მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს... მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა" - ანა დოლიძე

"ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს... მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა" - ანა დოლიძე

მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა. ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა, - ამის შესახებ "ხალხის პარტიის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც აქცია "წინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს, ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა, მათ შორის აქ მოსვლით დააფიქსიროს საკუთარი უკმაყოფილება და საკუთარი ევროპული ორიენტაცია. რუსულმა საინფორმაციო ომმა და საინფორმაციო ოპერაციებმა აქ არ უნდა იმუშაოს. მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა. ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა. ფიზიკურად ღარიბაშვილი დარჩება, თუ არ დარჩება, არ არის მნიშვნელოვანი, ამ რეფორმებზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს. სამუშაო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები - ფართო ფორმატის მუშაობა უნდა იყოს. უკვე დავინახეთ, რომ მთავრობა კინაღამ ჩაიჭრა იმ გამოცდაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.