სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან-ჩრდილოეთამდე - დაასრულეთ ეს სახიფათო თამაში, არათუ საქართველოში დაიწყოთ ომი, არამედ სასწრაფოდ დაასრულეთ უკრაინაშიც" - დიმიტრი ხუნდაძე
"მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან-ჩრდილოეთამდე - დაასრულეთ ეს სახიფათო თამაში, არათუ საქართველოში დაიწყოთ ომი, არამედ სასწრაფოდ დაასრულეთ უკრაინაშიც" - დიმიტრი ხუნდაძე

"მივ­მარ­თავ სცე­ნა­რის ავ­ტო­რებს და­სავ­ლე­თი­დან-ჩრდი­ლო­ე­თამ­დე, გა­ა­ჩე­რეთ თქვე­ნი ხე­ლის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, თო­რემ შე­დე­გი ყვე­ლა­სათ­ვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე",- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ხუნ­და­ძე აცხა­დებს, რომ უცხო­ეთ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას, წი­ნას­წარ­ვე გა­და­წყვე­ტილ უარს, ხალ­ხის ცრუ მო­ლო­დი­ნებს და დე­კემ­ბრის­თვის იმედ­გაც­რუ­ე­ბის პიკს, ვერ­შემ­დგა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ახა­ლი ეტა­პის­თვის იყე­ნე­ბენ.

„მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ოპო­ზი­ცი­ის დღე­ვან­დელ, ახალ ბრალ­დე­ბებს. „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი, ხალ­ხში 1% მ,ხარ­და­ჭე­რით, ბრალს გვდებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სულ სამ დე­პუ­ტატს, თით­ქოს ომის თემა რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვია.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ასე­ვე სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს ძა­ლი­ან სურთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნე­ზია და­მარ­თონ ხალ­ხს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ მათ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ახ­სოვთ. მა­გა­ლი­თად: სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი რო­გორ აღ­ვი­ვებ­და ომის პრო­პა­გან­დას. მისი სი­ტყვე­ბია: „დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ბომ­ბე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლი ჯობ­დეს“, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­წო­დე­ბა, რომ ახლა აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში შეს­ვლის დროა. მათ სურთ უკ­რა­ი­ნა­ში გამ­წა­რე­ბუ­ლი დე­დე­ბის ბედი ქარ­თველ­მა დე­დებ­მაც გა­ი­ზი­ა­რონ, მაგ­რამ ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ. ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის, ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის აღი­ა­რე­ბა, რომ მას სურს ომი და ა.შ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­კუ­ლუ­ა­რუ­ლი, არა­მედ ღია გან­ცხა­დე­ბე­ბით იყო, თუმ­ცა ჩვენ არ გვახ­სოვს არ­ცერ­თი გან­ცხა­დე­ბა უცხო­ე­თი­დან, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ომის პრო­პა­გან­დას არ უნდა ეწე­ოდ­ნენ. პი­რი­ქით, სი­ჩუ­მით და ირი­ბი კო­მენ­ტა­რე­ბით ერ­თგვა­რად ამარ­თლებ­დნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის ქმე­დე­ბებს ქვე­ყა­ნა­ში. სა­მა­გი­ე­როდ ზედ­მე­ტად „დიდი წონა“ მი­ე­ცა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის პა­სუხს პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე და პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე.

არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყოთ ომი, არა­მედ სას­წრა­ფოდ უკ­რა­ი­ნა­შიც და­ას­რუ­ლეთ სის­ხლისღვრა, ვი­საც ეგ ხელ­გე­წი­ფე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ ნა­რა­ტივს, არა მხო­ლოდ ნა­რა­ტი­ვი, არა­მედ ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის უბად­ლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ წარ­სულ­შიც და ასე­თე­ბად რჩე­ბი­ან ახ­ლაც. რუ­სუ­ლი ფუ­ლი­თაც ფი­ნანსდე­ბი­ან და მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო არე­უ­ლო­ბა­საც უწყო­ბენ ხელს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

რუ­სე­თის­თვის სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა ევ­რო­კო­მი­სი­ის ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ აგ­რე­სორს უტო­ვე­ბენ. ჩვე­ნი, სამი დე­პუ­ა­ტა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჭი­როდ პრინ­ცი­პუ­ლია და არა­ვინ იფიქ­როს, რომ მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ ჩვენ გა­ჩე­რე­ბას. ის, რომ ეს უცხო­ეთ­ში წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რი იყო და ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ქვეყ­ნის შიგ­ნით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ხე­ლით, უკვე რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვით. დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას, წი­ნას­წარ­ვე გა­და­წყვე­ტილ უარს, ხალ­ხის ცრუ მო­ლო­დი­ნებს და დე­კემ­ბრის­თვის იმედ­გაც­რუ­ე­ბის პიკს, ვერ­შემ­დგა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ახა­ლი ეტა­პის­თვის იყე­ნე­ბენ.

მივ­მარ­თავ ამ სცე­ნა­რის ავ­ტო­რებს, ვინც ცდი­ლობს ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ მარ­თოს ქუჩა, გა­ა­ჩე­რეთ თქვე­ნი ხე­ლის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის გა­რეთ, თო­რემ შე­დე­გი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­წო­ლის ქვეშ იყო და არის ახ­ლაც, რომ დათ­მოს სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის ინე­ტე­რე­სე­ბი. ეს ვაჭ­რო­ბაა თუ შან­ტა­ჯი, ფაქ­ტია, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­უძ­ლო ამ ზე­წო­ლას და ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნა. სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ხალ­ხის­თვის ბევ­რი სი­მარტლის თქმას ვა­პი­რებთ, რაც კუ­ლუ­ა­რებ­ში ხდე­ბა და აღა­რა­ვის მივ­ცემთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დამ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბას. და­ას­რუ­ლეთ ეს სა­ხი­ფა­თო თა­მა­ში. არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყოთ ომი, არა­მედ ის სას­წრა­ფოდ და­ას­რუ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­შიც”,- აღ­ნიშ­ნავს ხუნ­და­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

მართლაც მოგმართავთ თქვენ სამეული ხართ თუ ოთხეული დაასრულეთ ჩვენი ოჯახების და ქვეყნის მტრობა თორემ მტრების ბოლო რაც არის კარგად მოგეხსემებათ. საკუთარი მომავალს ნუ გაწირავთ თორემ გამწარებული ხალხი გადაგჯეკავთ. ვერ გაასწრებთ ღრუსეთში

ნაცსექტანტებოო
3

აბა, რომელი ხართ ომში წამსვლელი, აა?? .. იქილიკეთ და გნახავთ, წითელ ხიდზე რიგში ჩამდგარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან-ჩრდილოეთამდე - დაასრულეთ ეს სახიფათო თამაში, არათუ საქართველოში დაიწყოთ ომი, არამედ სასწრაფოდ დაასრულეთ უკრაინაშიც" - დიმიტრი ხუნდაძე

"მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან-ჩრდილოეთამდე - დაასრულეთ ეს სახიფათო თამაში, არათუ საქართველოში დაიწყოთ ომი, არამედ სასწრაფოდ დაასრულეთ უკრაინაშიც" - დიმიტრი ხუნდაძე

"მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან-ჩრდილოეთამდე, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები, თორემ შედეგი ყველასათვის იქნება ძალიან მძიმე",- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ხუნდაძე აცხადებს, რომ უცხოეთში დაჩქარებული წესით განაცხადის შეტანას, წინასწარვე გადაწყვეტილ უარს, ხალხის ცრუ მოლოდინებს და დეკემბრისთვის იმედგაცრუების პიკს, ვერშემდგარი რევოლუციის ახალი ეტაპისთვის იყენებენ.

„მსურს გამოვეხმაურო ოპოზიციის დღევანდელ, ახალ ბრალდებებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ხალხში 1% მ,ხარდაჭერით, ბრალს გვდებს „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს, თითქოს ომის თემა რუსული ნარატივია.

როგორც გიორგი ვაშაძეს ასევე სხვა ოპოზიციონერებს ძალიან სურთ, რომ პოლიტიკური ამნეზია დამართონ ხალხს, მაგრამ საბედნიეროდ მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ. მაგალითად: სახალხო დამცველი როგორ აღვივებდა ომის პროპაგანდას. მისი სიტყვებია: „დგება მომენტი, როცა ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს“, ოპოზიციის წარმომადგენლების და უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდება, რომ ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესვლის დროა. მათ სურთ უკრაინაში გამწარებული დედების ბედი ქართველმა დედებმაც გაიზიარონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, ჭიაბერაშვილის აღიარება, რომ მას სურს ომი და ა.შ.

ეს ყველაფერი არაკულუარული, არამედ ღია განცხადებებით იყო, თუმცა ჩვენ არ გვახსოვს არცერთი განცხადება უცხოეთიდან, რომ სახალხო დამცველი და პოლიტიკური ლიდერები ომის პროპაგანდას არ უნდა ეწეოდნენ. პირიქით, სიჩუმით და ირიბი კომენტარებით ერთგვარად ამართლებდნენ ოპოზიციური სპექტრის ქმედებებს ქვეყანაში. სამაგიეროდ ზედმეტად „დიდი წონა“ მიეცა „ქართული ოცნების“ დეპუტატის პასუხს პირად შეურაცხყოფაზე და პროვოკაციაზე.

არათუ საქართველოში დავიწყოთ ომი, არამედ სასწრაფოდ უკრაინაშიც დაასრულეთ სისხლისღვრა, ვისაც ეგ ხელგეწიფებათ. რაც შეეხება რუსულ ნარატივს, არა მხოლოდ ნარატივი, არამედ ქართული ოპოზიციის ნაწილი რუსული პოლიტიკის უბადლო შემსრულებლები იყვნენ წარსულშიც და ასეთებად რჩებიან ახლაც. რუსული ფულითაც ფინანსდებიან და მათთვის სასარგებლო არეულობასაც უწყობენ ხელს ჩვენს ქვეყანაში.

რუსეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ევროკომისიის ის გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს კვლავ აგრესორს უტოვებენ. ჩვენი, სამი დეპუატატის გადაწყვეტილება საჭიროდ პრინციპულია და არავინ იფიქროს, რომ მარტივად შეძლებენ ჩვენ გაჩერებას. ის, რომ ეს უცხოეთში წინასწარ დაწერილი სცენარი იყო და ახორციელებდნენ ქვეყნის შიგნით ოპოზიციონერების ხელით, უკვე რამდენჯერმე ვთქვით. დაჩქარებული წესით განაცხადის შეტანას, წინასწარვე გადაწყვეტილ უარს, ხალხის ცრუ მოლოდინებს და დეკემბრისთვის იმედგაცრუების პიკს, ვერშემდგარი რევოლუციის ახალი ეტაპისთვის იყენებენ.

მივმართავ ამ სცენარის ავტორებს, ვინც ცდილობს ქვეყნის საზიანოდ მართოს ქუჩა, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები საქართველოში და მის გარეთ, თორემ შედეგი იქნება ძალიან მძიმე, არა მხოლოდ საქართველოსთვის.

ხელისუფლება სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყო და არის ახლაც, რომ დათმოს საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ინეტერესები. ეს ვაჭრობაა თუ შანტაჯი, ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო ამ ზეწოლას და ქვეყანა გადაარჩინა. საჭიროების მიხედვით, ხალხისთვის ბევრი სიმარტლის თქმას ვაპირებთ, რაც კულუარებში ხდება და აღარავის მივცემთ ჩვენი ქვეყნის დამცირების უფლებას. დაასრულეთ ეს სახიფათო თამაში. არათუ საქართველოში დაიწყოთ ომი, არამედ ის სასწრაფოდ დაასრულეთ უკრაინაშიც”,- აღნიშნავს ხუნდაძე განცხადებაში.