მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები განცხადებას ავრცელებენ
"შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები განცხადებას ავრცელებენ

შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც 2021 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი აწერს ხელს.

"რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექიმ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში გა­სინ­ჯვის შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რა მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ, რომ არ შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. მას სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დე­მენ­ცია, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს უკ­მა­რი­სო­ბა და სიკ­ვდი­ლი.

„სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას იზი­ა­რებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-ი. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმი­სათ­ვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დეს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბით.

„ჩვენ ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და გვე­ში­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­დაც ღრმა გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის. სა­ქარ­თვე­ლოს სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი. სა­ა­კაშ­ვი­ლის მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ პრო­ცესს საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

დეკ­ლა­რა­ცი­ას ხელს აწე­რენ “ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის” ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ალექ­სან­დრე პო­ციე, იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მა­რი­ნა ბერ­ლინ­გე­რი, „ლი­ბე­რა­ლე­ბის და დე­მოკ­რა­ტე­ბის ალი­ან­სი ევ­რო­პის­თვის“ წევ­რი, რუ­მი­ნე­ლი იუ­ლია ბულა, უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ლე­სია ვა­სი­ლენ­კა, „ევ­რო­პის კონ­სერ­ვა­ტორ­თა ჯგუ­ფი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ალი­ან­სი“ წევ­რი, ბრი­ტა­ნე­ლი იენ ლი­დე­ლი-გრე­ინ­ჯე­რი და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯეკო
0

თქვენთან ეგრეა ხო დამნაშავე სასჯელს არ იხდისსასამართლოზე ყურის აწევით კმაყოფილდებით?

ალექს
0

დალიეთ ცივი ჩაილურისა, მიშამ სვა და მოუხდა !

ავტორი:

"შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები განცხადებას ავრცელებენ

"შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები განცხადებას ავრცელებენ

შეშფოთებული ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს.

"რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.

„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

მათივე განცხადებით, ასევე შეშფოთებულები არიან ქართული დემოკრატიის მდგომარეობით.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დეკლარაციას ხელს აწერენ “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.