ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგება კონსერვატორების ლიდერის პოსტიდან და პრემიერის პოსტზე დარჩება შემოდგომამდე. bbc-ის თანახმად, თავისი გადადგომის შესახებ განცხადებას ჯონსონი დღის განმავლობაში გააკეთებს. ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ აქამდეც იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, The Mirror და The Sun.
"კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება.
ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის ივლისში გახდა.
ის გადადგომისკენ მოწოდებებს ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა, მზარდი ამბოხება ჩაეხშო. ამის პარალელურად, 6 ივლისს, პარლამენტში გამოსვლისას, ჯონსონმა აღიარა, რომ რუს ოლიგარქს და კე-გე-ბეს ყოფილ ოფიცერ ალექსანდრე ლებედევს ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა და თან არაერთხელ.
ჯონსონის თქმით, ისინი ჯერ მაშინ შეხვდნენ, როცა ლონდონის მერი იყო. მეორედ, 2018 წელს შეხვდა, როცა მას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ჯონსონმა ლებედევის ვაჟი ევგენი ლორდთა პალატის წევრადაც აქცია. მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურები გაფრთხილებას იძლეოდნენ, რომ ლებედევი შესაძლოა, საშიში ყოფილიყო დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. როგორც ირკვევა, ჯონსონის ჩარევის შედეგად, ეს უარყოფითი რეკომენდაცია უკან გაიწვიეს. თავად ლორდი ლებედევი, რომელიც 12 წელია ბრიტანეთის მოქალაქეა, უარყოფს გაერთიანებული სამეფოს რაიმე რისკის ქვეშ მის გამო ყოფნას.
6 ივნისს, ბორის ჯონსონი კონსერვატორთა ნაწილის მიერ პარლამენტში ინიცირებულ იმპიჩმენტს გადაურჩა. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, მაგრამ მინისტრთა გარკვეული ნაწილი კვლავ მოითხოვდა ჯონსონის გადადგომას.
ამბოხებულ მინისტრების ჯგუფს, რომლებიც ბორის ჯონსონის გადადგომას ითხოვენ, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრიტი პატელიც შეუერთდა, რომელიც პრემიერის ყოფილი ახლო მოკავშირეა. უპრეცედენტო დაპირისპირების შედეგად, რომელიც 5 ივლისს მოხდა პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან, 40-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა თანამდებობა.
ბორის ჯონსონმა ადრე პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა ეკონომიკური ზეწოლისა და უკრაინაში ომის ფონზე არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. ჯონსონის მოკავშირეები კი აცხადებენ, რომ ბორისი განზე გადგომას არ აპირებს და რომ "მას სურს დარჩეს და ბრძოლა განაგრძოს".
გადადგომის თაობაზე ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტურჯენმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ჯონსონის წასვლა "შვება იქნება" ყველასთვის და "ქაოსიც დასასრულს მიუახლოვდა". მაგრამ იმასაც დასძენს, რომ მისი თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩენა, იდეალური გამოსავალი არ არის.
იხილეთ ასევე:
მოამზადა ანა სიბოშვილმა
ძალიან კი იწეწებოდა უკრაინის გულისათვის და აგერ რუსებთან არ ჰქონია კუდი გადაფსკვნილი?
აოიეეეეეეე. ნაც-ქოცნოოოოო, აუუუუუ, გაიგეთ? დემოკრატიის მებაირახტეს, ინგლისური დემოკრატიის მამას, სამეფო კართან განსაკუთრებულად დაახლოებულმა ჯონსონმა ვინ დასვა ლორდთა პალატაში? კარგად წაიკითხეთ. ჩვენთან კი, ვიღაც გავრილოვი დასვეს რამდენიმე საათით სალაყბოში ვიღაცის სკამზე და გიჟებივუმით დარბოდით და გაჰყვიროდით. ესეც თქვენი ინგლისი და ლორდთა პალატა.
ჰო, მართლა, თან სპეცსამსახურების გააჩუმაო. არა რა, აი ამას ჰქვია ..... თუმცა, არ დავწერ რაც ჰქვია, დამბლოკავენ