სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ ოჯახში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ იყო 48 წლის "აფხაზი მილიარდერი”, რომელიც ცოლთან ერთად მოსკოვში მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?
"ამბობენ, რომ ოჯახში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ იყო 48 წლის "აფხაზი მილიარდერი”, რომელიც ცოლთან ერთად მოსკოვში მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?

მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში, კერ­ძო სახ­ლში 48 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი, რუ­სულ ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში "აფხაზ მი­ლი­არ­დე­რად" წო­დე­ბუ­ლი ევ­გე­ნი პა­ლან­ტი მოკ­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლში ნა­პოვ­ნია მისი ცო­ლის ცხე­და­რიც. ორი­ვე მათ­განს ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. პა­ლანტს აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის А-Мобаил-ის მფლო­ბე­ლი იყო.

msk1.ru-ს ცნო­ბით, 48 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მისი 50 წლის მე­უღ­ლის, ოლგა პა­ლან­ტის ცხედ­რე­ბი, ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს ზარ­ა­ჩას და­სახ­ლე­ბა­ში იპო­ვეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სა­უ­ბა­რია ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ზე. ცხედ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის გერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

არ­სე­ბობს სხვა ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბაა. პა­ლან­ტი საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, ის მნიშ­ვნე­ლო­ვან წილს ფლობ­და სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია Инсталсайт -ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და მის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც დიდი იყო.

"პა­ლან­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი, ყვე­ლა­ზე დიდი მო­ბი­ლუ­რი კომ­პა­ნია А-Мобаил... ბიზ­ნეს­მე­ნი აფხა­ზეთ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა რუ­სეთ­ში, მოს­კოვ­ში მი­ი­ღო და კა­რი­ე­რაც იქ გა­ი­კე­თა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნი 90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­გა­რე­მო­თი და­ინ­ტე­რეს­და და უმე­ტეს დროს აფხა­ზეთ­ში ატა­რებ­და.

ევ­გე­ნი პა­ლან­ტი

თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ებ­და ბიზ­ნესს რუ­სეთ­ში. 2009 წლი­დან პა­ლან­ტი სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია IK Instalsight-ის 33,3%-ს მფლო­ბე­ლი იყო.

პა­ლან­ტი აქ­ტი­უ­რად აფი­ნან­სებ­და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ის სრუ­ლად ინა­ხავ­და სო­ხუმ­ში არ­სე­ბულ, ფა­ზილ ის­კან­დე­რის სა­ხე­ლო­ბის რუ­სულ დრა­მა­ტულ თე­ატრსაც" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, 2006 წლი­დან, პა­ლან­ტი ტე­ლე­კომ-ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი და იმა­ვე წელს, აფხა­ზეთ­ში და­ა­ფუძნა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ბი­ლუ­რი კომ­პა­ნია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სა­ტე­ლეგ­რა­ფო-სა­ტე­ლე­ფო­ნო სად­გუ­რის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც იყო, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია Абхазсвязь-ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო.

პა­ლან­ტის მკვლე­ლო­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა А-Мобаил-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბო­რის ბარ­ცი­ცი, რომ­ლის თქმი­თაც, მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და მე­ცე­ნა­ტი და­კარ­გეს.

"ის აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო. აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და­ა­ფუძნა და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა. ამას­თან, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მხარ­ში დად­გო­მო­და ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას.." - აღ­ნიშ­ნა ბარ­ციც­მა ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

კი­დევ ერთი კომ­პა­ნია, რომ­ლის 51,14 %-საც ბიზ­ნეს­მე­ნი ფლობ­და, არის კომ­პა­ნია ЮМТ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი იყო მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სე­ბის შექ­მნი­თა და გა­მო­ყე­ნე­ბით. კომ­პა­ნი­ის მე­ო­რე მფლო­ბე­ლი იყო ბიზ­ნეს­მე­ნი სერ­გეი გლემ­ბეც­კოი, რო­მე­ლიც მისი პარტნი­ო­რი იყო კომ­პა­ნია Инсталсайту -შიც.

უფრო ადრე პა­ლანტს წი­ლე­ბი ჰქონ­და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია Гранд строй-სა და Зуевка-ში. თუმ­ცა, გა­ირ­კვა, რომ ორი­ვე კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ, ე.წ. ად­რე­ნა­ლი­ნის მოყ­ვა­რულ პი­რებს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. კერ­ძოდ, მათ ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში დი­დძალ ფულს იღებ­და. 2016 წელს ორი­ვე კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა და მა­ლე­ვე გა­კოტ­რდა.

ევ­გე­ნი პა­ლან­ტი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ცოლი გა­სულ წლებ­შიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქმრის ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბებ­ში.

"ვიცი, რომ აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლი ჰქონ­და და აქეთ ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და, კი­დევ კარ­გი, რომ აქ არ მოკ­ლეს, თო­რემ სა­ბო­ლო­ოდ გვა­ღი­ა­რებ­დნენ კრი­მი­ნა­ლურ ქვეყ­ნად. თან სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი და­ი­წყო და მცი­რე შე­ტა­კე­ბე­ბი ისე­დაც გარ­და­უ­ვა­ლია. ამ­ბობ­დნენ, რომ ცოლ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მის მო­შო­რე­ბას აპი­რებ­და, რა­საც ცოლი ვერ ეგუ­ე­ბო­და. თუმ­ცა, დიდ ფულს ყო­ველ­თვის ახ­ლავს სის­ხლი, ტყვია და სიკ­ვდი­ლი" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით "შავი მეფე".

"აფხა­ზეთ­ში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნე­სიც და­ი­წყო, მაგ­რამ აქა­ურ­მა განგსტე­რებ­მა დაბ­ლო­კეს - იმ­ხე­ლა წილი მოს­თხო­ვეს, მა­შინ ამათ­თვის უნდა ემუ­შა­ვა... ცუ­დია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სო­ხუმს ერთი თე­ატ­რი ჰქონ­და, რო­მელ­საც პა­ლან­ტი აფი­ნან­სებ­და, ახლა კი რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. ახლა ისე­თი დროა რუ­სეთ­ში, რომ მგლე­ბის შებ­რძო­ლე­ბა მი­მი­ქა­რავს - მა­ფი­ო­ზე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის იბ­რძვი­ან, არა­ვინ იცის, პა­ლან­ტი რას შე­ე­წი­რა და ვერც ვე­რას­დროს გა­ვი­გებთ" - მი­აჩ­ნია ლე­ი­ლა გუ­ლი­ას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლონიდი
5

ამბობენ მილიარდს თუ ერთი თეთრი აკლია უკვე მილიარდი აღარა

Tako
5

Da dacva sad iyo??

ავტორი:

"ამბობენ, რომ ოჯახში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ იყო 48 წლის "აფხაზი მილიარდერი”, რომელიც ცოლთან ერთად მოსკოვში მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?

"ამბობენ, რომ ოჯახში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ იყო 48 წლის "აფხაზი მილიარდერი”, რომელიც ცოლთან ერთად მოსკოვში მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?

მოსკოვის გარეუბანში, კერძო სახლში 48 წლის ბიზნესმენი, რუსულ ბიზნესწრეებში "აფხაზ მილიარდერად" წოდებული ევგენი პალანტი მოკლეს. ბიზნესმენის სახლში ნაპოვნია მისი ცოლის ცხედარიც. ორივე მათგანს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. პალანტს აფხაზეთში რამდენიმე ბიზნესი ჰქონდა. ის რეგიონში ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის А-Мобаил-ის მფლობელი იყო.

msk1.ru-ს ცნობით, 48 წლის ბიზნესმენისა და მისი 50 წლის მეუღლის, ოლგა პალანტის ცხედრები, ორშაბათს საღამოს ზარაჩას დასახლებაში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაზე. ცხედრები ბიზნესმენის გერმა აღმოაჩინა.

არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მკვლელობის მოტივი წილების გადანაწილებაა. პალანტი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ის მნიშვნელოვან წილს ფლობდა საინჟინრო კომპანია Инсталсайт -ში. აღნიშნული კომპანია რამდენიმე ორგანიზაციას ემსახურებოდა და მის მიმართ ინტერესიც დიდი იყო.

"პალანტის მფლობელობაში იყო აფხაზეთში მოქმედი, ყველაზე დიდი მობილური კომპანია А-Мобаил... ბიზნესმენი აფხაზეთში დაიბადა, მაგრამ განათლება რუსეთში, მოსკოვში მიიღო და კარიერაც იქ გაიკეთა. რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი 90-იანი წლების ომის შემდეგ ადგილობრივი ბიზნესგარემოთი დაინტერესდა და უმეტეს დროს აფხაზეთში ატარებდა.

ევგენი პალანტი

თუმცა, იმავდროულად აქტიურად აწარმოებდა ბიზნესს რუსეთში. 2009 წლიდან პალანტი საინჟინრო კომპანია IK Instalsight-ის 33,3%-ს მფლობელი იყო.

პალანტი აქტიურად აფინანსებდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ის სრულად ინახავდა სოხუმში არსებულ, ფაზილ ისკანდერის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრსაც" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, 2006 წლიდან, პალანტი ტელეკომ-ბიზნესში იყო ჩართული და იმავე წელს, აფხაზეთში დააფუძნა აღნიშნული მობილური კომპანია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის საქალაქთაშორისო სატელეგრაფო-სატელეფონო სადგურის თანამფლობელიც იყო, რომელიც აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომპანია Абхазсвязь-ის დაქვემდებარებაში იყო.

პალანტის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა А-Мобаил-ის გენერალური დირექტორი ბორის ბარციცი, რომლის თქმითაც, მათ წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი დაკარგეს.

"ის აფხაზეთის მოქალაქე იყო. აფხაზეთში არაერთი წარმატებული ბიზნესი დააფუძნა და მრავალი ადამიანი დაასაქმა. ამასთან, ყველანაირად ცდილობდა, მხარში დადგომოდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას.." - აღნიშნა ბარციცმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ ერთი კომპანია, რომლის 51,14 %-საც ბიზნესმენი ფლობდა, არის კომპანია ЮМТ, რომელიც დაკავებული იყო მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო რესურსების შექმნითა და გამოყენებით. კომპანიის მეორე მფლობელი იყო ბიზნესმენი სერგეი გლემბეცკოი, რომელიც მისი პარტნიორი იყო კომპანია Инсталсайту -შიც.

უფრო ადრე პალანტს წილები ჰქონდა სამშენებლო კომპანია Гранд строй-სა და Зуевка-ში. თუმცა, გაირკვა, რომ ორივე კომპანია დაინტერესებულ, ე.წ. ადრენალინის მოყვარულ პირებს სხვადასხვა ადგილებში გარეულ ცხოველებზე მონადირებაში ეხმარებოდა. კერძოდ, მათ ადგილის შერჩევასა და ტრანსპორტირებაში დიდძალ ფულს იღებდა. 2016 წელს ორივე კომპანია დაიხურა და მალევე გაკოტრდა.

ევგენი პალანტი მეუღლესთან ერთად

აფხაზური მედიის ცნობით, მოკლული ბიზნესმენის ცოლი გასულ წლებშიც თავადაც მონაწილეობდა ქმრის ბიზნესგარიგებებში.

"ვიცი, რომ აფხაზეთში რამდენიმე სახლი ჰქონდა და აქეთ ხშირად ჩამოდიოდა, კიდევ კარგი, რომ აქ არ მოკლეს, თორემ საბოლოოდ გვაღიარებდნენ კრიმინალურ ქვეყნად. თან საკურორტო სეზონი დაიწყო და მცირე შეტაკებები ისედაც გარდაუვალია. ამბობდნენ, რომ ცოლთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მის მოშორებას აპირებდა, რასაც ცოლი ვერ ეგუებოდა. თუმცა, დიდ ფულს ყოველთვის ახლავს სისხლი, ტყვია და სიკვდილი" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "შავი მეფე".

"აფხაზეთში სამშენებლო კომპანიის ბიზნესიც დაიწყო, მაგრამ აქაურმა განგსტერებმა დაბლოკეს - იმხელა წილი მოსთხოვეს, მაშინ ამათთვის უნდა ემუშავა... ცუდია, თუნდაც იმიტომ, რომ სოხუმს ერთი თეატრი ჰქონდა, რომელსაც პალანტი აფინანსებდა, ახლა კი რა იქნება, არავინ იცის. ახლა ისეთი დროა რუსეთში, რომ მგლების შებრძოლება მიმიქარავს - მაფიოზები გადარჩენისა და გაძლიერებისთვის იბრძვიან, არავინ იცის, პალანტი რას შეეწირა და ვერც ვერასდროს გავიგებთ" - მიაჩნია ლეილა გულიას.