სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე: რას ჰყვება მარგარეტ დაიაური ნგრევის პირას მყოფ კოშკებსა და შემცირებულ ტურისტებზე?
"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე: რას ჰყვება მარგარეტ დაიაური  ნგრევის პირას მყოფ კოშკებსა და შემცირებულ ტურისტებზე?

ულა­მა­ზე­სი, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი და მარ­გა­რეტ და­ი­ა­უ­რი წლე­ბის წინ მშობ­ლი­ურ მხა­რეს და­უბ­რუნ­დნენ. გი­ორ­გი სა­ცხოვ­რებ­ლად შა­ტილ­ში ექ­ვსი წლის წინ გა­და­ვი­და, მარ­გა­რე­ტი - ოთხი წლის წინ... წყვილ­მა შარ­შან შა­ტილ­ში იქორ­წი­ნა, გახ­სნეს კაფე, მარ­გა­რე­ტი შა­ტი­ლის სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მოღ­ვა­წე­ობ­და და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით ცდი­ლობ­დნენ შა­ტი­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ეც­ნოთ... ორი­ვე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ სო­ფელ­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს პრობ­ლე­მებ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულ­მა სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა შა­ტი­ლის კოშ­კე­ბის ნგრე­ვის შე­სა­ხებ...

მარ­გა­რეტ და­ი­ა­ურს სა­სა­უბ­როდ შა­ტილ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით...

- რო­გორც ვი­ცით, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა სულ ამა­ყობს, რომ შა­ტილს მნიშ­ვნე­ლო­ვან ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს.. რა სი­ტუ­ა­ცი­აა რე­ა­ლუ­რად მანდ?

- ძა­ლი­ან დიდი უყუ­რა­დღე­ბო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­დი­ან მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უამ­რავ რა­მეს გვპირ­დე­ბი­ან, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, მაგ­რამ შემ­დეგ, აქეთ გვი­წევს შეხ­სე­ნე­ბა და მუდ­მი­ვი მო­თხოვ­ნე­ბი, რომ შა­ტილ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. სო­ფელ­ში უამ­რა­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, და­წყე­ბუ­ლი ჰე­სი­დან, დენი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ითი­შე­ბა და ხში­რად, სრულ სიბ­ნე­ლე­ში, სი­ცი­ვე­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

ვერ ვამ­ზა­დებთ საჭ­მელს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მო­ბი­ლუ­რე­ბის და­ტენ­ვა­საც ვერ ვას­წრებთ, თავ­ზე გვენგრე­ვა შა­ტი­ლის სიმ­ბო­ლო, ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქი, არ გვაქვს ამ­ბუ­ლა­ტო­რია, არ გვყავს ისე­თი ექი­მი და ექთა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას მა­ინც გა­უ­წევს მო­სახ­ლე­ო­ბას. შარ­შან სკო­ლის სა­სა­დი­ლო და­იწ­ვა და ის ნა­გა­ვიც კი დღემ­დე ეზო­ში ყრია. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია გზე­ბი, მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მხო­ლოდ მი­ფუ­ჩე­ჩე­ბუ­ლად და ერთჯე­რა­დად გვარ­დე­ბა ეს სა­კი­თხე­ბი.

შემ­დეგ კი, ისევ, ხე­ლახ­ლა ზი­ან­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ან აღარ მუ­შა­ობს, ტუ­რის­ტე­ბიც კი აღარ და­დი­ან იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორც ადრე, როცა გამ­გე­ო­ბა უნდა ზრუ­ნავ­დეს მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე! ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ სო­ფე­ლი, თუმ­ცა იმ­დე­ნად დიდი რე­სურ­სი არ გვაქვს, მთელ ქვე­ყა­ნას მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი ხმა და ვაჩ­ვე­ნოთ ადა­მი­ა­ნებს, რამ­ხე­ლა სიმ­დიდ­რის და კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი სოფ­ლე­ბია ჩვენს კუ­თხე­ში.

- რო­დის შე­ამ­ჩნი­ეთ შა­ტი­ლის კოშ­კებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი, ვის მი­მარ­თეთ?

- შა­ტი­ლის ციხე-ქა­ლაქ­ში, წლე­ბის წინ და­ი­წყო კოშ­კე­ბის ნგრე­ვა. ძა­ლი­ან ბევ­რი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა და გა­ნად­გურ­და, ბევ­რს ბზა­რე­ბი გა­უჩ­ნდა და დღემ­დე სა­რის­კოა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად ჰქონ­და ძეგლ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთ-ორ კოშკს ჩა­უ­ტარ­და რეს­ტავ­რა­ცია, ისიც ძვე­ლე­ბუ­რი სტი­ლით არა, რო­გორც წე­სია, ახ­ლაც, რო­გორც კი გა­ი­გო ჩემ­მა მე­უღ­ლემ კოშ­კებს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ბა­ნის ჩა­მონ­გრე­ვა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთ­ში ჰქონ­და რე­ა­გი­რე­ბა და და­უ­კავ­შირ­და ძეგლ­თა დაც­ვას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის შე­სა­ხებ გა­ა­გე­ბი­ნა... თუმ­ცა, რე­აქ­ცია არ იყო ისე­თი, რო­გორ­საც ელო­და და სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა­ზე მო­უ­წია გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, „მთის ამ­ბე­ბის“ დახ­მა­რე­ბით, ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო და მე­ო­რე დღეს­ვე ამო­ვიდ­ნენ, გი­ორ­გი კი, აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე და­აბ­რუ­ნეს.

- რას ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კოშ­კე­ბის შე­სა­ხებ? მათი აზრი ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რია და დან­გრე­ვის საფრ­თხეს ხე­და­ვენ?

- რა თქმა უნდა, შა­ტილ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ამ დი­დე­ბუ­ლი ციხე-ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მას­ზე ზრუნ­ვა! შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დნენ ბა­ნის ჩა­მონ­გრე­ვა­ზე და ჩვე­ნი ხალ­ხი, ისე­ვე, რო­გორც მე და გი­ორ­გი, არ ვა­პი­რებთ გა­ჩუ­მე­ბას და ყვე­ლა ერ­თად, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ შა­ტი­ლის კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის.

- თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე სულ ცდი­ლობთ შა­ტი­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას... რამ­დე­ნად და­გიდ­გათ გვერ­დით სა­ხელ­მწი­ფო?

- გი­ორ­გი მე­ექ­ვსე წე­ლია შა­ტილ­ში დაბ­რუნ­და, მე მე­ო­თხე... ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს­გან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ გვქო­ნია, ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და ჩვე­ნი კუ­თხის სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, თქვე­ნი მე­უღ­ლის შე­უ­პოვ­რო­ბის შე­დე­გად იყო პა­სუ­ხი სა­ა­გენ­ტო­დან კოშ­კებ­ზე და რა კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს ჯერ­ჯე­რო­ბით, რას გვპირ­დე­ბი­ან?

- მე­ო­რე დღეს­ვე ამო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს ჩა­მონ­გრე­უ­ლი ბანი, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეს და შემ­დეგ, ძეგლ­თა დაც­ვის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად გად­მო­ვიდ­ნენ. გი­ორ­გიმ ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ხე­დი კოშ­კე­ბი ჩა­ა­ნიშ­ნი­ნა, რა­საც, რო­გორც თქვეს, ამ სე­ზონ­ზე ჩა­უ­ტა­რე­ბენ რეს­ტავ­რა­ცი­ას, და­ნარ­ჩენ კოშ­კებს კი, მო­მა­ვა­ლი წლი­დან... თუმ­ცა, ჩვენ არ დავ­ჯერ­დე­ბით მხო­ლოდ პი­რო­ბას და აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა დე­ტალს გა­ვა­კონ­ტრო­ლებთ, რო­დის და რო­გორ გა­კეთ­დე­ბა, მო­ვი­თხოვთ რომ ყვე­ლა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გვაჩ­ვე­ნონ და ისე გა­კეთ­დეს ყვე­ლა დე­ტა­ლი.

- თუ იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან კონ­ტრო­ლი? და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად არ მოხ­დეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­გორც ერ­თგან უკვე არას­წო­რი ფორ­მის ფან­ჯა­რა ჩა­ის­ვა...

- აუ­ცი­ლებ­ლად! რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, თი­თო­ე­უ­ლი წვრილ­მა­ნი გა­კონ­ტროლ­დე­ბა, არაფ­რის მოთ­მე­ნას არ ვა­პი­რებთ, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­კუ­თა­რი საქ­მე, მაქ­სი­მა­ლუ­რად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­ა­კე­თონ.

პ.ს. სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღარ მო­დი­ან, სა­ერ­თოდ არა­ვინ ცდი­ლობს, რომ ახალ­გაზ­რდებს მო­ტი­ვა­ცია მის­ცენ, მთა­ში პე­და­გო­გო­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სონ... პი­რა­დად მე, შა­ტილ­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თვის ვიბ­რძო­დი, რე­სურს ცენ­ტრში გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­სულ­მა ვნა­ხე, რო­გორ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ და­ე­მა­ტე­ბო­და თუ არა სკო­ლას ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი, მეს­მო­და რო­გორ სა­უბ­რობ­დნენ „ნეტა რა ჰგო­ნი­ათ ეს შა­ტი­ლი და მას­წავ­ლებ­ლო­ბა, რას მი­დი­ან იქ, რა ნახა ასე­თი”, სამი კვი­რა ვე­ლო­დი პა­სუხს და არ მიშ­ვებ­დნენ, სხვა ჩემს მა­გივ­რად და­ნებ­დე­ბო­და, მაგ­რამ მე გა­ვაპ­რო­ტეს­ტე და პი­რა­დად, მა­შინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან მო­ვი­თხო­ვე მას­წავ­ლებ­ლად გაშ­ვე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვი­წყე კი­დეც მუ­შა­ო­ბა.

პე­და­გო­გო­ბის პე­რი­ოდ­შიც, არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ მქონ­და, პი­რი­ქით, 90 ლა­რი­ან ხელ­ფას­ზე წა­მო­ვე­დი, მას­წავ­ლებ­ლის მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მით და შემ­დეგ 189 ლარი გა­მიხ­და. მუდ­მი­ვად სტრეს­ში ვი­ყა­ვი, არ მოს­წონ­დათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ გად­მო­დი­ოდ­ნენ და სი­უ­ჟე­ტებს იღებ­დნენ ჩემ­ზე, მუდ­მი­ვად შიში ჰქონ­დათ, რომ რამე ისე­თი არ გა­ე­გო ხალ­ხს, რაც წე­სით არ უნდა ხდე­ბო­დეს... რე­სურს ცენ­ტრში რე­კავ­დნენ, რომ მე­დია სკო­ლა­ში არ შე­ეშ­ვათ. იმ­დე­ნად დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, სკო­ლი­დან წა­მო­ვე­დი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო მაკარიძე
0

ულამაზესი წყვილი ხართ❤❤აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემართებით.ბევრი თქვენნაირი ადამიანი ჭირდება ჩვენს ქვეყანას❤❤❤❤

იზაბელა ნოღაიდელი
0

ეს რა ლამაზი ახალგაზრდები ხართ შვილებო.მოხარია თქვენი არსებობა.იდღეგრძელეთ!!!!

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე: რას ჰყვება მარგარეტ დაიაური ნგრევის პირას მყოფ კოშკებსა და შემცირებულ ტურისტებზე?

"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე: რას ჰყვება მარგარეტ დაიაური  ნგრევის პირას მყოფ კოშკებსა და შემცირებულ ტურისტებზე?

ულამაზესი, ახალგაზრდა წყვილი გიორგი ჭინჭარაული და მარგარეტ დაიაური წლების წინ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდნენ. გიორგი საცხოვრებლად შატილში ექვსი წლის წინ გადავიდა, მარგარეტი - ოთხი წლის წინ... წყვილმა შარშან შატილში იქორწინა, გახსნეს კაფე, მარგარეტი შატილის სკოლაში პედაგოგად მოღვაწეობდა და თავდაუზოგავი შრომით ცდილობდნენ შატილი მსოფლიოსთვის გაეცნოთ... ორივე ხმამაღლა საუბრობენ სოფელში შექმნილ უმძიმეს პრობლემებზე, რამდენიმე დღის წინ კი გიორგი ჭინჭარაულმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა შატილის კოშკების ნგრევის შესახებ...

მარგარეტ დაიაურს სასაუბროდ შატილში დავუკავშირდით...

- როგორც ვიცით, დღევანდელი მთავრობა სულ ამაყობს, რომ შატილს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.. რა სიტუაციაა რეალურად მანდ?

- ძალიან დიდი უყურადღებობაა, განსაკუთრებით, ბოლო არჩევნების შემდეგ. საარჩევნოდ გამოდიან მთავრობის წარმომადგენლები და უამრავ რამეს გვპირდებიან, როგორც სჩვევიათ, მაგრამ შემდეგ, აქეთ გვიწევს შეხსენება და მუდმივი მოთხოვნები, რომ შატილში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სოფელში უამრავი სერიოზული პრობლემაა, დაწყებული ჰესიდან, დენი დღეში რამდენჯერმე ითიშება და ხშირად, სრულ სიბნელეში, სიცივეში გვიწევს ცხოვრება.

ვერ ვამზადებთ საჭმელს, ელემენტარული, მობილურების დატენვასაც ვერ ვასწრებთ, თავზე გვენგრევა შატილის სიმბოლო, ისტორიული ციხე-ქალაქი, არ გვაქვს ამბულატორია, არ გვყავს ისეთი ექიმი და ექთანი, რომელიც პირველად დახმარებას მაინც გაუწევს მოსახლეობას. შარშან სკოლის სასადილო დაიწვა და ის ნაგავიც კი დღემდე ეზოში ყრია. მოუწესრიგებელია გზები, მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ რეალურად, მხოლოდ მიფუჩეჩებულად და ერთჯერადად გვარდება ეს საკითხები.

შემდეგ კი, ისევ, ხელახლა ზიანდება ყველაფერი ან აღარ მუშაობს, ტურისტებიც კი აღარ დადიან იმ რაოდენობით, როგორც ადრე, როცა გამგეობა უნდა ზრუნავდეს მის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციაზე! ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ სოფელი, თუმცა იმდენად დიდი რესურსი არ გვაქვს, მთელ ქვეყანას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და ვაჩვენოთ ადამიანებს, რამხელა სიმდიდრის და კულტურის მატარებელი სოფლებია ჩვენს კუთხეში.

- როდის შეამჩნიეთ შატილის კოშკებზე პრობლემები, ვის მიმართეთ?

- შატილის ციხე-ქალაქში, წლების წინ დაიწყო კოშკების ნგრევა. ძალიან ბევრი მთლიანად ჩამოიშალა და განადგურდა, ბევრს ბზარები გაუჩნდა და დღემდე სარისკოა მათი მდგომარეობა. ინფორმაცია მუდმივად ჰქონდა ძეგლთა დაცვის სამსახურს, თუმცა მხოლოდ ერთ-ორ კოშკს ჩაუტარდა რესტავრაცია, ისიც ძველებური სტილით არა, როგორც წესია, ახლაც, როგორც კი გაიგო ჩემმა მეუღლემ კოშკებს შორის დამაკავშირებელი ბანის ჩამონგრევაზე, დაახლოებით, 10 წუთში ჰქონდა რეაგირება და დაუკავშირდა ძეგლთა დაცვას და საზოგადოებას ამის შესახებ გააგებინა... თუმცა, რეაქცია არ იყო ისეთი, როგორსაც ელოდა და სამსახურის დატოვებაზე მოუწია განცხადების დაწერა. საბედნიეროდ, „მთის ამბების“ დახმარებით, ეს ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო და მეორე დღესვე ამოვიდნენ, გიორგი კი, აღნიშნულ პოზიციაზე დააბრუნეს.

- რას ამბობენ ადგილობრივები კოშკების შესახებ? მათი აზრი ყველაზე კომპეტენტურია და დანგრევის საფრთხეს ხედავენ?

- რა თქმა უნდა, შატილში მცხოვრებთათვის უმნიშვნელოვანესია, როგორც მთელი საქართველოსთვის, ამ დიდებული ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა! შესაბამისად, ძალიან გაბრაზდნენ ბანის ჩამონგრევაზე და ჩვენი ხალხი, ისევე, როგორც მე და გიორგი, არ ვაპირებთ გაჩუმებას და ყველა ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებთ შატილის კულტურული ძეგლის რეაბილიტაციისთვის.

- თქვენ და თქვენი მეუღლე სულ ცდილობთ შატილის პოპულარიზაციას... რამდენად დაგიდგათ გვერდით სახელმწიფო?

- გიორგი მეექვსე წელია შატილში დაბრუნდა, მე მეოთხე... ამ წლების მანძილზე, სახელმწიფოსგან, აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია, ყველაფერს საკუთარი სურვილით და ჩვენი კუთხის სიყვარულით ვაკეთებთ.

- როგორც გავიგეთ, თქვენი მეუღლის შეუპოვრობის შედეგად იყო პასუხი სააგენტოდან კოშკებზე და რა კონკრეტული ღონისძიებები გაატარეს ჯერჯერობით, რას გვპირდებიან?

- მეორე დღესვე ამოვიდნენ, ნახეს ჩამონგრეული ბანი, ფოტოები გადაუღეს და შემდეგ, ძეგლთა დაცვის დირექტორთან ერთად გადმოვიდნენ. გიორგიმ ყველა დაზიანებული და ყველაზე მეტად მისახედი კოშკები ჩაანიშნინა, რასაც, როგორც თქვეს, ამ სეზონზე ჩაუტარებენ რესტავრაციას, დანარჩენ კოშკებს კი, მომავალი წლიდან... თუმცა, ჩვენ არ დავჯერდებით მხოლოდ პირობას და აუცილებლად, ყველა დეტალს გავაკონტროლებთ, როდის და როგორ გაკეთდება, მოვითხოვთ რომ ყველაფერი ოფიციალურად გვაჩვენონ და ისე გაკეთდეს ყველა დეტალი.

- თუ იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან კონტროლი? დამახინჯებულად არ მოხდეს რეაბილიტაცია, როგორც ერთგან უკვე არასწორი ფორმის ფანჯარა ჩაისვა...

- აუცილებლად! როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული წვრილმანი გაკონტროლდება, არაფრის მოთმენას არ ვაპირებთ, ისინი ვალდებულები არიან საკუთარი საქმე, მაქსიმალურად, პროფესიონალურად გააკეთონ.

პ.ს. სკოლაში მასწავლებლები აღარ მოდიან, საერთოდ არავინ ცდილობს, რომ ახალგაზრდებს მოტივაცია მისცენ, მთაში პედაგოგობით დააინტერესონ... პირადად მე, შატილში მასწავლებლობისთვის ვიბრძოდი, რესურს ცენტრში გასაუბრებაზე მისულმა ვნახე, როგორ არ აინტერესებდათ დაემატებოდა თუ არა სკოლას ახალგაზრდა მასწავლებელი, მესმოდა როგორ საუბრობდნენ „ნეტა რა ჰგონიათ ეს შატილი და მასწავლებლობა, რას მიდიან იქ, რა ნახა ასეთი”, სამი კვირა ველოდი პასუხს და არ მიშვებდნენ, სხვა ჩემს მაგივრად დანებდებოდა, მაგრამ მე გავაპროტესტე და პირადად, მაშინდელი გუბერნატორისგან მოვითხოვე მასწავლებლად გაშვება. რამდენიმე დღეში დავიწყე კიდეც მუშაობა.

პედაგოგობის პერიოდშიც, არანაირი მხარდაჭერა არ მქონდა, პირიქით, 90 ლარიან ხელფასზე წამოვედი, მასწავლებლის მაძიებლის პროგრამით და შემდეგ 189 ლარი გამიხდა. მუდმივად სტრესში ვიყავი, არ მოსწონდათ ჟურნალისტები რომ გადმოდიოდნენ და სიუჟეტებს იღებდნენ ჩემზე, მუდმივად შიში ჰქონდათ, რომ რამე ისეთი არ გაეგო ხალხს, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს... რესურს ცენტრში რეკავდნენ, რომ მედია სკოლაში არ შეეშვათ. იმდენად დამთრგუნველი იყო ეს ყველაფერი, სკოლიდან წამოვედი.