საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის  საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს
"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის  საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ეხ­მი­ა­ნე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტე­ბის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტში არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

და­ვა­ლე­ბა ეხე­ბო­და ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ნა­წარ­მო­ებს "ამა­ყი", რომ­ლის ანა­ლი­ზის­თვის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უნდა და­ე­წე­რათ - "აქვს თუ არა აზრი ბრძო­ლას, თუ და­მარ­ცხე­ბის­თვის ხარ გან­წი­რუ­ლი."

  • შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში კი ნათ­ქვა­მია, რომ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

"გაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი იყო ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბი "ამა­ყი“, რო­მე­ლიც ეხე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის თე­მას. ამ ტექსტს მოჰ­ყვე­ბო­და 10 კი­თხვა არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხე­ბით. ამის შემ­დეგ მო­ცე­მუ­ლი იყო მი­თი­თე­ბა ტექ­სტის ანა­ლი­ზის­თვის, რა­საც ასე­თი ში­ნა­არ­სი ჰქონ­და: "აქვს თუ არა აზრი ბრძო­ლას, თუ და­მარ­ცხე­ბის­თვის ხარ გან­წი­რუ­ლი."

სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის­გან აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მოჰ­ყვა არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი და გავ­რცელ­და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრა­ზა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა გა­მო­იწ­ვია.ვი­ნა­ი­დან, დღეს და­ი­წყო გა­მოც­დე­ბი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 90 000-ზე მეტი გა­მო­საც­დე­ლი, მა­თი­ვე ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­უშ­ვებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზე­ბა, რად­გან მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ებ­მა შე­საძ­ლოა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს აპ­ლი­კან­ტებ­ზე.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცდი­ლო­ბენ გა­მოც­დე­ბის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბას, რაც ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მი­ზა­ნია მივ­ცეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ცოდ­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გთხოვთ ტეს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე თავი შე­ი­კა­ვოთ მისი არა­კო­რექ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან. მა­ნამ­დე კი, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ნა­წარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

როცა იცი რომ წააგებ, არ აქვს ბრძოლას აზრი სულელი თუ არ ხარ. მცირე შანსი თეო რუსულად მაინც უნდა გქონდეს რომ იბრძოლო და დაახარჯო ენერგია. თუ 100% გარანტირებულია წაგება, მაშინ ის ენერგია რაც უაზროდ უნდა მიახარჯო წაგებულ საქმეს, გამოიყენე სხვაგან 

ნინა
3

რატომ გონიათ რომ გამოცდებს მაღალ დონეზე ატარებენ? საიდან მოაქვთ ასე "კარგად"შედგენილი ტესტები იქნება ეს ისტორია გეოგრაფია ქართული თუ მათემატიკა, სამაგისტრო გამოცდების დონეზე აღარაფერს ვამბობ აბსოლუტურად არაფრის მომცემი ტესტი და მაგით ამოწმებენ თურმე მაგისტრობის მსურველის და განათლების დონეს,უაზრო არაფრის მომცემი და საიდანღაც შემოთრეული და ჩამოთრეული სამაგისტრო ტესტებით,გრანტიც ამ უაზრო ტესტებით წყდება მაგისტრატურაში.

 

 

 

 

ავტორი:

"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის  საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის  საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების ერთ-ერთ ვარიანტში არსებული დავალების შესახებ.

დავალება ეხებოდა ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს "ამაყი", რომლის ანალიზისთვის აბიტურიენტებს უნდა დაეწერათ - "აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული."

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია.

"გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები "ამაყი“, რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: "აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული."

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი არაკორექტული შეფასებებისგან. მანამდე კი, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.