უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქად მირზოევმა ყარაყალპანეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყოველივე უკავშირდება მასობრივ საპროტესტო გამოსვლას, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებით იყო განპირობებული.
"საგანგებო მდგომარეობა შემოვიღეთ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად, წესრიგის აღსადგენად“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ყარაყალპანეთის დედაქალაქ ნუქუსში მასობრივი დემონსტრაცია მას შემდეგ მოეწყო, რაც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი (ვიდეო).
ცვლილების თანახმად, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასვლის უფლებას კარგავს და მას სუვერენული რესპუბლიკის სტატუსი უუქმდება.
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ არბევს აქცის სპეცრაზმი, ასევე მედიის ცნობით დაკავებულია ათობით მომიტინგე.
რუსული გეგმაა. ყარაყალპაყები რეფერენდუმს აპირებდნენ, უზბეკეთიდან გამოსაყოფად. აამუშავეს უზბეკი კგბ-შნიკები.
ახალი სისხლისღვრის კერა გააჩინა დასავლეთმა