პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრანგეთში დაფასდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ" - ვოლსკი
"საფრანგეთში დაფასდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ" - ვოლსკი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, თუნ­დაც პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი იყო, ვიდ­რე მას­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის წვლი­ლი. ამის შე­სა­ხებ, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში და­ფას­და, „ჩვენ კი ვე­რა­ფერს ვხე­დავთ“.

ვოლ­სკიმ ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის­კენ, ვოლ­სკიმ ასე უპა­სუ­ხა:

„პირ­ვე­ლი დღი­დან, ომში ჩარ­თუ­ლო­ბის თე­მა­ზე კაცი არ დარ­ჩა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­დან, ვინც ამ თე­მა­ზე არ ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ომში ჩარ­თუ­ლო­ბას, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბით, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნით და სა­ერ­თოდ, ეს თემა აი­ღეს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მუხ­ლად უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა, როცა ელჩი თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­იწ­ვი­ეს. ეს მოხ­და, ამას ვე­რა­ვინ უარ­ყოფს. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­დღი­უ­რად იყო შეხ­სე­ნე­ბა, რომ სწო­რედ დროა, კარ­გი ამინ­დია, რომ და­ქო­ქოთ თქვე­ნი ტან­კე­ბი და წახ­ვი­დეთ, მათ ომის თავი არ აქვთ, ჩვენ ომი გვინ­და, თუ სა­ჭი­როა, უნდა ვი­ო­მო­თო და უამ­რა­ვი სხვა გან­ცხა­დე­ბა არ­სე­ბობ­და“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, მო­დი­ო­და თუ არა მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან, გა­ნა­ცხა­და, რომ არა.

"ასე­თი პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა და რა მო­წო­დე­ბე­ბიც იყო, ისიც გი­თხა­რით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი, მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­რო, რომ სწო­რედ ეს არის, შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, თუ რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ მათ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“, რომ ჩათ­ვა­ლონ მათი მხრი­დან კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლა, ვოლ­სკი პა­სუ­ხობს, რომ ეს „ფან­ტა­ზი­ის სფე­რო­და­ნაა“.

"იმ­დე­ნად ისე­თია, ფან­ტა­ზი­ის სფე­რო­და­ნაა, ამა­ზე დროს არ დავ­კარ­გავ­დი, მაგ­რამ რად­გან მე­კი­თხე­ბით, გე­ტყვით. ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია, უნდა დაჯ­დე, ისა­უბ­რო და სა­კა­ნონ­მდებ­ლო მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო 11-ვე მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით, მთა­ვა­რი - დე­პო­ლა­რი­ზა­ცია მოხ­დეს, შე­იძ­ლე­ბა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყოს და რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის რე­ჟიმს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მი­ი­ღო სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბი, რო­მელ­თაც შემ­დეგ წლის ბო­ლოს წა­რად­გენ და შე­ფა­სე­ბას და­ე­ლო­დო. მთა­ვა­რია, ასე­თი იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, შემ­დეგ შე­ფა­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ.

მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია. ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­დან იმი­ტომ მგო­ნია რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბა, მათი მთა­ვა­რი თემა, მთა­ვა­რი შე­ტე­ვის ობი­ექ­ტი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი... რაში სჭირ­დე­ბა მმარ­თვე­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი რომ იყოს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამე ყო­ველ­დღი­ურ შეც­დო­მებს უშ­ვებს ისეთს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ხე­ლით ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, კომ­პე­ტენ­ცია აკ­ლია, ავ­ტო­რი­ტე­ტი აკ­ლია თუ და­ფა­სე­ბა? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, თუნ­დაც, პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი იყო, ვიდ­რე მას­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის წვლი­ლი. საფ­რან­გე­თის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ორ­დე­ნი მი­ი­ღო ამი­სათ­ვის, ანუ საფ­რან­გეთ­ში და­ფას­და მისი წვლი­ლი, ღვაწ­ლი და ჩვენ ვე­რა­ფერს ვხე­დავთ“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

აქ ხომ კარგი ვინცაა უნდა დაკორტნონ, არა სამადაშვილი ჯობია.

გ-ს
0

და 20 რიცხვში რა გამოჩნდა? 

და 16-ში?

თუ რაც არ გაწყობთ არ ახსენებთ?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საფრანგეთში დაფასდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ" - ვოლსკი

"საფრანგეთში დაფასდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ" - ვოლსკი

ბიძინა ივანიშვილი არის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, თუნდაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მასზე მდიდარი ადამიანების წვლილი. ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, „ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ“.

ვოლსკიმ ასევე ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კითხვაზე, თუ ვინ მოუწოდებს საქართველოს ომში ჩართვისკენ, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

„პირველი დღიდან, ომში ჩართულობის თემაზე კაცი არ დარჩა რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც ამ თემაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის განცხადებები, რომელიც ეხებოდა ომში ჩართულობას, ოფიციალური ორგანიზებით, მოხალისეების გაგზავნით და საერთოდ, ეს თემა აიღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუხლად უკრაინელებმა, როცა ელჩი თავისი თანამდებობიდან გაიწვიეს. ეს მოხდა, ამას ვერავინ უარყოფს. გარდა ამისა, ყოველდღიურად იყო შეხსენება, რომ სწორედ დროა, კარგი ამინდია, რომ დაქოქოთ თქვენი ტანკები და წახვიდეთ, მათ ომის თავი არ აქვთ, ჩვენ ომი გვინდა, თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო და უამრავი სხვა განცხადება არსებობდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, მოდიოდა თუ არა მსგავსი მოწოდებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, განაცხადა, რომ არა.

"ასეთი პირდაპირი მოწოდებები არ ყოფილა და რა მოწოდებებიც იყო, ისიც გითხარით. ხელისუფლების ცვლილების და რევოლუციური პროცესის განვითარების მიზანი, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ სწორედ ეს არის, შეიცვალოს ხელისუფლება და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, ვინც ამას განახორციელებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ რა მოთხოვნები აქვთ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ჩათვალონ მათი მხრიდან კომპრომისებზე წასვლა, ვოლსკი პასუხობს, რომ ეს „ფანტაზიის სფეროდანაა“.

"იმდენად ისეთია, ფანტაზიის სფეროდანაა, ამაზე დროს არ დავკარგავდი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით. ელემენტარული საკითხია, უნდა დაჯდე, ისაუბრო და საკანონმდებლო მუშაობა განახორციელო 11-ვე მუხლთან დაკავშირებით, მთავარი - დეპოლარიზაცია მოხდეს, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს და როგორც პარლამენტის რეჟიმს შეესაბამება, მიიღო საკანონმდებლო აქტები, რომელთაც შემდეგ წლის ბოლოს წარადგენ და შეფასებას დაელოდო. მთავარია, ასეთი იქნეს მიღებული, შემდეგ შეფასებული ქართული საზოგადოების და შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

მაგალითად, ავიღოთ დეოლიგარქიზაცია. ფანტასტიკის სფეროდან იმიტომ მგონია რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა, მათი მთავარი თემა, მთავარი შეტევის ობიექტი არის ბიძინა ივანიშვილი... რაში სჭირდება მმართველობაში ჩართული რომ იყოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რამე ყოველდღიურ შეცდომებს უშვებს ისეთს, რომ აუცილებლად ხელით ტარება სჭირდება, კომპეტენცია აკლია, ავტორიტეტი აკლია თუ დაფასება? ბიძინა ივანიშვილი არის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, თუნდაც, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მასზე მდიდარი ადამიანების წვლილი. საფრანგეთის ყველაზე მაღალი ორდენი მიიღო ამისათვის, ანუ საფრანგეთში დაფასდა მისი წვლილი, ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.