და სიმ­სივ­ნე­ე­ბის, ასე­ვე საყ­ლა­პა­ვი­დან ღვიძ­ლის ცი­რო­ზის დროს. ამ და­ა­ვა­დე­ბა­თა დროს სის­ხლდე­ნა გა­მოვ­ლინ­დე­ბა ხოლ­მე ნაწ­ლავ­თა გახ­ში­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, რა დრო­საც პა­ცი­ენტს აქვს კუპ­რის­ფე­რი (შავი) გა­ნა­ვა­ლი. როცა სის­ხლდე­ნა საყ­ლა­პა­ვის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვე­ნე­ბი­და­ნაა, მა­შინ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ხოლ­მე სის­ხლი­ა­ნი პირ­ღე­ბი­ნე­ბა, რაც ცი­რო­ზი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის ერთ-ერთ ხშირ მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს.

- რო­გორ ხდე­ბა სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბით შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა?

- და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორი­ვე პა­თო­ლო­გი­ის დროს სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბა ურ­გენ­ტუ­ლია და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის რის­კი არ­სე­ბობს. ამი­ტომ კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენტს ენ­დოს­კო­პი­უ­რი ჩა­რე­ვა უტარ­დე­ბა. ცი­რო­ზის დროს ექიმს საყ­ლა­პავ­ში ხვდე­ბა ვე­ნე­ბის მკვეთ­რი გა­ფარ­თო­ე­ბა (ვა­რი­კო­ზი), რო­მელ­საც ლი­გი­რე­ბას უკე­თებს. კუჭ­ში სის­ხლმდე­ნი სიმ­სივ­ნის ნახ­ვის დროს კი, სის­ხლმდენ ად­გილს მოწ­ვავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ენ­დოს­კო­პი­უ­რი ჩა­რე­ვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი არაა და შე­დე­გიც მყი­სი­ე­რია, მაგ­რამ ამ­გვა­რი ჩა­რე­ვით შე­საძ­ლოა ვერ იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი ან იგი­ვე პრობ­ლე­მამ შე­საძ­ლოა კვლავ იჩი­ნოს თავი გან­მე­ო­რე­ბით - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლდე­ნის ემ­ბო­ლი­ზა­ცი­აა სა­ჭი­რო.

- რას ნიშ­ნავს სის­ხლდე­ნის ემ­ბო­ლი­ზა­ცია? რო­გორ ტარ­დე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რა?

- სის­ხლდე­ნის ენ­დოს­კო­პი­უ­რი მე­თო­დით შე­ჩე­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ეს სა­ბო­ლოო შე­დეგს ვერ გვაძ­ლევს და ამა­სო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა, სა­ჭი­რო ხდე­ბა ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­ის ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ცი­რო­ზის დროს ჩა­რე­ვა ხდე­ბა ვე­ნა­ზე, სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი არ­ტე­რი­ა­ზე. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, უო­პე­რა­ცი­ოდ შევ­დი­ვართ სის­ხლმდენ სის­ხლძარ­ღვში და მას სპე­ცი­ა­ლუ­რი მცი­რე ზო­მის მარ­ყუ­ჟე­ბით ჩავ­კე­ტავთ. დახ­შუ­ლი სის­ხლძარ­ღვი­დან (არ­ტე­რია ან ვენა) სის­ხლის და­ნა­კარ­გი ძა­ლი­ან სწრა­ფად აღიკ­ვე­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ეს აი­სა­ხე­ბა კლი­ნი­კუ­რა­დაც - პა­ცი­ენტს აღარ აქვს სის­ხლი­ა­ნი ღე­ბი­ნე­ბა და კუპ­რის­ფე­რი გა­ნა­ვა­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლიზ­დე­ბა.

- რო­გორ გრძელ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ?

- ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ით პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა არ სრულ­დე­ბა, რად­გან სის­ხლდე­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ცი­რო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ემ­ბო­ლი­ზა­ცია პა­ცი­ენტს დროს აძ­ლევს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნოს და სის­ხლდე­ნით არ და­ი­ღუ­პოს. ამ დროს, რო­გორც წესი, პა­ცი­ენ­ტმა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა­ზე უნდა და­ი­წყოს ზრუნ­ვა.

კუ­ჭის სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ით პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, რომ მკურ­ნა­ლო­ბა და­მა­ტე­ბი­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­აგ­რძე­ლოს. თუმ­ცა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც სხვა მკურ­ნა­ლო­ბა (მა­გა­ლი­თად, რა­დი­კა­ლუ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა) შე­უძ­ლე­ბე­ლია, ემ­ბო­ლი­ზა­ცია ეხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­მა სი­ცო­ცხლის ბოლო თვე­ე­ბი მშვი­დად, სის­ხლდე­ნე­ბის ეპი­ზო­დე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რონ.

- მოგ­ვი­ყე­ვით გუნ­დზე, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი.

- „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი მუ­შა­ობს. ჩვენს თი­თო­ე­ულ ექიმს სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. სწო­რედ ამი­ტომ სის­ხლდე­ნე­ბის დროს რო­გორც წესი ვა­ხერ­ხებთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია თე­რა­პევ­ტი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და ექთ­ნე­ბის ძლი­ე­რი გუნ­დი.

R

გიო
0

გამარჯობათ რა მაინტერესებს რამდენიმე ხნის უკან დავლიე სასმელი ნუ ნორმაზე მეტი და დილითბრო გავიღვიძე გული ამერია და ბოლოს ამოვაყოლე ცოტა სისხლი მის მერე მსგავსი რამ არ ყოფილაა და რას მირჩევთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ციროზის და კუჭის კიბოს დროს სისხლდენების ემბოლიზაცია, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება

ციროზის და კუჭის კიბოს დროს სისხლდენების ემბოლიზაცია, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება

სისხლის ღებინება არც ისე ხშირი პრობლემაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ძალიან სერიოზული პათოლოგია შეიძლება იყოს. ამიტომ სისხლის ღებინების პირველი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ აუცილებელია დროულად მიმართოთ კლინიკას, სადაც შესაბამის კვლევებს ჩაგიტარებენ, მიზეზს გაარკვევენ და შესაბამის მკურნალობასაც დაიწყებენ.

შინაგანი სისხლდენისა და სისხლის ღებინების შესახებ სასაუბროდ კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თსსუ-ის პროფესორ მალხაზ მიზანდარს მივმართეთ.

- როდის ხდება შინაგანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან?

- სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ბევრი სხვადასხვა დაავადების დროს; აქ მნიშვნელოვანია მისი ინტენსივობა - ანუ, ერთდროულად სისხლის დანაკარგის რაოდენობა. ინტენსიური სისხლდენა შესაძლოა ფატალურიც იყოს. შედარებით ხშირია სისხლდენა კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულებისა და სიმსივნეების, ასევე საყლაპავიდან ღვიძლის ციროზის დროს. ამ დაავადებათა დროს სისხლდენა გამოვლინდება ხოლმე ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, რა დროსაც პაციენტს აქვს კუპრისფერი (შავი) განავალი. როცა სისხლდენა საყლაპავის გაფართოებული ვენებიდანაა, მაშინ პაციენტს აღენიშნება ხოლმე სისხლიანი პირღებინება, რაც ციროზიანი პაციენტების უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

- როგორ ხდება სისხლის ღებინებით შემოსული პაციენტის მართვა?

- დასახელებული ორივე პათოლოგიის დროს სისხლის ღებინება ურგენტულია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფატალურად დასრულების რისკი არსებობს. ამიტომ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტს ენდოსკოპიური ჩარევა უტარდება. ციროზის დროს ექიმს საყლაპავში ხვდება ვენების მკვეთრი გაფართოება (ვარიკოზი), რომელსაც ლიგირებას უკეთებს. კუჭში სისხლმდენი სიმსივნის ნახვის დროს კი, სისხლმდენ ადგილს მოწვავს. აღნიშნული ენდოსკოპიური ჩარევა ტექნოლოგიურად რთული არაა და შედეგიც მყისიერია, მაგრამ ამგვარი ჩარევით შესაძლოა ვერ იქნას მიღწეული შედეგი ან იგივე პრობლემამ შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი განმეორებით - ასეთ შემთხვევაში სისხლდენის ემბოლიზაციაა საჭირო.

- რას ნიშნავს სისხლდენის ემბოლიზაცია? როგორ ტარდება ეს პროცედურა?

- სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება რამდენჯერმე შეიძლება, მაგრამ თუ ეს საბოლოო შედეგს ვერ გვაძლევს და ამასობაში პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, საჭირო ხდება ინტერვენციული რადიოლოგიის ამ მეთოდის გამოყენება.

ციროზის დროს ჩარევა ხდება ვენაზე, სიმსივნის შემთხვევაში კი არტერიაზე. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით, უოპერაციოდ შევდივართ სისხლმდენ სისხლძარღვში და მას სპეციალური მცირე ზომის მარყუჟებით ჩავკეტავთ. დახშული სისხლძარღვიდან (არტერია ან ვენა) სისხლის დანაკარგი ძალიან სწრაფად აღიკვეთება და შესაბამისად ეს აისახება კლინიკურადაც - პაციენტს აღარ აქვს სისხლიანი ღებინება და კუპრისფერი განავალი და მისი მდგომარეობა სტაბილიზდება.

- როგორ გრძელდება პაციენტის მკურნალობა ემბოლიზაციის შემდეგ?

- ემბოლიზაციით პაციენტის მკურნალობა არ სრულდება, რადგან სისხლდენები სერიოზული პათოლოგიებითაა გამოწვეული. ციროზის შემთხვევაში ემბოლიზაცია პაციენტს დროს აძლევს, რომ გამოსავალი მოძებნოს და სისხლდენით არ დაიღუპოს. ამ დროს, როგორც წესი, პაციენტმა ღვიძლის გადანერგვაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა.

კუჭის სიმსივნის შემთხვევაში, ემბოლიზაციით პაციენტს საშუალებას ვაძლევთ, რომ მკურნალობა დამატებითი გართულებების გარეშე გააგრძელოს. თუმცა რიგ შემთხვევებში, როდესაც სხვა მკურნალობა (მაგალითად, რადიკალური ქირურგიული ჩარევა) შეუძლებელია, ემბოლიზაცია ეხმარება პაციენტებმა სიცოცხლის ბოლო თვეები მშვიდად, სისხლდენების ეპიზოდების გარეშე გაატარონ.

- მოგვიყევით გუნდზე, რომელიც ამ პროცედურების ჩატარებაშია ჩართული.

- „ნიუ ჰოსპიტალსში“ ინტერვენციული რადიოლოგიის ძალიან ძლიერი გუნდი მუშაობს. ჩვენს თითოეულ ექიმს სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ სისხლდენების დროს როგორც წესი ვახერხებთ დასახული მიზნის მიღწევას ემბოლიზაციის საშუალებით. პროცესში ჩართულია თერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და ექთნების ძლიერი გუნდი.

R