სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს" - ომბუდსმენი
"შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს" - ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მოძ­რა­ო­ბა "შინ ევ­რო­პის­კენ“ მიერ წარ­მო­ე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და აცხა­დებს, რომ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი და მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლის სხვა ფაქ­ტე­ბი ქმნის და­მა­ში­ნე­ბელ გა­რე­მოს და შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს.

ომ­ბუდსმე­ნი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბით, ხელი შე­უ­წყონ მოძ­რა­ო­ბა "შინ ევ­რო­პის­კენ“ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის მშვიდ და უსაფრ­თხო ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მარ­თვას.

"დღეს და გუ­შინ, აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მოძ­რა­ო­ბა "შინ ევ­რო­პის­კენ“ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ სი­ტყვი­ე­რი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, მე­დი­ის ცნო­ბით, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, სტუ­დენ­ტებს და პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და 3 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით მო­სახ­ლე­ო­ბას ხვდე­ბი­ან, საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი უშ­ლი­ან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძა­ლა­დობ­რივ ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­შიც.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ წი­ნას­წარ გა­ცხა­დე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ამ მიზ­ნით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­რა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სრუ­ლად და­ცუ­ლია შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით, რომ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი და მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლის სხვა ფაქ­ტე­ბი ქმნის და­მა­ში­ნე­ბელ გა­რე­მოს და შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, აღ­ნიშ­ნულს კი შე­საძ­ლოა მსუს­ხა­ვი ეფექ­ტი ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნა­ში შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ზე და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს აგ­რე­სი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბას.

ამ­დე­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბით, ხელი შე­უ­წყონ მოძ­რა­ო­ბა "შინ ევ­რო­პის­კენ“ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის მშვიდ და უსაფრ­თხო ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მარ­თვას და დრო­უ­ლად აღ­კვე­თონ მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და მათი მცდე­ლო­ბე­ბი. ხოლო, და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცველ ფაქ­ტებ­ზე და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეფექ­ტი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოს სტუ­დენ­ტთა უსაფრ­თხო­ე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­სა­მე პირ­თა დაშ­ვე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და ინ­ცი­დენ­ტებ­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის გზით.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
12

რატომ არის რომ ოპოზიციაზე, ან სახალხო დამცველზე პირველი ათი კომენტარი ყოველტვის უარყოფითია? ხვდებით ალბათ,,,,

!!!
1

ღმერთმა დაიფაროს ყველა, შენი დასაცავი რომ არ გახდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს" - ომბუდსმენი

"შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი მოძრაობა "შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა "შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას.

"დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა "შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა "შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები. ხოლო, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით.