მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს ფინანსური პრობლემები, ამ სეზონსაც 8 სერია მოვაკელით" - იხურება თუ არა ჩცდ? პროდიუსერის კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციასა და სკანდალურ სეზონზე?
"არსებობს ფინანსური პრობლემები, ამ სეზონსაც 8 სერია მოვაკელით" - იხურება თუ არა ჩცდ? პროდიუსერის კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციასა და სკანდალურ სეზონზე?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მო­რი­გი სე­ზო­ნი მის­თვის ჩვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი, სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბით დას­რულ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნი დრო­ზე ადრე შე­წყდა, მისი დამ­თავ­რე­ბა ივ­ლი­სის ბო­ლოს­თვის იყო და­გეგ­მი­ლი. ამან მა­ყუ­რე­ბელ­ში გარ­კვე­უ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი წერ­და იმის შე­სა­ხებ, რომ პრო­ექ­ტი და­ი­ხუ­რა.

მარ­თლაც დას­რულ­და თუ არა "ჩცდ", რა­ტომ შე­წყდა დრო­ზე ადრე და რა მო­მა­ვა­ლი აქვს ზო­გა­დად ამ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს, ამა­ზე „Ambebi.ge“ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

- შთამ­ბეჭ­და­ვი ფი­ნა­ლი იყო, რას იტყვით და ზო­გა­დად შე­ვა­ჯა­მოთ ეს სე­ზო­ნიც...

- ზო­გა­დად, ფილ­მის ავ­ტო­რე­ბის­გან ფილმში მიმ­დი­ნა­რე პე­რი­პე­ტი­ებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არას­წო­რია. თა­ვის­თა­ვად, ეს პრო­დუქ­ტი არის ის, რა­საც ვქმნით და რი­თაც ჩვენს სათ­ქმელს ვამ­ბობთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა, ეს არის. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ვფიქ­რობ, ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და, ადა­მი­ა­ნებს შე­ე­ხოთ რო­გორც სენ­ტი­მენ­ტებ­ზე, ისე შეგ­რძნე­ბის დო­ნე­ზე გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ვფიქ­რობ იმა­საც, რომ ამ მო­რიგ ჯერ­ზეც სე­ზო­ნი შედ­გა. ჩემი აზ­რით, მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­პე­ტი­ე­ბი იყო. სე­რი­ალ­ში უამ­რავ ღრმა თე­მას შე­ვე­ხეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის არა­ერთ დე­ტალს, ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­საც. ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი "სკა­ნე­რის" ქვეშ გა­ვა­ტა­რეთ. სა­ინ­ტე­რე­სო, სა­დის­კუ­სიო და სამ­სჯე­ლო თე­მე­ბი საკ­მა­რი­სად იყო და სე­ზო­ნი გარ­კვე­უ­ლი ლო­გი­კუ­რი კულ­მი­ნა­ცი­ით დას­რულ­და.

- მა­ყუ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რებ­ში ამო­ვი­კი­თხეთ, რომ სე­რი­ა­ლი დას­რულ­და. პრო­ექ­ტი და­ი­ხუ­რა...

- მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო, არ­სე­ბობს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რა­საც ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ე­ბის მი­მართ შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი ემა­ტე­ბა. ეს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე ცალ­კე სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზისს ქმნის. რე­ა­ლუ­რად "ჩცდ" მძი­მე და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, ამის აწე­ვა ფი­ნან­სუ­რად რთუ­ლია. ხოლო ის ხმე­ბი, რა­ზეც მკი­თხეთ, იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ეს სე­ზო­ნი ივ­ლი­სის ბო­ლოს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ერთი თვით ადრე დას­რულ­და - სე­ზონს 8 სე­რია მო­ვა­კე­ლით, ცოტა ფორ­სი­რე­ბუ­ლად და­ვას­რუ­ლეთ. ამას­თან, შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი გარ­კვე­უ­ლი.

- ასე რომ, ამ ხმებს აქვს გარ­კვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი?

- კი, თუ და­ფი­ნან­სე­ბას ვერ ვი­შო­ვით, შე­სა­ბა­მი­სად სე­რი­ალს ვე­ღარ გა­და­ვი­ღებთ. ეს რომ არ მოხ­დეს, ვმუ­შა­ობთ, იქ­ნებ მო­ი­ძებ­ნოს ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. ცხა­დია, მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რულ­საც ვგრძნობთ და ვხდე­ბით. ამას­თან, ამ სე­რი­ალს რე­ა­ლუ­რად სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ ამო­უ­წუ­რავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გვი­ბიძ­გებს და გვკარ­ნა­ხობს იმას, რომ ხე­ლი­დან არ უნდა გა­ვუშ­ვათ ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შედ­გა, და­სა­კარ­გი ნამ­დვი­ლად არ არის...

- ფაქ­ტია - რე­ზო­ნან­სიც ამას გვაჩ­ვე­ნებს... ის, რომ დის­კუ­სი­ას იწ­ვევს, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ემო­ცი­უ­რად ახ­ლოს არის, რომ ამა­ზე კა­მა­თო­ბენ, მსჯე­ლო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას აჩ­ვე­ნებს, რომ პრო­დუქ­ტი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია. ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ძებ­ნით გა­მო­სა­ვალს, მაგ­რამ ამ წუ­თის­თვის ტყუ­ი­ლი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, ასე პირ­და­პირ გე­ტყვით - ახლა ის ვი­თა­რე­ბაა, რომ შემ­დე­გი სე­ზო­ნის ფული არ მაქვს. ამი­ტომ ვმუ­შა­ობ იმა­ზე, რომ პრო­ექ­ტი რა­ღაც­ნა­ი­რად არ და­ი­ხუ­როს.

- თუმ­ცა მსგავ­სი კრი­ზი­სე­ბი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა...

- კი, თქვენ იცით და ამა­ზე თქვენ­თა­ნაც გვი­სა­უბ­რია. ტაიმ-აუ­ტიც გვქო­ნია, წინა სე­ზონ­ში 6-თვი­ა­ნი პა­უ­ზა გვქონ­და და ეთერ­ში არ ვი­ყა­ვით. ასე­თი ამ­ბე­ბი ქარ­თუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის­თვის უცხო არ არის. მერე, რო­გორც ვთქვი, მძი­მე პრო­ექ­ტია და ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტის კე­თე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის, ფი­ნან­სუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ტექ­ნი­კუ­რი - უამ­რა­ვი დე­ტა­ლია. მა­ყუ­რებ­ლის­თვის ეს დე­ტა­ლე­ბი არ არის სა­ინ­ტე­რე­სო და ამის ცოდ­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. ეს ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოა და ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას შე­ვეც­დე­ბით. არ არის ისე, რომ გვე­ზა­რე­ბა კე­თე­ბა და თავი და­ვა­ნე­ბეთ. ობი­ექ­ტურ გა­რე­მო­ე­ბა­თა მთე­ლი რი­გია, რო­მე­ლიც ამას ან ხელს უწყობს, ან ხელს უშ­ლის...

- ამას­თან, ეს პრო­ექ­ტი არა­ერ­თი მსა­ხი­ო­ბის­თვის თუ არამ­სა­ხი­ო­ბის­თვის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, "ჩცდ"-მ უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ხელი შე­უ­წყო მის პო­პუ­ლა­რო­ბას...

- შო­უ­ბიზ­ნეს­ში არის ასე­თი ტერ­მი­ნი - "ფე­ის­მე­ი­კე­რი", რაც ახა­ლი სა­ხე­ე­ბის გა­ჩე­ნას გუ­ლის­ხმობს. თუ ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარს გა­დავ­ხე­დავთ და ინ­ტერ­ნეტ­ში და­ბა­დე­ბულ ვარ­სკვლა­ვებს არ ჩავ­თვლით, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­პუ­ლა­რულ ტი­პებს და ადა­მი­ა­ნებს ჩვენ ვქმნი­დით... მოკ­ლედ, ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც ისე­თია, რთუ­ლია რა­ი­მეს თქმა და თან, ისე ვარ, არ მაქვს პა­სუ­ხი. წყლის ნაყ­ვა რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, ჯო­ბია, როცა კონ­კრე­ტუ­ლი სათ­ქმე­ლი მექ­ნე­ბა, მა­შინ ვი­ტყვი.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
1

ძალიანაც კარგი თუ იხურება სულ გინება შეურაცხყოფა ჩხუბი ეს სერიალი არის ჩემი ცოლის დაქალების ისტორია და არა პოლიტიკის სერიალი ამას ბავშვებიც უყურებენ. მე გამეხარდება თუ დაიხურება

კკ
7

ნეტავი ამ სერიალის ყოფნა-არყოფნაზე მეტი პრობლემა არ ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას - უგემოვნობის, უნიჭობის და უხამსობის ზეობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არსებობს ფინანსური პრობლემები, ამ სეზონსაც 8 სერია მოვაკელით" - იხურება თუ არა ჩცდ? პროდიუსერის კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციასა და სკანდალურ სეზონზე?

"არსებობს ფინანსური პრობლემები, ამ სეზონსაც 8 სერია მოვაკელით" - იხურება თუ არა ჩცდ? პროდიუსერის კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციასა და სკანდალურ სეზონზე?

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონი მისთვის ჩვეული ემოციური, სკანდალური კადრებით დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სეზონი დროზე ადრე შეწყდა, მისი დამთავრება ივლისის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ამან მაყურებელში გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალურ ქსელშიც არაერთი ადამიანი წერდა იმის შესახებ, რომ პროექტი დაიხურა.

მართლაც დასრულდა თუ არა "ჩცდ", რატომ შეწყდა დროზე ადრე და რა მომავალი აქვს ზოგადად ამ პოპულარულ სერიალს, ამაზე „Ambebi.ge“ პროექტის პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს ესაუბრა.

- შთამბეჭდავი ფინალი იყო, რას იტყვით და ზოგადად შევაჯამოთ ეს სეზონიც...

- ზოგადად, ფილმის ავტორებისგან ფილმში მიმდინარე პერიპეტიებზე კომენტარის გაკეთება არასწორია. თავისთავად, ეს პროდუქტი არის ის, რასაც ვქმნით და რითაც ჩვენს სათქმელს ვამბობთ. აქედან გამომდინარე, რაც მაყურებელმა ნახა, ეს არის. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ემოციური გამოვიდა, ადამიანებს შეეხოთ როგორც სენტიმენტებზე, ისე შეგრძნების დონეზე გარკვეული ემოციები გამოიწვია. ვფიქრობ იმასაც, რომ ამ მორიგ ჯერზეც სეზონი შედგა. ჩემი აზრით, მისი მიმდინარეობისასაც ძალიან საინტერესო პერიპეტიები იყო. სერიალში უამრავ ღრმა თემას შევეხეთ, საზოგადოების ცხოვრების არაერთ დეტალს, ზედაპირზე არსებულ პრობლემებს, პოლიტიკურ ვითარებასაც. ყველაფერი ჩვენი "სკანერის" ქვეშ გავატარეთ. საინტერესო, სადისკუსიო და სამსჯელო თემები საკმარისად იყო და სეზონი გარკვეული ლოგიკური კულმინაციით დასრულდა.

- მაყურებლის კომენტარებში ამოვიკითხეთ, რომ სერიალი დასრულდა. პროექტი დაიხურა...

- მიმდინარე პოლიტიკური ვითარების და ეკონომიკური კრიზისის გამო, არსებობს ფინანსური პრობლემები, რასაც ზოგადად ქვეყანაში კრიტიკული მედიების მიმართ შექმნილი პრობლემები ემატება. ეს სარეკლამო ბაზარზე ცალკე სერიოზული კრიზისს ქმნის. რეალურად "ჩცდ" მძიმე და ძვირად ღირებული პროექტია, ამის აწევა ფინანსურად რთულია. ხოლო ის ხმები, რაზეც მკითხეთ, იმან გამოიწვია, რომ ეს სეზონი ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და ერთი თვით ადრე დასრულდა - სეზონს 8 სერია მოვაკელით, ცოტა ფორსირებულად დავასრულეთ. ამასთან, შემდეგი სეზონისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს გარკვეული დაფინანსების საკითხი გარკვეული.

- ასე რომ, ამ ხმებს აქვს გარკვეული საფუძველი?

- კი, თუ დაფინანსებას ვერ ვიშოვით, შესაბამისად სერიალს ვეღარ გადავიღებთ. ეს რომ არ მოხდეს, ვმუშაობთ, იქნებ მოიძებნოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ცხადია, მაყურებლის სიყვარულსაც ვგრძნობთ და ვხდებით. ამასთან, ამ სერიალს რეალურად საკუთარი პოტენციალი არ ამოუწურავს. ეს ყველაფერი კი გვიბიძგებს და გვკარნახობს იმას, რომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც რეალურად წარმატებული აღმოჩნდა.

- პროექტი, რომელიც შედგა, დასაკარგი ნამდვილად არ არის...

- ფაქტია - რეზონანსიც ამას გვაჩვენებს... ის, რომ დისკუსიას იწვევს, რომ ადამიანებთან ემოციურად ახლოს არის, რომ ამაზე კამათობენ, მსჯელობენ, ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ პროდუქტი სიცოცხლისუნარიანია. ვფიქრობ, აუცილებლად მოვძებნით გამოსავალს, მაგრამ ამ წუთისთვის ტყუილი რომ არ გამომივიდეს, ასე პირდაპირ გეტყვით - ახლა ის ვითარებაა, რომ შემდეგი სეზონის ფული არ მაქვს. ამიტომ ვმუშაობ იმაზე, რომ პროექტი რაღაცნაირად არ დაიხუროს.

- თუმცა მსგავსი კრიზისები ამ წლების მანძილზე არაერთხელ ყოფილა...

- კი, თქვენ იცით და ამაზე თქვენთანაც გვისაუბრია. ტაიმ-აუტიც გვქონია, წინა სეზონში 6-თვიანი პაუზა გვქონდა და ეთერში არ ვიყავით. ასეთი ამბები ქართული სარეკლამო ბაზრისთვის უცხო არ არის. მერე, როგორც ვთქვი, მძიმე პროექტია და ძალიან ძვირი ჯდება. შესაბამისად, ამხელა პროექტის კეთებას კონკრეტული მობილიზება სჭირდება, მათ შორის, ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური - უამრავი დეტალია. მაყურებლისთვის ეს დეტალები არ არის საინტერესო და ამის ცოდნაც აუცილებელი არ არის. ეს ჩვენი სამუშაოა და ვითარების გამოსწორებას შევეცდებით. არ არის ისე, რომ გვეზარება კეთება და თავი დავანებეთ. ობიექტურ გარემოებათა მთელი რიგია, რომელიც ამას ან ხელს უწყობს, ან ხელს უშლის...

- ამასთან, ეს პროექტი არაერთი მსახიობისთვის თუ არამსახიობისთვის თვითრეალიზების საშუალებაა, "ჩცდ"-მ უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა და ხელი შეუწყო მის პოპულარობას...

- შოუბიზნესში არის ასეთი ტერმინი - "ფეისმეიკერი", რაც ახალი სახეების გაჩენას გულისხმობს. თუ ქართულ სატელევიზიო ბაზარს გადავხედავთ და ინტერნეტში დაბადებულ ვარსკვლავებს არ ჩავთვლით, 10 წლის განმავლობაში, პოპულარულ ტიპებს და ადამიანებს ჩვენ ვქმნიდით... მოკლედ, ახლა პოლიტიკური ვითარებაც ისეთია, რთულია რაიმეს თქმა და თან, ისე ვარ, არ მაქვს პასუხი. წყლის ნაყვა რომ არ გამომივიდეს, ჯობია, როცა კონკრეტული სათქმელი მექნება, მაშინ ვიტყვი.