მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - ინტერვიუ დერმატოლოგთან
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - ინტერვიუ დერმატოლოგთან

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა წე­ლი­წა­დის რო­მე­ლი დრო და რა ტემ­პე­რა­ტუ­რაა, ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი ჩვენ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში ახ­დე­ნენ. მათ მო­აქვთ სარ­გე­ბე­ლიც და ზი­ა­ნიც, ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ რამ­დე­ნი ხნი­თა და დღის რა მო­ნაკ­ვეთ­შია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მზე­ზე ყოფ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში.

ულტრა­ი­ის­ფერ სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის დერ­მა­ტო­ლოგს, თამ­თა ბა­კუ­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა ტი­პის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი გვხდე­ბა გა­რე­მო­ში და რა გავ­ლე­ნას ახ­დნენ ისი­ნი ჩვენ­ზე?

ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ორ ძი­რი­თად ტიპს გა­მოვ­ყოფთ – UVA-ს, რო­მე­ლიც გრძე­ლი სიგ­რძის სხი­ვია და ღრმად აღ­წევს კან­ში და UVB-ს, რო­მე­ლიც არის მოკ­ლე და კან­ში ნაკ­ლე­ბად შეღ­წე­ვა­დია. ორ­გა­ნიზ­მზე რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა ორი­ვე ტი­პის სხივს შე­უძ­ლია.

ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი სა­ჭი­როა D ვი­ტა­მი­ნის წარ­მო­საქ­მნე­ლად და ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ბევ­რი პრო­ცე­სის­თვის. მათ ვნიშ­ნავთ კა­ნის მთე­ლი რიგი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო­დაც, რის­თვი­საც დას­ხი­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატს ვი­ყე­ნებთ. თუმ­ცა, რა ტი­პის სხი­ვი სჭირ­დე­ბა პა­ცი­ენტს და რა ხან­გრძლი­ვო­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა გან­სა­ზღვროს და აკონ­ტრო­ლოს.

ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ჭარ­ბად და და­უც­ვე­ლად მი­ღე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვა­ღე­ბი­ნოს კა­ნის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბე­ბი, მას შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლდეს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, შემ­ცივ­ნე­ბა. მზის დას­ხი­ვე­ბა იწ­ვევს თერ­მულ გა­და­ხუ­რე­ბას, არის სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა და სხვა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი მხო­ლოდ კან­ზე კი არ ახ­დე­ნენ ზე­მოქ­მე­დე­ბას, არა­მედ აზი­ა­ნე­ბენ სხვა ორ­გა­ნო­ებ­საც.

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მზე­ზე ყოფ­ნი­სა და გა­რუ­ჯვის დროს?

ზა­ფხულ­ში მზე­ზე ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია 11:00 სა­ა­თი­დან 17:00 სა­ა­თამ­დე, მა­შინ რო­დე­საც სხი­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რია. მზის­გან დამ­ცა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სუსტ მზე­სა და ღრუბ­ლი­ან ამინ­დშიც და არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ მისი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გა­ნახ­ლე­ბაც.

ცხელ პე­რი­ოდ­ში, სა­სურ­ვე­ლია, მო­ვე­რი­დოთ შუ­ა­დღეს ღია ცის ქვეშ ყოფ­ნა­საც. თუ მა­ინც გვი­წევს გა­რეთ გას­ვლა, უმ­ჯო­ბე­სია, ვა­ტა­როთ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ხუ­რუ­ლი ტან­საც­მე­ლი, ქუდი და წა­ვის­ვათ მზის­გან დამ­ცა­ვი.

რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ მზის­გან დამ­ცა­ვი და რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის?

სა­სურ­ვე­ლია, მზის­გან დამ­ცა­ვი ფაქ­ტო­რი (SPF) მი­ნი­მუმ 30 იყოს. რაც უფრო ღია ფე­რი­საა კანი, მით უფრო მგრძნო­ბი­ა­რეა ის სხი­ვე­ბის მი­მართ. ამი­ტომ, ასე­თი კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა, უმ­ჯო­ბე­სია, უფრო მა­ღალ ფილტრი­ა­ნი დამ­ცა­ვი გა­მო­ი­ყე­ნონ. მისი შერ­ჩე­ვი­სას, ასე­ვე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რა ტი­პის კანი გვაქვს – ცხი­მი­ა­ნი, მშრა­ლი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თუ ნორ­მა­ლუ­რი.

ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი კი­დევ უფრო მგრძნო­ბი­ა­რეა მზის სხი­ვე­ბის მი­მართ. ამი­ტომ,მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­ვარ­ჩი­ოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღალ ფილტრი­ა­ნი მზის­გან დამ­ცა­ვი. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია, ბავ­შვე­ბის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი იყოს და­ხუ­რუ­ლი და მათ მუდ­მი­ვად ეფა­როთ ქუდი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, დამ­ცა­ვი მზე­ზე ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად უნდა გან­ვი­ახ­ლოთ. გარ­და ამი­სა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ უნდა შევ­წყვი­ტოთ მა­ში­ნაც, როცა უკვე გა­რუ­ჯუ­ლი ვართ და დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბის ნაკ­ლე­ბი შან­სი გვაქვს.

NS

ავტორი:

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - ინტერვიუ დერმატოლოგთან

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - ინტერვიუ დერმატოლოგთან

არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელი დრო და რა ტემპერატურაა, ულტრაიისფერი სხივები ჩვენზე ზემოქმედებას ნებისმიერ პირობებში ახდენენ. მათ მოაქვთ სარგებელიც და ზიანიც, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რამდენი ხნითა და დღის რა მონაკვეთშია რეკომენდებული მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში.

ულტრაიისფერ სხივების ზემოქმედებაზე უფრო მეტის გასაგებად და რეკომენდაციების მისაღებად თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის დერმატოლოგს, თამთა ბაკურაძეს დავუკავშირდით.

რა ტიპის ულტრაიისფერი სხივები გვხდება გარემოში და რა გავლენას ახდნენ ისინი ჩვენზე?

ულტრაიისფერი სხივების ორ ძირითად ტიპს გამოვყოფთ – UVA-ს, რომელიც გრძელი სიგრძის სხივია და ღრმად აღწევს კანში და UVB-ს, რომელიც არის მოკლე და კანში ნაკლებად შეღწევადია. ორგანიზმზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა ორივე ტიპის სხივს შეუძლია.

ულტრაიისფერი სხივები საჭიროა D ვიტამინის წარმოსაქმნელად და ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესისთვის. მათ ვნიშნავთ კანის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც, რისთვისაც დასხივების სპეციალურ აპარატს ვიყენებთ. თუმცა, რა ტიპის სხივი სჭირდება პაციენტს და რა ხანგრძლივობით, სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს და აკონტროლოს.

ულტრაიისფერი სხივების ჭარბად და დაუცველად მიღებამ კი შეიძლება მიგვაღებინოს კანის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები, მას შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მატება, შემცივნება. მზის დასხივება იწვევს თერმულ გადახურებას, არის სიმსივნური პროცესებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მაპროვოცირებელი. აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ულტრაიისფერი სხივები მხოლოდ კანზე კი არ ახდენენ ზემოქმედებას, არამედ აზიანებენ სხვა ორგანოებსაც.

რა უნდა გავითვალისწინოთ მზეზე ყოფნისა და გარუჯვის დროს?

ზაფხულში მზეზე ყოფნა დაუშვებელია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მაშინ როდესაც სხივები ყველაზე ინტენსიურია. მზისგან დამცავი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სუსტ მზესა და ღრუბლიან ამინდშიც და არ უნდა დავივიწყოთ მისი გარკვეული პერიოდულობით განახლებაც.

ცხელ პერიოდში, სასურველია, მოვერიდოთ შუადღეს ღია ცის ქვეშ ყოფნასაც. თუ მაინც გვიწევს გარეთ გასვლა, უმჯობესია, ვატაროთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი, ქუდი და წავისვათ მზისგან დამცავი.

როგორ უნდა შევარჩიოთ მზისგან დამცავი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

სასურველია, მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) მინიმუმ 30 იყოს. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მგრძნობიარეა ის სხივების მიმართ. ამიტომ, ასეთი კანის მქონე ადამიანებმა, უმჯობესია, უფრო მაღალ ფილტრიანი დამცავი გამოიყენონ. მისი შერჩევისას, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ რა ტიპის კანი გვაქვს – ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული თუ ნორმალური.

ბავშვის ორგანიზმი კიდევ უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. ამიტომ,მათთვის აუცილებელია, შევარჩიოთ მაქსიმალურად მაღალ ფილტრიანი მზისგან დამცავი. გარდა ამისა, სასურველია, ბავშვების საცურაო კოსტიუმი იყოს დახურული და მათ მუდმივად ეფაროთ ქუდი.

როგორც უკვე აღვნიშნე, დამცავი მზეზე ყოფნისას მუდმივად უნდა განვიახლოთ. გარდა ამისა, მისი გამოყენება არ უნდა შევწყვიტოთ მაშინაც, როცა უკვე გარუჯული ვართ და დამწვრობის მიღების ნაკლები შანსი გვაქვს.

NS