პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ობის სოკო გაუწმენდავ ყავის აპარატებში - რა საფრთხეს უქმნის ის ჩვენს ჯანმრთელობას?
ობის სოკო გაუწმენდავ ყავის აპარატებში - რა საფრთხეს უქმნის ის ჩვენს ჯანმრთელობას?

თუ ყო­ველ­დღი­უ­რად არას­წო­რად გაწ­მენ­დი­ლი აპა­რა­ტით მომ­ზა­დე­ბულ ყა­ვას მი­ირ­თმევთ, ობის სოკო და სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­დეს.არას­დროს არ უნდა უგუ­ლე­ბელ­ვყოთ სოკო, რო­მე­ლიც სით­ბო­ში, ტე­ნი­ან გა­რე­მო­სა და ყა­ვის­გან წარ­მოქ­მნილ ნა­დებ­ში მრავ­ლდე­ბა და უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, რო­გორც სასმლის გე­მო­ზე, ისე ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.ზო­გი­ერ­თი აპა­რა­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მარ­ცვლის აპა­რა­ტი, ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ უნდა გა­იწ­მინ­დოს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბიც სწო­რად და მუდ­მი­ვად იყოს და­ცუ­ლი.

თუ სახ­ლში ამას დიდ დროს ვუთ­მობთ და ყუ­რა­დღე­ბით ვი­ცავთ ყვე­ლა წესს, კა­ფე­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა ასე არ იყოს, რა­საც თან ერ­თვის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბის პრობ­ლე­მაც. ერ­თსა და იმა­ვე ობი­ექ­ტში ხში­რად სტუმ­რო­ბი­სას ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რომ ხან­და­ხან ყა­ვას არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გემო აქვს, რისი მი­ზე­ზი, რო­გორც წესი, არას­წო­რი წმენ­და, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აპა­რა­ტი ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის მარ­ცვა­ლია.

რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ ხში­რად მი­ვირ­თმევთ ობის სო­კო­თი ან სხვა ბაქ­ტე­რი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბულ ყა­ვას?

არას­წო­რად მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სო­კო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გამ­რავ­ლდეს, რო­გორც პრე­სის, ისე სხვა­დას­ხვა სა­ხის მარ­ცვლის აპა­რატ­ში. რაც უფრო მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და არას­წო­რად მოვ­ლი­ლია ტექ­ნი­კა, ამის შან­სი უფრო იზ­რდე­ბა. სო­კომ ან ბაქ­ტე­რი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ტოქ­სი­კა­ცია, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა დი­ა­რე­ით, თავ­ბრუს­ხვე­ვით, თა­ვის ტკი­ვი­ლით და სხვა. ამას­თან, ობის სო­კო­სა და სხვა ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, ხვე­ლა და ზედა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­აც კი.

კვლე­ვა­ში სა­ხე­ლად Germiest Places In The Home („ად­გი­ლე­ბი სახ­ლში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ბაქ­ტე­რი­აა“, გა­მოქ­ვეყ­ნდა 2022 წლის მა­ის­ში NSF International-ის მიერ), ნათ­ქვა­მია, რომ ყა­ვის აპა­რა­ტის წყლის რე­ზერ­ვუ­არ­ში ან გა­უ­წ­მენ­დავ პორ­ტა­ფილტრში უფრო მეტი ბაქ­ტე­რია მრავ­ლდე­ბა, ვიდ­რე ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­თა­მა­შო­ებ­ზე, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი წმენ­და.თუ კა­პუ­ჩი­ნო­სა და ლა­ტეს მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, უნდა იცო­დეთ, რომ რძის ამომ­ყვა­ნის არას­წო­რად და არა­სა­თა­ნა­დოდ გაწ­მენ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ნაწ­ლა­ვის ჩხი­რით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის რის­კი უფრო იზ­რდე­ბა.

ის შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბით,ხოლო რთულ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც კი ხვდე­ბა. კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში მომ­ხმა­რებლთა სიმ­რავ­ლის გამო, ხან­და­ხან ბა­რის­ტე­ბი ვერ ას­წრე­ბენ რძის ამომ­ყვა­ნის სა­თა­ნა­დოდ წმენ­დას და რამ­დე­ნი­მე კა­პუ­ჩი­ნოს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ამ­ზა­დე­ბენ. ეს ერთი შე­ხედ­ვით „უწყი­ნა­რი“ ქმე­დე­ბა რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მი­ზე­ზი გახ­დეს

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ:

  • თუ შე­ვამ­ჩნევთ, რომ ყა­ვას უჩ­ვე­უ­ლო, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გემო აქვს, მის მი­ღე­ბა­ზე უარი უნდა ვთქვათ, რად­გან დიდი შან­სია, ის გა­უ­წ­მენ­და­ვი აპა­რა­ტით იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი;
  • თუ ობი­ექ­ტში ყა­ვას მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აპა­რა­ტით გვიმ­ზა­დე­ბენ, ეს სასმლის ხა­რისხზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა;
  • თუ შეგ­ვიძ­ლია, ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს თა­ვად ვა­დევ­ნოთ თვა­ლი, უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია რძის ამომ­ყვა­ნი;
  • თუ ყა­ვის მარ­ცვა­ლი არას­წო­რად ინა­ხე­ბა, მას­ში მოხ­ვედ­რი­ლი მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბი და ბაქ­ტე­რია სას­მელს უც­ვლის გე­მოს და დიდი შან­სია, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც მო­ახ­დი­ნოს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა
  • და­ბო­ლოს, და­უშ­ვე­ბე­ლია საფ­ქვა­ვი­სა და პორ­ტა­ფილტრის მხო­ლოდ ნაჭ­რით წმენ­და, რაც ობი­ექ­ტე­ბის ნა­წილ­ში ხდე­ბა. ცხი­მი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად წყლი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა და­მუ­შავ­დეს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ობის სოკო გაუწმენდავ ყავის აპარატებში - რა საფრთხეს უქმნის ის ჩვენს ჯანმრთელობას?

ობის სოკო გაუწმენდავ ყავის აპარატებში - რა საფრთხეს უქმნის ის ჩვენს ჯანმრთელობას?

თუ ყოველდღიურად არასწორად გაწმენდილი აპარატით მომზადებულ ყავას მიირთმევთ, ობის სოკო და სხვადასხვა ბაქტერიები შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს.არასდროს არ უნდა უგულებელვყოთ სოკო, რომელიც სითბოში, ტენიან გარემოსა და ყავისგან წარმოქმნილ ნადებში მრავლდება და უარყოფითად აისახება, როგორც სასმლის გემოზე, ისე ჩვენს ჯანმრთელობაზე.ზოგიერთი აპარატი, განსაკუთრებით კი მარცვლის აპარატი, ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს, თუმცა მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესებიც სწორად და მუდმივად იყოს დაცული.

თუ სახლში ამას დიდ დროს ვუთმობთ და ყურადღებით ვიცავთ ყველა წესს, კაფეებისა და რესტორნების ნაწილში შეიძლება ასე არ იყოს, რასაც თან ერთვის მოძველებული აპარატების პრობლემაც. ერთსა და იმავე ობიექტში ხშირად სტუმრობისას ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხანდახან ყავას არასასიამოვნო გემო აქვს, რისი მიზეზი, როგორც წესი, არასწორი წმენდა, მოძველებული აპარატი ან დაბალი ხარისხის მარცვალია.

რა შეიძლება მოხდეს, თუ ხშირად მივირთმევთ ობის სოკოთი ან სხვა ბაქტერიით დაბინძურებულ ყავას?

არასწორად მოვლის შემთხვევაში, სოკოები შეიძლება გამრავლდეს, როგორც პრესის, ისე სხვადასხვა სახის მარცვლის აპარატში. რაც უფრო მოძველებული და არასწორად მოვლილია ტექნიკა, ამის შანსი უფრო იზრდება. სოკომ ან ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, რაც გამოიხატება დიარეით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით და სხვა. ამასთან, ობის სოკოსა და სხვა ბაქტერიების გამრავლებას შეიძლება მოჰყვეს ალერგიული რეაქცია, ხველა და ზედა რესპირატორული სისტემის ინფექციაც კი.

კვლევაში სახელად Germiest Places In The Home („ადგილები სახლში, სადაც ყველაზე მეტი ბაქტერიაა“, გამოქვეყნდა 2022 წლის მაისში NSF International-ის მიერ), ნათქვამია, რომ ყავის აპარატის წყლის რეზერვუარში ან გაუწმენდავ პორტაფილტრში უფრო მეტი ბაქტერია მრავლდება, ვიდრე შინაური ცხოველების სათამაშოებზე, ამიტომ აუცილებელია მათი საფუძვლიანი და პერმანენტული წმენდა.თუ კაპუჩინოსა და ლატეს მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ რძის ამომყვანის არასწორად და არასათანადოდ გაწმენდის შემთხვევაში, ნაწლავის ჩხირით ინტოქსიკაციის რისკი უფრო იზრდება.

ის შეიძლება გამოვლინდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით,ხოლო რთულ შემთხვევაში ადამიანი საავადმყოფოშიც კი ხვდება. კაფეებსა და რესტორნებში მომხმარებლთა სიმრავლის გამო, ხანდახან ბარისტები ვერ ასწრებენ რძის ამომყვანის სათანადოდ წმენდას და რამდენიმე კაპუჩინოს ერთმანეთის მიყოლებით ამზადებენ. ეს ერთი შეხედვით „უწყინარი“ ქმედება რეალურად შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი გახდეს

უნდა გვახსოვდეს, რომ:

  • თუ შევამჩნევთ, რომ ყავას უჩვეულო, არასასიამოვნო გემო აქვს, მის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან დიდი შანსია, ის გაუწმენდავი აპარატით იყოს მომზადებული;
  • თუ ობიექტში ყავას მოძველებული აპარატით გვიმზადებენ, ეს სასმლის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება;
  • თუ შეგვიძლია, ყავის მომზადების პროცესს თავად ვადევნოთ თვალი, უნდა დავაკვირდეთ, რა მდგომარეობაშია რძის ამომყვანი;
  • თუ ყავის მარცვალი არასწორად ინახება, მასში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკები და ბაქტერია სასმელს უცვლის გემოს და დიდი შანსია, ჩვენს ჯანმრთელობაზეც მოახდინოს უარყოფითი გავლენა
  • დაბოლოს, დაუშვებელია საფქვავისა და პორტაფილტრის მხოლოდ ნაჭრით წმენდა, რაც ობიექტების ნაწილში ხდება. ცხიმისა და ბაქტერიების მოსაშორებლად ისინი აუცილებლად წყლითა და სპეციალური გამწმენდი საშუალებით უნდა დამუშავდეს