კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ “500 დოლარის ისწავლეთ” - ფინანსური პირამიდები Teslamedia და lyst-ი თანხას აღარ გასცემს
"ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ “500 დოლარის ისწავლეთ” - ფინანსური პირამიდები Teslamedia და lyst-ი თანხას აღარ გასცემს

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ე.წ. ციფ­რუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბის შემ­დეგ, ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ჰპირ­დე­ბა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ამ­გვა­რი პი­რა­მი­დუ­ლი სქე­მით მოქ­მე­დე­ბის დროს ხდე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი ინ­ვეს­ტი­რე­ბულ თან­ხა­საც ვე­ღარ იბ­რუ­ნებს უკან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი ბო­ტა­სე­ბის შემ­დეგ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და tesla media და lyst.

  • ამ ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­ხმა­რე­ბელს გა­დახ­დი­ლი ფუ­ლის შემ­დეგ, ვი­დე­ო­ე­ბი უნდა ენა­ხა, რა­შიც სის­ტე­მა გარ­კვე­ულ ანა­ზღა­უ­რე­ბას აძ­ლევ­და.

დღეს რო­გორცTesla Media-ს, ასე­ვე lyst-ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი წერს, რომ ისი­ნი თან­ხას ვე­ღარ იბ­რუ­ნე­ბენ და სის­ტე­მა ფუ­ლის გა­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აღარ აძ­ლევთ.

  • თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე და წერს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

"სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ჩემი პროგ­ნო­ზი ახდა (stepen, tesla media, lyst) ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე დას­რულ­და რო­გორც ვწერ­დი.

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა “ქი­ლი­კი” ესეთ დროს. ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს ფული. არა უშავს. მოდი ესე შევ­ხე­დოთ, თქვენ ვინც ფული და­კარ­გეთ, ჩათ­ვა­ლეთ “500 დო­ლა­რის ის­წავ­ლეთ”

მო­მა­ვალ­ში სა­ნამ და­ა­პი­რებთ მსგავს ინ­ვეს­ტი­ცი­ას, ყო­ველ­თვის მი­მარ­თეთ თქვენს გარ­შე­მო მყოფ ფი­ნან­სის­ტებს, ან მომ­წე­რეთ ნე­ბის­მი­ერ დროს. არა­სო­დეს დაგ­ზარ­დე­ბით გო­ნივ­რუ­ლი რჩე­ვის­თვის.

ახლა უბ­რა­ლოდ მარ­ტი­ვად შე­ხე­დეთ ამ “მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას” და გა­აგ­რძე­ლეთ მშვი­დად ცხოვ­რე­ბა“, - წერს აბე­სა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დე­ბი ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. მა­გა­ლი­თად, Google Trend-ის მი­ხედ­ვით, Teslamedia ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ყირ­გი­ზეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
2

მუგთა ფული ............ მუგთა მარტო ყველი სათაგურში.

პუშლა (იგივე ომში კოხტა და უშიშარი)
4

ვააა ტესლა კარგი იყო ცოტაც გაექაჩა რააა იპოთემური სესხი გამასტუმრებინა 10000 დოლარაი მქონდა ვალი და 5000 გავისტუმრე კიდევ რომ გაექაჩა ბინის ყიდვას ვაპირებდი კიდევ მაგრამ არაუშავს მაინც მადლობელი ვარ....

ავტორი:

"ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ “500 დოლარის ისწავლეთ” - ფინანსური პირამიდები Teslamedia და lyst-ი თანხას აღარ გასცემს

"ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ “500 დოლარის ისწავლეთ” - ფინანსური პირამიდები Teslamedia და lyst-ი თანხას აღარ გასცემს

ბოლო პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ე.წ. ციფრული ფინანსური პირამიდებია პოპულარული, რომლებიც მომხმარებელს გარკვეული რაოდენობის თანხის ინვესტირების შემდეგ, ფულის გამომუშავებას ჰპირდება, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ამგვარი პირამიდული სქემით მოქმედების დროს ხდება, მომხმარებლის დიდი ნაწილი ინვესტირებულ თანხასაც ვეღარ იბრუნებს უკან.

საქართველოში ციფრული ბოტასების შემდეგ პოპულარული გახდა tesla media და lyst.

  • ამ ფინანსური პირამიდების მიხედვით, მომხმარებელს გადახდილი ფულის შემდეგ, ვიდეოები უნდა ენახა, რაშიც სისტემა გარკვეულ ანაზღაურებას აძლევდა.

დღეს როგორცTesla Media-ს, ასევე lyst-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილი წერს, რომ ისინი თანხას ვეღარ იბრუნებენ და სისტემა ფულის გატანის საშუალებას აღარ აძლევთ.

  • თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება ეკონომისტი ოთო აბესაძე და წერს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო.

"სამწუხაროდ, ყველა ჩემი პროგნოზი ახდა (stepen, tesla media, lyst) ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდა როგორც ვწერდი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება “ქილიკი” ესეთ დროს. ადამიანებმა დაკარგეს ფული. არა უშავს. მოდი ესე შევხედოთ, თქვენ ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ “500 დოლარის ისწავლეთ”

მომავალში სანამ დააპირებთ მსგავს ინვესტიციას, ყოველთვის მიმართეთ თქვენს გარშემო მყოფ ფინანსისტებს, ან მომწერეთ ნებისმიერ დროს. არასოდეს დაგზარდებით გონივრული რჩევისთვის.

ახლა უბრალოდ მარტივად შეხედეთ ამ “მიღებულ განათლებას” და გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება“, - წერს აბესაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფინანსური პირამიდები ფინანსური კუთხით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშია პოპულარული. მაგალითად, Google Trend-ის მიხედვით, Teslamedia ყველაზე პოპულარული იყო საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.