ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ჯგუფებს ხვდება.
შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, "გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
უმრავლესობის მხრიდან შეხვედრას შალვა პაპუაშვილთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ესწრებიან.
ცოტა ხნის წინ სამუშაო კაბინეტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი შევიდა.
ბეჟაშვილს შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.
“ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.
ქართული მენტალობიდან გამომდინარე ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან ნორმალური, საქმიანი და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ურთიერთობის დალაგება.
დაბრალება გადაბრალებით არაფერი არ გამოვა.
ორივე მხარემ, პოზიციამ და ოპოზიციამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან ნორმალური და ცივილური ურთიერთობა, ლაპარაკი, მსჯელობა, კამათი და სხვადასხვა მოსაზრებების დასაბუთება ქვეყნისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების რთულ გზაზე.
ქოცებს მაინც ვერაფერს დაანახებ