პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... შემდეგ, როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?
"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... შემდეგ, როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?

ყვე­ლას ახ­სოვს 2018 წელს დემ­ნა გვა­სა­ლი­ას სკან­და­ლუ­რი ყვი­თე­ლი კაბა, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გვა­სა­ლია ავთო ცქვი­ტი­ნი­ძემ პლა­გი­ატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მა­შინ ავთო ამ­ბობ­და, რომ კაბა, რო­მე­ლიც დემ­ნა გვა­სა­ლი­ას 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­შია და რომ­ლი­თაც მი­შელ ობა­მა გა­მოჩ­ნდა, მისი დი­ზა­ი­ნით 2017 წელს შე­იქ­მნა.

"ისა­და, ვინც ჩემ­თან ვერ მო­ას­წა­რით შე­ძე­ნა ამ კა­ბის 2017, შე­გიძ­ლი­ათ ბა­ლენ­სი­ა­გა­ში შე­ი­ძი­ნოთ, ამ ზა­ფხულს მე ყვი­თე­ლის გა­კე­თე­ბას არ ვგეგ­მავ" - და­წე­რა ცქვი­ტი­ნი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე", თუმ­ცა პოს­ტი მა­ლე­ვე აიღო.

რო­გორც ახლა გან­მარ­ტავს, მის სტა­ტუსს დიდი აგ­რე­სია მოჰ­ყვა, რის გა­მოც იმ დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ა­უქ­მა. ის იხ­სე­ნებს დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გაც­ნო­ბის დრო­საც. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის თქმით, დემ­ნა ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო, რო­დე­საც გა­იც­ნო:

"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი, რომ­ლის გა­მოც მე "ფე­ის­ბუ­ქიც" გა­ვა­უქ­მე იყო, ჩემი და დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ერთი და იგი­ვე მო­დე­ლი. მე გა­ცი­ლე­ბით ადრე მქონ­და ის მო­დე­ლი, ბესტსე­ლე­რი იყო ის ჩვე­ნი გა­ყიდ­ვე­ბის. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა დემ­ნა პა­ტა­რა იყო, ერ­თა­დერ­თი ფე­შენ მა­ღა­ზია მქონ­და მე და ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი დი­ზა­ი­ნე­რი.

ანუ არის ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა არც გახ­სოვ­დეს სა­ი­დან რას იმახ­სოვ­რებს ტვი­ნი. ასე რომ დღეს მი­ხა­რია, თუ სად­მე გა­დაკ­ვე­თა არ­სე­ბობს ჩემი და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის, ჩემი და ახალ­ბე­და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ბრენ­დე­ბის.

იმ პე­რი­ოდ­ში, როცა დემ­ნა გა­მოჩ­ნდა, მე­გო­ნა რომ ჩემს კო­ლექ­ცი­ებს ვუ­ყუ­რებ­დი - სპორ­ტუ­ლი ორე­უ­ლე­ბი, დიდი ჰუ­დე­ბი... ეს ფო­ტო­მა­სა­ლა მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. მე­გო­ნა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ნივ­თი იყო ნაც­ნო­ბი და ეს კაბა იყო პიკი.

მე არა­სო­დეს არა­ვი­სი არ შემ­შუ­რე­ბია. დემ­ნამ ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის. მის ძმას ვიც­ნობ ძა­ლი­ან კარ­გად. დემ­ნა­საც ვიც­ნობ­დი ბავ­შვო­ბა­ში. მა­შინ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი და ერთ-ერთი ბავ­შვთა­გა­ნი იყო, ვინც გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ დამ­წყე­ბი ოპე­რა­ტო­რი იყო" - იხ­სე­ნებს ცქვი­ტი­ნი­ძე გა­და­ცე­მა­ში "სხვა კი­თხვე­ბი ნი­კო­ლოზ­თან" სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ერთი ლილოს ჩანთები იყო გვასალიას შექმნილი და მეორე ცქვიტინიძის კაბები. გასული საუკუნიდან გადმოღებული ტანსაცმლის ნიმუშები. ამერიკა კი გადარია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მისი შრსაძლებლობები

 

 

კოლხი
11

უჩივლე მერე და დაიცავი შენი საავტორო უფლებები, ქართველებს ხომ ასე გვჩვევია.... და მახსენდება კონსტანტინეს "დიდოსტატის მარჯვენა"

ავტორი:

"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... შემდეგ, როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?

"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... შემდეგ, როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?

ყველას ახსოვს 2018 წელს დემნა გვასალიას სკანდალური ყვითელი კაბა, რომლის გამოჩენის შემდეგ გვასალია ავთო ცქვიტინიძემ პლაგიატში დაადანაშაულა. მაშინ ავთო ამბობდა, რომ კაბა, რომელიც დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაშია და რომლითაც მიშელ ობამა გამოჩნდა, მისი დიზაინით 2017 წელს შეიქმნა.

"ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეიძინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ" - დაწერა ცქვიტინიძე "ფეისბუქზე", თუმცა პოსტი მალევე აიღო.

როგორც ახლა განმარტავს, მის სტატუსს დიდი აგრესია მოჰყვა, რის გამოც იმ დროს სოციალური ქსელი გააუქმა. ის იხსენებს დემნა გვასალიას გაცნობის დროსაც. ქართველი დიზაინერის თქმით, დემნა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც გაიცნო:

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი, რომლის გამოც მე "ფეისბუქიც" გავაუქმე იყო, ჩემი და დემნა გვასალიას ერთი და იგივე მოდელი. მე გაცილებით ადრე მქონდა ის მოდელი, ბესტსელერი იყო ის ჩვენი გაყიდვების. იმ პერიოდში, როცა დემნა პატარა იყო, ერთადერთი ფეშენ მაღაზია მქონდა მე და ვიყავი ერთადერთი დიზაინერი.

ანუ არის ბავშვობის შთაბეჭდილებები და შემდეგ შეიძლება არც გახსოვდეს საიდან რას იმახსოვრებს ტვინი. ასე რომ დღეს მიხარია, თუ სადმე გადაკვეთა არსებობს ჩემი და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, ჩემი და ახალბედა დიზაინერების ბრენდების.

იმ პერიოდში, როცა დემნა გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი - სპორტული ორეულები, დიდი ჰუდები... ეს ფოტომასალა მაქვს ყველაფერი. მეგონა, რომ ძალიან ბევრი ნივთი იყო ნაცნობი და ეს კაბა იყო პიკი.

მე არასოდეს არავისი არ შემშურებია. დემნამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ქართველი დიზაინერებისთვის. მის ძმას ვიცნობ ძალიან კარგად. დემნასაც ვიცნობდი ბავშვობაში. მაშინ პოპულარული ვიყავი და ერთ-ერთი ბავშვთაგანი იყო, ვინც გავიცანი. მაშინ დამწყები ოპერატორი იყო" - იხსენებს ცქვიტინიძე გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზთან" საუბარში.