ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა პირდაპირ შემოგდებულია "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რაღაც მიზანმიმართულად ხდება, თორემ ლოგიკით, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იმ დეპუტატებს, რომლებმაც "ქართული ოცნება“ დატოვეს, სურთ საზოგადოებამ გაიგოს კულისებს მიღმა რა ხდება.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, რომლის მიზანიც ქვეყნის ომში ჩათრევაა.
"არის თემები, რომელსაც ხშირად ვიხილავდით უმრავლესობის შიგნით, თუმცა, იყო აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიეწოდება ეს ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. აქ იყო ჩვენი განსხვავებული პოზიცია, რომ მეტი სიცხადისა და დამაჯერებლობისთვის აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ მეტი იცოდეს არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. არის საკითხები, რომლებიც ხმამაღლა არ ითქმის და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება თავისუფლება იმისთვის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, კულისებს მიღმა რა ხდებოდა და რა ხდება. აუცილებელია, ჩვენი პატარა ქვეყანა საშიშროებას ავარიდოთ და ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ვიფიქროთ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის თემა პირდაპირ შემოგდებულია "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რაღაც მიზანმიმართულად ხდება, თორემ ლოგიკით, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო. აკერმანი ჩამოსული იყო და შეთქმულების მთელ ამ სისტემაში ჩართული არიან ყველა ოპოზიციური პარტია, რამდენიმეს გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე "ნაციონალური მოძრაობის“ ეს ახალგაზრდული ფრთა. რაღაცაზე უარის თქმის გამო ჩვენ ვისჯებით. რატომ ვისჯებით?! საქართველოს სტატუსი რატომ არ მისცეს?! დრო 6 თვე რასთან დაკავშირებით დაგვიწესეს?! - შეთქმულება არის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს ინტერესი, ეს კეთდება სპეციალურად, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ასევე იხილეთ:
ომში ჩათრევა ომში ჩათრევა.. ამოვიდა ყელში ... თუ ჩათრევა უნდათ ისე ჩაითრევენ რომ დილით რომ გაიღვიძებ ბრძოლის ველზე ამოყოფ თავს... ეს იქედან გამომდინარე რომ ამბობთ. რომ პატარა ქვეყანა ვართ და ვის რა წინაღმდეგობა უნდა გაუწიოთო .. ასე რომ პატარა და უსუსური თუ ხარ , ვისაც რა მოესურვება იმას გაკეთებს.. მაგას ჯობია რომ მოტივაციაზე სულიერ სიძლიერეზე ერის ერთიანობაზე , სამშობლოს იდეოლოგიაზე გაკეთოთ განცხადებები ... არ ის რომ ხალხში იმის შიში დათესოთ რომ თურემ ისეთი უპატრონო და უსუსრები ვართ რომ , არაფერის თავი არ გვაქვს... მგელი მგელი.. და ბოლოს მართლა არ მოგვადგეს ეგ მგელი.
დაქცეული ქვეყანა უნიათო მთავრობა ვის ექაჩებით ვის უპირისპირდებით რუსების იმედი გაქვთ აზრზე მოდით