პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა მთელმა დასავლეთმა - ოლიგარქია“ - გიორგი ვაშაძე
"ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა მთელმა დასავლეთმა - ოლიგარქია“ - გიორგი ვაშაძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­უ­წო­დებს, და­ნიშ­ნონ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა, სა­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ.

ვა­შა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის 12 პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გეგ­მას და გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან "ტყუ­ი­ლე­ბის მას­ტერკლა­სია“, რა­ზეც არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ და­სავ­ლეთ­შიც სა­უბ­რო­ბენ.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სჩ­ვე­ვია ცრუ საქ­მე. ვინ უშ­ლით ხელს, მო­იწ­ვი­ონ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც 12 პუნ­ქტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ორ­შა­ბათსვე ვუ­ყა­როთ კენ­ჭი მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით, რად­გან პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს. ვინ უშ­ლის ამა­ში ხელს? - არა­ვინ. უბ­რა­ლოდ, მათ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ უნ­დათ, ისე­ვე, რო­გორც არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ უნ­დო­დათ, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს რომ მო­ა­წე­რეს ხელი. ბევ­რი ნათ­ქვა­მი გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო ჩვენ კი არ ვამ­ბობთ, აშშ, ევ­რო­პა, მთე­ლი და­სავ­ლე­თი ამ­ბობს, რომ ტყუ­ი­ლე­ბის კას­კა­დის მას­ტერკლა­სია ყო­ველ­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, ამი­ტომ ნდო­ბა ნუ­ლო­ვა­ნია.

ამ­დენ ცრუ ლა­პა­რაკს, ხომ ჯო­ბია, რომ საქ­მეს მი­ხე­დონ, რა­ტომ არ ნიშ­ნა­ვენ რიგ­გა­რე­შე სე­სი­ას, სა­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი?“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში“ "ტყუ­ი­ლებს მიჩ­ვე­უ­ლი არი­ან“ და "ფარ­და ჩა­მო­ეხ­სნათ“.

  • "ისი­ნი არი­ან ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, მა­ტყუ­ა­რა ძალა, რო­მელ­საც დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა მთელ­მა და­სავ­ლეთ­მა. აბა, რა დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა? - ოლი­გარ­ქია“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ვა­შა­ძემ კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა მო­თხოვ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნა­ცხა­და: "თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაჯ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევ, რომ ოპო­ზი­ცია, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად დავ­სხდეთ“.

ამას­თან ვა­შა­ძემ ისა­უბ­რა ოპო­ზი­ცი­ის სტრა­ტე­გი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი გეგ­მა გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, ხალ­ხის ნება-სურ­ვილ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნია, თუმ­ცა ვა­შა­ძეს გეგ­მის დე­ტა­ლე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ვა­შა­ძის თქმით, ხვალ ან ზეგ, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი სა­კუ­თარ ხედ­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გე­ნენ.

"დღეს აქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რა­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წა­რად­გე­ნენ, ხვალ ან მაქ­სი­მუმ ზეგ, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ჩვე­ნე­ბურ ხედ­ვას წარ­ვად­გენთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. თუმ­ცა, ცალ­სა­ხად ვუ­ერ­თდე­ბით ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვი­დეს”, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძის თქმით, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ან გეგ­მა­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­გორც რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტესტს, ასე­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბას.

"მაგ­რამ მთა­ვა­რია დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ ქვე­ყა­ნა­ში",- დას­ძენს ვა­შა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

ქვეყნის სირცხვილო "კაცო" ჩხარტიშვილის სიძევ , მისი მიტაცებული ქონებით ნასაზრდოებო, ხალხის დანაზოქებით აყელყელავებულო დადუმდი.

ალექს
0

ნებისმიერი დეპუტატი ხელისუფალია , ის რომ უმცირესობაშია და ოპოზიციაში , არაფერს ნიშნავს -კანონით ხელისუფალია , მითუმეტეს რომ ქოცებზე დიდ ხანს მოქკავშირსა და ნაძმოში იყო უმრავლესობასა და პოზიციაში და კიდო უნდებლარიენ ! კიდევ მითუმეტეს , რომ თავად არიან ოლიგარქები - პირს ოლიგარქად აღიარებენ, თუ ის აკმაყოფილებს ოთხიდან სამ კრიტერიუმს: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში,­ მნიშვნელოვან­ გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელიც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი­, ანდა აქვს მონოპოლიური მდგომარეობა, ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას და თუ ამ პირისა და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების დადასტურებული ღირებულება მილიონჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის! 4-დან ოთხივე პარამეტრს აკმაყოფილებენ ნაცმიშიანცების ლიდერშიფი, ბიძინა მხოლოდ ორს ! ვერ მოხვალთ , რა დიაგნოზიც არ უნდა დასვას ზაკულისამ , კომკავშირის ბადიშებო , ჩეკისტების შვილებო და დისშვილებო, ვერა !

ავტორი:

"ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა მთელმა დასავლეთმა - ოლიგარქია“ - გიორგი ვაშაძე

"ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა მთელმა დასავლეთმა - ოლიგარქია“ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დანიშნონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ.

ვაშაძე გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების“ გეგმას და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების“ მხრიდან "ტყუილების მასტერკლასია“, რაზეც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ დასავლეთშიც საუბრობენ.

"ქართულ ოცნებას“ სჩვევია ცრუ საქმე. ვინ უშლით ხელს, მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, ორშაბათსვე ვუყაროთ კენჭი მეორე და მესამე მოსმენით, რადგან პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. ვინ უშლის ამაში ხელს? - არავინ. უბრალოდ, მათ არაფრის გაკეთება არ უნდათ, ისევე, როგორც არაფრის გაკეთება არ უნდოდათ, შარლ მიშელის დოკუმენტს რომ მოაწერეს ხელი. ბევრი ნათქვამი გვინახავს, მაგრამ სამწუხაროდ, მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ, აშშ, ევროპა, მთელი დასავლეთი ამბობს, რომ ტყუილების კასკადის მასტერკლასია ყოველთვის "ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ ნდობა ნულოვანია.

ამდენ ცრუ ლაპარაკს, ხომ ჯობია, რომ საქმეს მიხედონ, რატომ არ ნიშნავენ რიგგარეშე სესიას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული?“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნებაში“ "ტყუილებს მიჩვეული არიან“ და "ფარდა ჩამოეხსნათ“.

  • "ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა მთელმა დასავლეთმა. აბა, რა დიაგნოზი დაუსვა? - ოლიგარქია“, - აღნიშნა მან.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და განაცხადა: "თუ ბიძინა ივანიშვილი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლად მივიჩნევ, რომ ოპოზიცია, პროტესტის მონაწილეები და ქართული ოცნება მოსალაპარაკებლად დავსხდეთ“.

ამასთან ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ მათი გეგმა გამარჯვებაზე, ხალხის ნება-სურვილზეა ორიენტირებული და მრავალკომპონენტიანია, თუმცა ვაშაძეს გეგმის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვაშაძის თქმით, ხვალ ან ზეგ, ოპოზიციური ძალები საკუთარ ხედვას საზოგადოებას წარუდგენენ.

"დღეს აქციაზე იქნება კონკრეტული გეგმა, რასაც აქციის მონაწილეები წარადგენენ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ, ოპოზიციური პარტიები ჩვენებურ ხედვას წარვადგენთ ამ ყველაფერზე. თუმცა, ცალსახად ვუერთდებით ეროვნული თანხმობის შექმნის ინიციატივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, როდესაც საუბარია მრავალკომპონენტიან გეგმაზე, აღნიშნული ითვალისწინებს, როგორც როგორც სამოქალაქო პროტესტს, ასევე საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

"მაგრამ მთავარია დეოლიგარქიზაცია, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ქვეყანაში",- დასძენს ვაშაძე.