სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ოთხმა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე... როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ" - ზარქუა ვატო წერეთელზე
"თურმე ოთხმა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე... როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ" - ზარქუა ვატო წერეთელზე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი ზარ­ქუას შე­ფა­სე­ბით, ის, რაც აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევრ ანრი ოხა­ნაშ­ვილსა და ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ვატო წე­რე­თელს შო­რის მოხ­და, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ვახო წე­რე­თე­ლი მი­ეჭ­რა ანრი ოხა­ნაშ­ვილს და შე­უ­რაცმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

"დღეს ად­გი­ლი ქონ­და ბინ­ძურ პრო­ვო­კა­ცი­ას, ჩემი მე­გობ­რის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის მი­მართ!! ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ვახო წე­რე­თე­ლი მი­ეჭ­რა ან­რის და შე­უ­რაცმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა, რომ­ლის აქ და­წე­რაც კი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ საქ­ცი­ელს და ამ შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ტი­ვის და მი­ზე­ზის დად­გე­ნის მცდე­ლო­ბი­სას, მოყ­ვა გარ­კვე­უ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის!.. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მხო­ლოდ მათ შო­რის! ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ვინც იქ შე­ვეს­წა­რით ამ ამ­ბავს, მათ ვაშ­ვე­ლებ­დით! ეს არის სი­მარ­თლე და ეს ნახა იქ მყოფ­ნა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მაა, ამას და­ად­გენს კად­რე­ბიც, თუ გა­სა­ჯა­როვ­და, ხოლო რაც ახლა ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ით მეს­მის, რომ თურ­მე 4 კაც­მა გავ­ლა­ხეთ და დავ­ჩაგ­რეთ, ეს არის მტკნა­რი სიც­რუე და ეს არა­ფერ­ში წე­რია! ბუ­ნებ­რი­ვია, ცუ­დია რაც მოხ­და და მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებ სხვას, იმის­თვი­საც მზად უნდა იყო, რომ პა­სუხს მი­ი­ღებ იმ კა­ცის­გან! კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რა თქმა უნდა და­საგ­მო­ბია რაც მოხ­და და მი­უ­ღე­ბე­ლი, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია ან­რის წი­ნა­აღ­მდეგ!“,- წერს ირაკ­ლი ზარ­ქუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისაბედი
2

არიქა, დაიტაცეს დაჩაგრული ვატო გულშემატკივარმა ტელევიიებმა. აბა ჰე, გამწკრივდით ახლა პარლამენტთან ინგას მოთქმის ფონზე.

ბაია
2

წერეთლის ინტელექტუალურ გამომეტყველებას რომ შეხედავ, ცხადი გახდება, ვისი მოწყობილია პროვოკაცია.

ავტორი:

"თურმე ოთხმა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე... როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ" - ზარქუა ვატო წერეთელზე

"თურმე ოთხმა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე... როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ" - ზარქუა ვატო წერეთელზე

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ის, რაც აშშ-ის საელჩოში "ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მოხდა, ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრი ოხანაშვილს და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა.

"დღეს ადგილი ქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფნა უამრავმა ადამიანმაა, ამას დაადგენს კადრებიც, თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!“,- წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: