პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ, როდესაც კადიროვი აბსურდულ ჯილდოებს იღებს, ჩეჩნების დანაკარგი ომში განსაკუთრებულ მასშტაბს აღწევს" - ჩეჩნეთში ომში დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებას ითხოვენ
"მაშინ, როდესაც კადიროვი აბსურდულ ჯილდოებს იღებს, ჩეჩნების დანაკარგი ომში განსაკუთრებულ მასშტაბს აღწევს" - ჩეჩნეთში ომში დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებას ითხოვენ

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის ომში "მო­ხა­ლი­სე მე­ომ­რე­ბის" კი­დევ ერთი ჯგუ­ფი წა­ვი­და. kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, გროზ­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან მან ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში მო­რი­გი ჯგუ­ფი გა­უშ­ვა. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, უკ­რა­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

"რამ­ზან კა­დი­რო­ვის ცნო­ბით, ჩეჩ­ნეთ­ში ოთხი სამ­ხედ­რო ბა­ტა­ლი­ო­ნის ფორ­მი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. ესე­ნია "ჩრდი­ლო­ეთ ახ­მა­ტი", "სამ­ხრეთ ახ­მა­ტი", "და­სავ­ლეთ ახ­მა­ტი" და "აღ­მო­სავ­ლეთ ახ­მა­ტი". ყვე­ლა მათ­გა­ნის შე­მად­გე­ლო­ბა­ში "ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩეჩ­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან." 28 ივ­ნისს, კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "და­სავ­ლეთ ახ­მა­ტის" ბა­ტა­ლი­ო­ნი უკვე შე­იქ­მნა, იქ მხო­ლოდ ჩეჩ­ნე­ბი ირი­ცხე­ბი­ან და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვი ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში გა­საგ­ზავ­ნი ახა­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის შექ­მნა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ ომში და "პუ­ტი­ნის გეგ­მებ­ში კა­დი­როვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ამის გაგ­რძე­ლე­ბაა 1-ელ ივ­ლისს გროზ­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან მო­რი­გი მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფის გაშ­ვე­ბაც."

მი­სი­ვე ცნო­ბით, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლებ­მა 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს კა­დი­როვს უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ემ­ხი­ლა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ 22 ივ­ნისს ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი რვა პო­ლი­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

kavkaz-uzel.eu წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლია იმა­ზე ბევ­რად მეტი ჩე­ჩე­ნი, ვიდ­რე ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - რო­დე­საც კა­დი­რო­ვის პო­ლი­ტი­კის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო, "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­უნ­დობ­ლად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პულ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ელ­თა მო­ნა­ცე­მებ­ში ჩეჩ­ნე­თი ლი­დე­რობს.სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკვე 244 -ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა, ეს რა თქმა უნდა, არ ასა­ხავს რე­ა­ლურ სუ­რათს.

რაც შე­ე­ხე­ბა, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, 20 მა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ღუ­პა და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კი­დან 110 პირი, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი­დან - 46, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი­დან - 20, სამ­ხრე­თი ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან 90 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, ჩეჩ­ნეთ­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. არა­და, აშ­კა­რაა, რომ ჩეჩ­ნე­ბის და­ნა­კარ­გე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მას­შტა­ბებს აღ­წევს, თუმ­ცა მათი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ომის დამ­თავ­რე­ბამ­დე შე­უძ­ლე­ბებ­ლი იქ­ნე­ბა. და­ღუ­პუ­ლებ­ში ჭარ­ბო­ბენ რე­სუბ­ლი­კის ღა­რი­ბი რე­გი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში კონ­ტრაქ­ტო­რე­ბად მსა­ხუ­რობ­დნენ", - წერს გა­მო­მო­ცე­მა.

  • "ტე­ლეგ­რამ არხზე" ინ­ტე­ნე­რეტ­მოხ­მა­რებ­ლე­ბი კვლავ მო­ი­თხო­ვენ, რომ კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნე­თის და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. მათი თქმით, "მა­შინ, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი აბ­სურ­დულ ჯილ­დო­ებს იღებს და პუ­ტინს ერ­თგუ­ლე­ბას უმ­ტკი­ცებს, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს უკ­რა­ი­ნის ომში უშ­ვებს და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც კი არ აქ­ვეყ­ნებს."

"რის­თვის იხო­ცე­ბი­ან ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბულ ომში, კა­დი­როვ­მა და მის­მა გა­რე­მოც­ვამ ძა­ლა­უფ­ლე­ბა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს?! თა­ვი­სი ოჯა­ხი­დან, სი­ძე­ე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვი­დან არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ გა­უშ­ვია, ღა­ტაკ რე­გი­ო­ნებს მი­ად­გნენ, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი ბი­ჭე­ბი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბად რომ მი­დი­ან და მომ­კი­თხა­ვი არა­ვინ ჰყავთ, სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად იყე­ნებს. უმ­ძი­მე­სი მგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ გა­მო­სა­ვალ­საც ვერ ვხე­დავ", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "კა­რა­ჩი დუსო".

"რაც მთა­ვა­რია, ეს ომი მალე არ დას­რულ­დე­ბა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის, კერ­ძოდ, ჩეჩ­ნე­თის და­ნა­კარ­გე­ბი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, კა­დი­რო­ვი იყოს მყა­რად და პუ­ტინს ერ­თგუ­ლე­ბის და­სამ­ტკი­ვებ­ლად მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­წი­რავს, თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და", - წერს "უი­ლი­ამ ვო­ლო­სი".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
40

ნეტა არ გიჟდებოდეთ რა....თქვენ ქვეყანაზე იფიქრეთ.ყველას ეშველება

ამდენი ტვინიკოსი საიდან შეგროვდით საინტერესოა

ესეცასე
45

საქართველოს ჩეჩენიზაცია დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს.

ავტორი:

"მაშინ, როდესაც კადიროვი აბსურდულ ჯილდოებს იღებს, ჩეჩნების დანაკარგი ომში განსაკუთრებულ მასშტაბს აღწევს" - ჩეჩნეთში ომში დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებას ითხოვენ

"მაშინ, როდესაც კადიროვი აბსურდულ ჯილდოებს იღებს, ჩეჩნების დანაკარგი ომში განსაკუთრებულ მასშტაბს აღწევს" - ჩეჩნეთში ომში დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებას ითხოვენ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ბრძანებით, უკრაინის ომში "მოხალისე მეომრების" კიდევ ერთი ჯგუფი წავიდა. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, გროზნოს საერთაშორისო აეროპორტიდან მან ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მორიგი ჯგუფი გაუშვა. როგორც გამოცემა წერს, უკრანის ომში დაღუპული ჩეჩენი სამხედროებისა და მოხალისეების რაოდენობა გასაიდუმლოებულია.

"რამზან კადიროვის ცნობით, ჩეჩნეთში ოთხი სამხედრო ბატალიონის ფორმირება იგეგმება. ესენია "ჩრდილოეთ ახმატი", "სამხრეთ ახმატი", "დასავლეთ ახმატი" და "აღმოსავლეთ ახმატი". ყველა მათგანის შემადგელობაში "ექსკლუზიურად ჩეჩნები იქნებიან." 28 ივნისს, კადიროვმა განაცხადა, რომ "დასავლეთ ახმატის" ბატალიონი უკვე შეიქმნა, იქ მხოლოდ ჩეჩნები ირიცხებიან და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან.

ადგილობრივი ანალიტიკოსის თქმით, უკრაინაში გასაგზავნი ახალი ჩეჩნური ბატალიონების შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ომში და "პუტინის გეგმებში კადიროვს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. შესაბამისად, ამის გაგრძელებაა 1-ელ ივლისს გროზნოს საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი მოხალისეთა ჯგუფის გაშვებაც."

მისივე ცნობით, ინტერნეტმომხარებლებმა 24 თებერვლის შემდეგ, არაერთხელ მოუწოდეს კადიროვს უკრაინაში დაღუპული ძალოვნების, სამხედროებისა და მოხალისეების რაოდენობა გაემხილა, თუმცა უშედეგოდ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 22 ივნისს ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში დაღუპული რვა პოლიციელის შესახებ ისაუბრა.

kavkaz-uzel.eu წერს, რომ უკრაინაში დაღუპულია იმაზე ბევრად მეტი ჩეჩენი, ვიდრე ბოლო რვა წლის განმავლობაში - როდესაც კადიროვის პოლიტიკის გაპროტესტების გამო, "კადიროველები" დაუნდობლად უსწორდებოდნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს.

"მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში დაღუპულ ჩრდილო კავკასიელთა მონაცემებში ჩეჩნეთი ლიდერობს.სპეცოპერაციაში ჩრდილოეთ კავკასიიდან. ოფიციალური მონაცემებით, უკვე 244 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ასახავს რეალურ სურათს.

რაც შეეხება, რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ინფორმაციას, 20 მაისის მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა დაღესტნის რესპუბლიკიდან 110 პირი, ჩრდილოეთ ოსეთიდან - 46, ყაბარდო-ბალყარეთიდან - 20, სამხრეთი ფედერალური ოლქის რესპუბლიკებიდან 90 ადამიანი, თუმცა, ჩეჩნეთზე არაფერია ნათქვამი. არადა, აშკარაა, რომ ჩეჩნების დანაკარგები განსაკუთრებულ მასშტაბებს აღწევს, თუმცა მათი გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ომის დამთავრებამდე შეუძლებებლი იქნება. დაღუპულებში ჭარბობენ რესუბლიკის ღარიბი რეგიონების მცხოვრებლები, რომლებიც სამხედრო ძალებში კონტრაქტორებად მსახურობდნენ", - წერს გამომოცემა.

  • "ტელეგრამ არხზე" ინტენერეტმოხმარებლები კვლავ მოითხოვენ, რომ კადიროვმა ჩეჩნეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. მათი თქმით, "მაშინ, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერი აბსურდულ ჯილდოებს იღებს და პუტინს ერთგულებას უმტკიცებს, ახალგაზრდა ბიჭებს უკრაინის ომში უშვებს და მათ შესახებ ინფორმაციასაც კი არ აქვეყნებს."

"რისთვის იხოცებიან ჩვენი ბიჭები რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, კადიროვმა და მისმა გარემოცვამ ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს?! თავისი ოჯახიდან, სიძეების, ახლობლების გარემოცვიდან არც ერთი ადამიანი არ გაუშვია, ღატაკ რეგიონებს მიადგნენ, წერა-კითხვის უცოდინარი ბიჭები კონტრაქტორებად რომ მიდიან და მომკითხავი არავინ ჰყავთ, საზარბაზნე ხორცად იყენებს. უმძიმესი მგომარეობა გვაქვს, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ", - წერს ინტერნეტმომხარებელი "კარაჩი დუსო".

"რაც მთავარია, ეს ომი მალე არ დასრულდება და ჩრდილოეთ კავკასიის, კერძოდ, ჩეჩნეთის დანაკარგები აუნაზღაურებელი იქნება. მთავარია, კადიროვი იყოს მყარად და პუტინს ერთგულების დასამტკივებლად მთელ მოსახლეობას შესწირავს, თავისი ახლობლების გარდა", - წერს "უილიამ ვოლოსი".

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"