ქუთაისში წუხელ მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც მეზობლები გვიყვებიან, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა.
"მასთან ყოფილი ქმარი რომ მივიდა, ყვირილის ხმა გავიგეთ, მივედით და ბინის კარი ჩაკეტილი დაგვხვდა, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და კარი გარედან მან დაკეტა. გამოვიძახეთ პოლიცია. როგორც ვიცით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული", - ამბობენ მეზობლები.
მოკლული ქალი 36 წლის თიკო ტურაბელიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
თუ კაცმა დანაშაული არ ჩაიდინა, რატომ უნდა დაიჭირო, ყველა ადამიანს აქვსახალი ცხოვრების დაწყების უფლება.
და კიდევ, ასე რომ მოხშირდა ეს ფაქტები ანალიტიკაა ჩასატარებელი რა იწვევს ამას, რა კატეგორიის ხალხი ჩადის ამგვარ დანაშაულს და ასე შემდეგ, შესაბამისად პრევენციაც უნდა განახორციელოს შემდეგ სახელმწიფომ, უფრო ეფექტური ღონისძიებებია გასატარებელი ვიდრე შემაკავებელი ორდერი, კანონი თუ არ აძლევს მეტის უფლებას სამართალდამცავებს მაშინ კანონშია ცველილებები საჭირო, რომ დანაშაულის ჩადენამდე მუქარის განმახორციელებელი აგრესიული ტიპები იქნენ განეიტრალებული.