სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ" - ჯონსონი გადადგა: რა უთხრა მან ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს?
"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ" - ჯონსონი გადადგა: რა უთხრა მან ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს?

ბო­რის ჯონ­სონ­მა "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, იმ უზარ­მა­ზა­რი პრი­ვი­ლე­გი­ის­თვის, რო­მე­ლიც მე გად­მო­მე­ცით. მინ­და იცო­დეთ, რომ ამი­ე­რი­დან, სა­ნამ ახა­ლი პრე­მი­ე­რი და­ი­ნიშ­ნე­ბა, თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა და მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის მარ­თვას გა­ნაგ­რძობს", - ასე მი­მარ­თა მან ბრი­ტა­ნელ ხალ­ხს.

"მინ­და იცო­დეთ, რო­გორ ვწუხ­ვარ, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შა­ოს ვტო­ვებ. აშ­კა­რაა, ახლა სა­პარ­ლა­მენ­ტო "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ სურ­ვი­ლია, რომ პარ­ტი­ამ ახა­ლი ლი­დე­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აირ­ჩი­ოს“, - გა­ნა­ცხა­და ბო­რის ჯონ­სონ­მა.

მისი თქმით, ახა­ლი ლი­დე­რის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ახლა უნდა და­ი­წყოს და გან­რი­გი მო­მა­ვალ კვი­რას გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ბო­რის ჯონ­სონ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი ლი­დე­რის არ­ჩე­ვამ­დე გეგ­მავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე დარ­ჩე­ნას.

"ახა­ლი ლი­დე­რის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ახლა უნდა და­ი­წყოს და გან­რი­გი მო­მა­ვალ კვი­რას გა­მო­ცხად­დე­ბა. დღეს დავ­ნიშ­ნე ახა­ლი კა­ბი­ნე­ტი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს, რად­გან მე დავ­რჩე­ბი მა­ნამ, სა­ნამ ახა­ლი ლი­დე­რი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბო­რის ჯონ­სონ­მა.

მან ასე­ვე თქვა, რომ მის შემ­ცვლელს მხარს და­უ­ჭერს:

"ახალ ლი­დერს მივ­მარ­თავ, ვინც არ უნდა იყოს ის, მას მხარს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვუ­ჭერ".

ჯონ­სონ­მა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხსაც მი­მარ­თა.

"ნება მო­მე­ცით ახ­ლა­ვე ვუ­თხრა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

შე­გახ­სე­ნებთ, ბო­რის ჯონ­სო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და მისი მთავ­რო­ბი­დან 60-მდე ადა­მი­ა­ნის წას­ვლა. გა­დად­გო­მე­ბის სე­რია სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს და­ი­წყო და პრო­ცე­სი მოჰ­ყვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­დიშს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, კრის პინ­ჩე­რის სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ მას და­ა­ვი­წყდა, რომ პინ­ჩე­რის მა­ნამ­დე ჩა­დე­ნი­ლი "არა­სა­თა­ნა­დო" ქცე­ვის შე­სა­ხებ მის და­ნიშ­ვნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხო
8

ქოცებო მიბაძეთ ბორისას და გადადექით. წადით საქართველის ხელისუფლებიდან და გადაიხვეწეთ თქვენს სამშობლოში რუსეთში

კარლიტო
8

იქამდე ქართული ჟურნალისტიკა არ აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას რომ ბორის ჯონსონს ინგლისში პარტიულათ და პირად თანამდებობაზე პრობლემები ქონდა, ალბათ ცუდათ იმოქმედა რუსეთ ინგლისის ურთიერთობაზე უკრაინასთან დიდძალი მხარდაჭერებით ან რო არაფერი ეშველება უკრაინას და მოვიგებთ და ეშველებაო მაგიტომ,ნუ არვიცი მაგრამ ფაქტია რომ უნდოდა პრემიერობის მაგრამ დაატოვებინეს,პოლიტიკაა და რაგაეწყობა და ამის შემდეგ შეიძლება პასუხიც რაღაცეებზე აგებინონ, რაც არ იცით და რასაც გადადგომის შემდეგ გავიგებთ, ამ კაცს ომი უნდოდა და მშვიდობა არა რაც გენოციდს კარნახობს 🆘🆘🆘🆘🤔😉🤝💪🤝🤧🤨😯🤠

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ" - ჯონსონი გადადგა: რა უთხრა მან ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს?

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ" - ჯონსონი გადადგა: რა უთხრა მან ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს?

ბორის ჯონსონმა "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებას, იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მე გადმომეცით. მინდა იცოდეთ, რომ ამიერიდან, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება, თქვენი ინტერესები დაცული იქნება და მთავრობა ქვეყნის მართვას განაგრძობს", - ასე მიმართა მან ბრიტანელ ხალხს.

"მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო "კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ ახალი ლიდერის არჩევამდე გეგმავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას.

"ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მან ასევე თქვა, რომ მის შემცვლელს მხარს დაუჭერს:

"ახალ ლიდერს მივმართავ, ვინც არ უნდა იყოს ის, მას მხარს მაქსიმალურად დავუჭერ".

ჯონსონმა უკრაინელ ხალხსაც მიმართა.

"ნება მომეცით ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში კვლავ გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი "არასათანადო" ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.

იხილეთ ასევე: