სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს" - რაქვიაშვილი დეოლიგარქიზაციაზე
"არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს" - რაქვიაშვილი დეოლიგარქიზაციაზე

არ მეს­მის, რა­ტომ უნდა ავუკ­რძა­ლოთ ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბევ­რი ფული აქვს - ასე­თი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

რაქ­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, უკ­რა­ი­ნის მსგავ­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას­ში მოხ­ვდე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნას ბევ­რი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი პარ­ტია და მე­დია ჰქონ­დეს.

"ბუ­ნებ­რი­ვია, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი გავ­ლე­ნას ახ­დენს ბევრ სხვა სფე­რო­ზე. ეს არის სიმ­დიდ­რის ერ­თგვა­რი პრი­ვი­ლე­გია, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი სიმ­დიდ­რის­კენ მი­ის­წრაფ­ვი­ან. ამი­ტომ, გა­მო­სა­ვალს იმა­ში ვხე­დავ, რომ ჩვენ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სის­ტე­მა უნდა გვქონ­დეს. გვჭირ­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი. ჰო­ლან­დი­ა­ში 150- კა­ცი­ან პარ­ლა­მენ­ტში ათზე მეტი პარ­ტი­აა და შვი­დია კო­ა­ლი­ცი­ა­ში. ეს არის დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­აც და დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­აც.

თუ მარ­თლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა გვინ­და, ასე შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს და თუ გვინ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ვა­მარ­ცხოთ და პო­ლი­ტი­კი­დან მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ჩა­მო­ვა­შო­როთ, ეს პრობ­ლე­მას არ მო­აგ­ვა­რებს, პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გაზ­რდის და იან­ვარ­ში ვე­რა­ნა­ირ სტა­ტუსს ვერ მი­ვი­ღებთ. პრობ­ლე­მაა არა ივა­ნიშ­ვი­ლი, არა­მედ ის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა ერთი წერ­ტი­ლი­დან მარ­თო და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი არის ერთი ვერ­ტი­კა­ლის ქვეშ. თუ სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლა გვინ­და, ეს უნდა შეც­ვა­ლოთ, თო­რემ ივა­ნიშ­ვი­ლის ნაც­ვლად ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნი რომ დავ­სვათ, რამე შე­იც­ვლე­ბა?! - შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სიც იყოს, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ივა­ნიშ­ვილ­ზე უკე­თე­სი და უა­რე­სი ადა­მი­ა­ნიც არ­სე­ბობს.

ისე­თი სის­ტე­მა არ გვჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ერთ ადა­მი­ან­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ოლი­გარ­ქის დე­ფი­ნი­ცი­ას ტექ­ნი­კუ­რად გა­დავ­ხე­დავთ, ამა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შევა, მაგ­რამ სხვა­თა შო­რის, სხვა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც შევ­ლენ. მა­გა­ლი­თად, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოლი­გარ­ქი იქ­ნე­ბა - მას ფული აქვს, გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე, შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს მე­დი­ა­ზე და ა.შ. არ მინ­და, ვი­ღაც შევ­ზღუ­დოთ. პრობ­ლე­მაა ვერ ვხე­დავ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს თა­ვი­სი პარ­ტია ჰქონ­დეს. ამი­ტომ, ასე­თი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ", - გა­ნა­ცხა­და სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,დრონი მეფობენ და არა მეფენი,,
0

დღითი-დღე ,,გირჩი,, ყველაზე საღად მოაზროვნე პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება. ,,ოპოზიციაში,, ყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის წინააღმდე ,,იმუშაო,, რასაც აკეთებს, ქვეყნის უდაო გამყიდველი სამადაშვილი, თავქარიანი მამულაშვილი; პოლიტიკური პარტიებიდან ,,ნაც.ხროვის,, ჩრდილიდან ვარ გამოსული ,,სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო,, და ა.შ. სხვა დეტრუქციული ძალები.

მოქალაქე
0

ოლიგარქი არის ისეთი პიროვნება ვინც ფული საკუთარი ხალხის ძარცვით (ბანკები, წამლები, დ.შ.) იშოვა და მერე ხელისუფლებაში მოვიდა რომ უფრო კარგად ძარცვოს და თავისი ბიზნესი და ქონება "დაკრიშოს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს" - რაქვიაშვილი დეოლიგარქიზაციაზე

"არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს" - რაქვიაშვილი დეოლიგარქიზაციაზე

არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს - ასეთი კანონების მიღების წინააღმდეგი ვარ, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, უკრაინის მსგავსი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, მასში მოხვდება დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ბევრი სხვა ადამიანი.

მისივე შეფასებით, ქვეყანას ბევრი მდიდარი ადამიანი სჭირდება, ვისაც შეიძლება თავისი პარტია და მედია ჰქონდეს.

"ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან. ამიტომ, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს. გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი. ჰოლანდიაში 150- კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში. ეს არის დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც.

თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ. პრობლემაა არა ივანიშვილი, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ. თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?! - შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს.

ისეთი სისტემა არ გვჭირდება, რომელიც ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. თუ ოლიგარქის დეფინიციას ტექნიკურად გადავხედავთ, ამაში ბიძინა ივანიშვილი შევა, მაგრამ სხვათა შორის, სხვა ბიზნესმენებიც შევლენ. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება - მას ფული აქვს, გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მედიაზე და ა.შ. არ მინდა, ვიღაც შევზღუდოთ. პრობლემაა ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძეს თავისი პარტია ჰქონდეს. ამიტომ, ასეთი კანონის წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.