სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრუფელზე ლეგენდები დადის, რომ განსაკუთრებული გემო აქვს... მისი ფასი 5000 ევრომდეა" - რას ამბობს გიორგი სულამანიძე სოკოს უიშვიათეს სახეობაზე, რომელიც ლაგოდეხში აღმოაჩინეს
"ტრუფელზე ლეგენდები დადის, რომ განსაკუთრებული გემო აქვს... მისი ფასი 5000 ევრომდეა" - რას ამბობს გიორგი სულამანიძე სოკოს უიშვიათეს სახეობაზე, რომელიც ლაგოდეხში აღმოაჩინეს

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­კოს უიშ­ვი­ა­თე­სი სა­ხე­ო­ბა ზა­ფხუ­ლის ტრუ­ფე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სოკო ტყე­ში ლა­გო­დე­ხის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი სუ­ლა­მა­ნი­ძემ იპო­ვა. უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სა­გე­ბად AMBEBI.GE ბა­ტონ გი­ორ­გის პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­კოს ეს იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბა გე­მო­სა და სურ­ნე­ლის გარ­და, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი­თაც არის და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი

გი­ორ­გი სუ­ლა­მა­ნი­ძე:

- და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ვფიქ­რობთ, რომ აქამ­დე გა­რე­უ­ლი ღო­რე­ბი გვას­წრებ­დნენ სო­კოს ამ სა­ხე­ო­ბის პოვ­ნას, რად­გან იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ვფიქ­რობ­დით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სოკო ყო­ფი­ლი­ყო ყო­ველ­თვის გვხვდე­ბო­და ნა­ჩიჩ­ქნე­ბი. დიდი ხანი ვცდი­ლობ­დით რომ გვე­პო­ვა, მი­კო­ლო­გე­ბი გა­მოთ­ქვამ­დნენ ვა­რა­უდს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრუ­ფე­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობ­და. გუ­შინ გაგ­ვი­მარ­თლა და ტყე­ში ექ­ვსი ტრუ­ფე­ლი ვი­პო­ვეთ. უფრო მე­ტის მო­ძებ­ნა­საც შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ ეს რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი იყო, რომ სა­ხე­ო­ბა დაგ­ვედ­გი­ნა და სუ­რა­თე­ბი გა­დაგ­ვე­ღო.

- რა არის სო­კოს ამ სა­ხე­ო­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი დე­და­მი­წა­ზე რაც არ­სე­ბობს, ზამ­თრის ტრუ­ფე­ლია. ის ძი­რი­თა­დად აუქ­ცი­ონ­ზე გა­აქვთ ხოლ­მე და მისი ფასი სი­დი­დის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, 2000-5000 ევ­რომ­დე ღირს. ასე­ვე ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია თეთ­რი ტრუ­ფე­ლი. ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ზა­ფხუ­ლის შავი ტრი­უ­ფე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კი­ლოგ­რა­მის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 500 ლა­რია. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 1 გრ. 2 ლარი ღირს...

- რა თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია სო­კოს ეს სა­ხე­ო­ბა, რაც მის ფას­სა და იშ­ვი­ა­თო­ბას გან­სა­ზღვრავს?

- ტრუ­ფელ­ზე ლე­გენ­დე­ბი არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გემო და სურ­ნე­ლი აქვს, მას სუ­ნე­ლის სა­ხით იყე­ნე­ბენ სა­ლა­თებ­ში, გარ­კვე­ულ კერ­ძებ­ში, ახე­ხა­ვენ ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, შე­ი­ცავს აქ­ტი­ურ ნივ­თი­რე­ბებს, ლე­გენ­დე­ბი და­დის, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა პო­ტენ­ცი­ას. ზე­ი­თუ­ნის ზეთ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე. მო­ლო­დი­ნე­ბი ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ ეს კი­დევ ბევ­რი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის უცხოა.

- ხე­ლოვ­ნუ­რად თუ არის მისი მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- ჩი­ნე­ლებს მო­ყავთ, მაგ­რამ იტა­ლი­უ­რი და ფრან­გუ­ლის ტრუ­ფე­ლის მოყ­ვა­ნა არ გა­მო­ვი­და. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი­აო ტყეს­თან და აუ­ცი­ლებ­ლად იქ უნდა მო­დი­ო­დეს.

- შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი რა იქ­ნე­ბა?

- და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ას ას­რუ­ლებს და რაც უფრო მეტი სა­ხე­ო­ბა იქ­ნე­ბა მისი ქოლ­გის ქვეშ, ეს მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას უს­ვამს ხაზს. წელს 110 წელი შეს­რულ­და რაც ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლი შე­იქ­მნა. ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­ხე­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნა ჩვენ­თვის კი­დევ ერთი ახა­ლი სა­ი­დუმ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი პაპა
2

აუფ, დამიტოვეს გოჭები მშივრები.

მარინე კაპანაძე
1

"ტრუფელს" ქართულად "თირკმელა სოკო" ჰქვია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ტრუფელზე ლეგენდები დადის, რომ განსაკუთრებული გემო აქვს... მისი ფასი 5000 ევრომდეა" - რას ამბობს გიორგი სულამანიძე სოკოს უიშვიათეს სახეობაზე, რომელიც ლაგოდეხში აღმოაჩინეს

"ტრუფელზე ლეგენდები დადის, რომ განსაკუთრებული გემო აქვს... მისი ფასი 5000 ევრომდეა" - რას ამბობს გიორგი სულამანიძე სოკოს უიშვიათეს სახეობაზე, რომელიც ლაგოდეხში აღმოაჩინეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოკოს უიშვიათესი სახეობა ზაფხულის ტრუფელი აღმოაჩინეს. სოკო ტყეში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ იპოვა. უფრო მეტი დეტალის გასაგებად AMBEBI.GE ბატონ გიორგის პირადად დაუკავშირდა, როგორც აღმოჩნდა, სოკოს ეს იშვიათი სახეობა გემოსა და სურნელის გარდა, სამკურნალო თვისებებითაც არის დაჯილდოვებული

გიორგი სულამანიძე:

- დაცულ ტერიტორიებზე ვფიქრობთ, რომ აქამდე გარეული ღორები გვასწრებდნენ სოკოს ამ სახეობის პოვნას, რადგან იმ ადგილებში, სადაც ვფიქრობდით, რომ შესაძლებელია სოკო ყოფილიყო ყოველთვის გვხვდებოდა ნაჩიჩქნები. დიდი ხანი ვცდილობდით რომ გვეპოვა, მიკოლოგები გამოთქვამდნენ ვარაუდს რომ საქართველოში ტრუფელის რამდენიმე სახეობა არსებობდა. გუშინ გაგვიმართლა და ტყეში ექვსი ტრუფელი ვიპოვეთ. უფრო მეტის მოძებნასაც შევძლებდით, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისი იყო, რომ სახეობა დაგვედგინა და სურათები გადაგვეღო.

- რა არის სოკოს ამ სახეობის საბაზრო ღირებულება?

- ძნელი სათქმელია, ყველაზე ძვირფასი დედამიწაზე რაც არსებობს, ზამთრის ტრუფელია. ის ძირითადად აუქციონზე გააქვთ ხოლმე და მისი ფასი სიდიდის მიხედვით იცვლება, 2000-5000 ევრომდე ღირს. ასევე ძალიან ძვირფასია თეთრი ტრუფელი. ჩვენ აღმოვაჩინეთ ზაფხულის შავი ტრიუფელი. საქართველოში ერთი კილოგრამის ფასი დაახლოებით 500 ლარია. ზოგ შემთხვევაში 1 გრ. 2 ლარი ღირს...

- რა თვისებების მატარებელია სოკოს ეს სახეობა, რაც მის ფასსა და იშვიათობას განსაზღვრავს?

- ტრუფელზე ლეგენდები არსებობს, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული გემო და სურნელი აქვს, მას სუნელის სახით იყენებენ სალათებში, გარკვეულ კერძებში, ახეხავენ ხოლმე. გარდა ამისა, შეიცავს აქტიურ ნივთირებებს, ლეგენდები დადის, რომ ეს უკავშირდება პოტენციას. ზეითუნის ზეთში გამოიყენება ასევე. მოლოდინები ძალიან დიდია, მაგრამ ეს კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც ჩვენი კულტურისთვის უცხოა.

- ხელოვნურად თუ არის მისი მოყვანა შესაძლებელი?

- ჩინელებს მოყავთ, მაგრამ იტალიური და ფრანგულის ტრუფელის მოყვანა არ გამოვიდა. ეს დაკავშირებულიაო ტყესთან და აუცილებლად იქ უნდა მოდიოდეს.

- შემდგომი ნაბიჯები რა იქნება?

- დაცულ ტერიტორიებს თავისი წესები აქვს, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას ასრულებს და რაც უფრო მეტი სახეობა იქნება მისი ქოლგის ქვეშ, ეს მის ღირებულებას უსვამს ხაზს. წელს 110 წელი შესრულდა რაც ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა. ყოველი ახალი სახეობის აღმოჩენა ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი საიდუმლო.