სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან" - სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან
"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან" - სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ფი­ნე­თი და შვე­დე­თი შეძ­ლე­ბენ წარ­მა­ტე­ბით შე­უ­ერ­თდნენ ალი­ანსს მას შემ­დეგ, რაც თურ­ქეთ­მა ხელი მო­ა­წე­რა აღ­ნიშ­ნულ სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის სამმხრივ მე­მო­რან­დუმს.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც გზას უხ­სნის ფი­ნე­თი­სა და შვე­დე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. თურ­ქეთ­მა, ფი­ნეთ­მა და შვე­დეთ­მა ხელი მო­ა­წე­რეს მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბა თურ­ქე­თის შეშ­ფო­თე­ბას, მათ შო­რის ია­რა­ღის ექ­სპორ­ტსა და ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტინს სურ­და ნაკ­ლე­ბი ნატო რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან და ახლა ის მი­ი­ღებს მეტ ნა­ტოს.

"უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა წა­რად­გი­ნა ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლე­ბი პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის­გან იყო, რომ ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ნა­ტოს შემ­დგო­მი გა­ფარ­თო­ე­ბის, მას სურ­და ნაკ­ლე­ბი ნატო, ახლა ის მი­ი­ღებს მეტ ნა­ტოს თა­ვის სა­ზღვრებ­თან. ასე რომ ის, რა­საც იღებს არის იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, რა­საც ითხოვ­და,“- გა­ნა­ცხა­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი თურ­ქე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მა და მას "ფან­ტას­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე" უწო­და.

"შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ჩვენს ბრწყინ­ვა­ლე ალი­ანსს უფრო ძლი­ერს და უსაფრ­თხოს გახ­დის", - და­წე­რა ჯონ­სონ­მა „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ნა­ხეთ ასე­ვე;

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----
5

კაი რა ძია იენს, ჩვენც მიგვიღეთ რა, რატო გვახვეწინებთ?

მიშა
10

ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე.

ავტორი:

"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან" - სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან

"პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან" - სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდებიან

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიემართება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სურდა ნაკლები ნატო რუსეთის საზღვრებთან და ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს.

"უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან. ასე რომ ის, რასაც იღებს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას "ფანტასტიკური სიახლე" უწოდა.

"შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩვენს ბრწყინვალე ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის", - დაწერა ჯონსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ნახეთ ასევე;