პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი არდანიშვნა იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანისთვის" - ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს?
"მისი არდანიშვნა იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანისთვის" - ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს?

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხელ­მე­ო­რედ, 5 წლის ვა­დით მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე აირ­ჩია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭომ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 53-მა მო­სა­მარ­თლემ.

სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე შე­ირ­ჩე­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს წევ­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შერ­ჩე­ულ პირს ნიშ­ნავს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში წარ­დგე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ ერთი გა­ნა­ცხა­დი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის მიერ, რო­მე­ლიც ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2017 წელს და­ი­ნიშ­ნა.

  • ჩინ­ჩა­ლა­ძეს 5 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ვადა მას მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის ბო­ლოს ამო­ე­წუ­რა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე, "მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის“ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის მე­ო­რე ვა­დით და­ნიშ­ვნით გამ­ჟღავ­ნდა, რომ ისი­ნი არა­ვი­თარ ევ­რო­პას არ ელო­დე­ბი­ან და არა­ვი­თარ ცვლი­ლე­ბას არ აპი­რე­ბენ.

მისი თქმით, ჩინ­ჩა­ლა­ძის კვლავ, 5 წლის ვა­დით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა ნი­შა­ნია იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არ ელო­დე­ბა არა­ვი­თა­რი 6 თვის გას­ვლას, რაც იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვი­საა გა­მო­ყო­ფი­ლი, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი უნდა მო­ი­პო­ვოს.

"მათ დღეს­ვე გას­ცეს პა­სუ­ხი ამ კი­თხვებს, რომ მათ ინ­ტე­რეს­ში ამ პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ შე­დის. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოქ­მე­დე­ბა და თუ აკ­ვირ­დე­ბით, ასეთ ქმე­დე­ბებს ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს აკე­თე­ბენ. წინა შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ გვი­თხრა არ და­ნიშ­ნოთ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბიო, ამათ პი­რი­ქით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყეს ამის გა­კე­თე­ბა. ანუ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე გა­რეთ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ისი­ნი არაფ­რის შეც­ვლას არ აპი­რე­ბენ და შიგ­ნით აი­მე­დებს მის მორ­ჩილ მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, თქვენ მშვი­დად იყა­ვით! მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის მე­ო­რე ვა­დით და­ნიშ­ვნა ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა ამ ჯგუ­ფის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის და და­ნარ­ჩენ სის­ტე­მა­საც ეუბ­ნე­ბა, რომ ნუ გექ­ნე­ბათ ამის იმე­დი, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა“, - აცხა­დებს ახვლე­დი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ცალ­კე აღე­ბულ სა­ხელ­სა და გვარს არა­ვი­თა­რი დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვი­ნა­ი­დან არ იქ­ნე­ბო­და ჩინ­ჩა­ლა­ძე, იქ­ნე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა "რად­გა­ნაც სის­ტე­მა­ში ბევ­რია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გა­მო­ძებ­ნი­ან და შე­ას­რუ­ლებს ყვე­ლა­ფერს“.

ამას­თან, ახვლე­დი­ა­ნის თქმით, ასე­ვე არც იმას აქვს პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე იყოს, მას შე­უძ­ლია გა­და­ი­ნაც­ვლოს სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, მაგ­რამ ესეც არ გა­ა­კე­თა.

"მისი არ­და­ნიშ­ვნა კი, იქ­ნე­ბო­და მსუს­ხა­ვი ეფექ­ტი "კლა­ნის" წევ­რე­ბის­თვის, იმ მხრივ, რომ რა­ღაც ცვლი­ლე­ბა და­ი­წყო. ამი­ტომ, ეს იყო მათი მხრი­დან დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა იმი­სა, რომ არაფ­რის ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის გვარ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „კლა­ნი“ და ის ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ მო­ვი­აზ­რებთ და ვი­თხოვთ, მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა და შიგ­ნით მო­სა­მარ­თლე­ებს აჩ­ვე­ნე­ბენ იმას, რომ ჩვენ არ ვიც­ვლე­ბით, ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად გრძელ­დე­ბა და გა­რეთ აჩ­ვე­ნე­ბენ იმას, რომ სა­სა­მარ­თლო­ში არა­ფე­რია შე­საც­ვლე­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ჭი­როა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის თქმით, ჩინ­ჩა­ლა­ძის და­ნიშ­ვნა ადას­ტუ­რებს, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში "კლა­ნუ­რი" ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და კი­დევ უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი.

რო­გორც მან იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად ვნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს და ცხა­დია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა არ სურს.

"სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი არის საკ­ვან­ძო პო­ზი­ცია, რო­მელ­საც არ თმობს "კლა­ნი“ და მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­აა. ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში არ არის სა­უ­ბა­რი ცალ­კე­ულ მო­სა­მარ­თლე­ზე ან პო­ზი­ცი­ებ­ზე, სა­უ­ბა­რია ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც გუ­ლის­ხმობს, მათ შო­რის საბ­ჭო­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წე­სის მი­ღე­ბას, მის და­კომ­პლექ­ტე­ბას და სხვას. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად ვნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.

ცხა­დია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა. დაშ­ვე­ბა იმის, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყოს მი­ღე­ბუ­ლი და რე­ფორ­მის გა­რე­შე ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას, არის ცალ­სა­ხად კლა­ნის­თვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

  • ვინ არის მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე:

მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე ქ. თბი­ლის­ში 1978 წლის 9 მარტს და­ი­ბა­და. მან 1984-1995 წლებ­ში წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ქ. თბი­ლი­სის #57-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. 1995-2000 წლებ­ში მან ასე­ვე წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დღის უფა­სო დას­წრე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით-სპე­ცი­ა­ლო­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა. 2000-2003 წლებ­ში იყო ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ას­პი­რან­ტი. ამ­ჟა­მად არის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი. 1999-2004 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­ა­პე­ლა­ციო პა­ლა­ტის სხდო­მის მდი­ვა­ნი, თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე.

2004-2007 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შიდა ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი. 2005 წლის მა­ი­სი - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით. 2007 წელს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს საკ­ლა­სო ჩინი - იუს­ტი­ცი­ის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი.

2004 წლის ივ­ნის­ში გა­და­ე­ცა სერ­ტი­ფი­კა­ტი კომ­პლექ­სურ ფი­ნან­სურ და­ნა­შა­ულ­თა თე­მა­ზე. 2006 წლის მა­ის­ში აშშ ქ. ინ­დი­ა­ნა­პო­ლის­ში, აშშ პრო­კუ­რა­ტუ­რის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა თე­მა­ზე - კონ­ფე­რენ­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის თე­მა­ზე. 2007 წლის იან­ვა­რი - წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა მო­სა­მარ­თლე­ო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და (სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით). (ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წის, პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თა, ად­ვო­კატ­თა (სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით) საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი). 2007 წლის ივ­ნი­სი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ხოლო 2017 წლი­დან სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე. ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მხოლოდ
16

ქოცები და ნაცები ერთი რამეა, მარტო ბატონ ბიძინაშია ერთადერთი სიმართლე. 

ალექს
1

არსებულ სამართლის სისტემაში აზდაკი იქნება თუ ჩინჩალაძე მოსამართლე, ერთი შედეგი იქნება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მისი არდანიშვნა იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანისთვის" - ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს?

"მისი არდანიშვნა იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანისთვის" - ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს?

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.

კონსულტაციაში მონაწილეობა მიიღოო სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან. თანამდებობაზე შერჩეულ პირს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

  • ჩინჩალაძეს 5 წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, "მართლმსაჯულების განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნით გამჟღავნდა, რომ ისინი არავითარ ევროპას არ ელოდებიან და არავითარ ცვლილებას არ აპირებენ.

მისი თქმით, ჩინჩალაძის კვლავ, 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნა ნიშანია იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ ელოდება არავითარი 6 თვის გასვლას, რაც იმ სამუშაოების შესრულებისთვისაა გამოყოფილი, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოიპოვოს.

"მათ დღესვე გასცეს პასუხი ამ კითხვებს, რომ მათ ინტერესში ამ პუნქტების შესრულება არ შედის. ეს არის წარმოუდგენელი მოქმედება და თუ აკვირდებით, ასეთ ქმედებებს ყოველთვის მნიშვნელოვან დროს აკეთებენ. წინა შემთხვევაში, როდესაც ვენეციის კომისიამ გვითხრა არ დანიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიო, ამათ პირიქით, რამდენიმე დღეში დაიწყეს ამის გაკეთება. ანუ სასამართლო სისტემა ყველა საფეხურზე გარეთ აჩვენებს იმას, რომ ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ და შიგნით აიმედებს მის მორჩილ მოსამართლეებს, რომ არაფერი შეიცვლება, თქვენ მშვიდად იყავით! მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ნიშანი იყო იმისა, რომ ევროკავშირში შესვლა ამ ჯგუფის ინტერესში არ შედის და დანარჩენ სისტემასაც ეუბნება, რომ ნუ გექნებათ ამის იმედი, სასამართლო სისტემაში არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა ახვლედიანის განმარტებით, ასეთი სისტემის არსებობის პირობებში ცალკე აღებულ სახელსა და გვარს არავითარი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან არ იქნებოდა ჩინჩალაძე, იქნებოდა ნებისმიერი სხვა "რადგანაც სისტემაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც გამოძებნიან და შეასრულებს ყველაფერს“.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, ასევე არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მაინცდამაინც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყოს, მას შეუძლია გადაინაცვლოს სხვა პოზიციაზე, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

"მისი არდანიშვნა კი, იქნებოდა მსუსხავი ეფექტი "კლანის" წევრებისთვის, იმ მხრივ, რომ რაღაც ცვლილება დაიწყო. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან დემონსტრაციული ქმედება იმისა, რომ არაფრის ცვლილება არ იგეგმება. მიხეილ ჩინჩალაძის გვართანაა დაკავშირებული „კლანი“ და ის ცვლილება, რომელსაც სასამართლო სისტემის მიმართ მოვიაზრებთ და ვითხოვთ, მაგრამ ასე არ ხდება და შიგნით მოსამართლეებს აჩვენებენ იმას, რომ ჩვენ არ ვიცვლებით, ჩვენთან ყველაფერი ძველებურად გრძელდება და გარეთ აჩვენებენ იმას, რომ სასამართლოში არაფერია შესაცვლელი“, - განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსს" და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში საჭიროა სისტემური ცვლილებები.

  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის თქმით, ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანური" ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული.

როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგების წარდგენისას აღნიშნა, კანონმდებლობის ცვლილების გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ცხადია, რომ ხელისუფლებას რეფორმის გატარება არ სურს.

"სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი არის საკვანძო პოზიცია, რომელსაც არ თმობს "კლანი“ და მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ევროკავშირის რეკომენდაციებში არ არის საუბარი ცალკეულ მოსამართლეზე ან პოზიციებზე, საუბარია ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომლებიც გულისხმობს, მათ შორის საბჭოში გადაწყვეტილების წესის მიღებას, მის დაკომპლექტებას და სხვას. კანონმდებლობის ცვლილების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

ცხადია, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმის გატარება. დაშვება იმის, რომ სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და რეფორმის გარეშე ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, არის ცალსახად კლანისთვის და ხელისუფლებისთვის სასარგებლო“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

  • ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე:

მიხეილ ჩინჩალაძე ქ. თბილისში 1978 წლის 9 მარტს დაიბადა. მან 1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57-ე საშუალო სკოლა. 1995-2000 წლებში მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი. ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2004 წლის ივნისში გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე. 2006 წლის მაისში აშშ ქ. ინდიანაპოლისში, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი გადაეცა თემაზე - კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე. 2007 წლის იანვარი - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). (ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები). 2007 წლის ივნისიდან იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2017 წლიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.