საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არახამიას აცხადებს, რომ "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხილებას აპირებს - "იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს"
არახამიას აცხადებს, რომ "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხილებას აპირებს - "იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს"

ფრაქ­ცია"ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო მეტი ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მან „ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე გა­ავ­რცე­ლა.

არა­ხა­მი­ას თქმით, მალე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დე­პუ­ტა­ტი­სა და მი­ნის­ტრის სა­ზღვარ­გა­რეთ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღრმად არის ჩარ­თუ­ლი იმა­ში, რომ და­ეხ­მა­როს ტე­რო­რიზ­მის სპონ­სორ ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვი­ზი­ტის დროს ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის სა­მუ­შა­ოს ცალ­კე ნა­წი­ლი იყო ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იმ სქე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი სარ­გებ­ლობს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ასავ­ლე­ლად.

ერთ-ერთი ასე­თი არის ქარ­თუ­ლი იუ­რის­დიქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში. რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და აშშ-ის­თვის, მო­ვის­მი­ნეთ ბევ­რი სი­ტყვა სხვა­დას­ხვა ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­გან, რომ თით­ქოს­და ეს სი­მარ­თლე არ არის.

მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა სულ უფრო მეტი ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჩემს სი­ტყვებს ამ­ტკი­ცებს.

მალე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დე­პუ­ტა­ტი­სა და მი­ნის­ტრის სა­ზღვარ­გა­რეთ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ. და რა თქმა უნდა, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღრმად არის ჩარ­თუ­ლი იმა­ში, რომ და­ეხ­მა­როს ტე­რო­რიზ­მის სპონ­სორ ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში.

მაგ­რამ მინ­და იმე­დი გა­ვუც­რუო ყვე­ლას, ვინც გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სიკ­ვდილ­ზე ფული გა­მო­ი­მუ­შა­ოს. არ იქ­ნე­ბა და ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი უნდა მო­ემ­ზა­დოს. მალე ავფრინ­დე­ბით და ეს ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
0

მიდი, არახამია, მიაწექი ამ ხიხოებს, თავისნაირი ცალკალოშიანი გაუნათლებლები დაასაქმეს ან კარტოფილი დაურიგეს და ტივტივებენ ამდენხანს...ჭაობში ვართ და უკრაინაშია ჩვენი საშველი, ამ ქოცებსაც მოვიშორებთ მაშინვე

ოლოლი
3

დაგვანებე თავი შე ქათამო.შენთვის სიტყვებიც არ მემეტება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

არახამიას აცხადებს, რომ "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხილებას აპირებს - "იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს"

არახამიას აცხადებს, რომ "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხილებას აპირებს - "იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს"

ფრაქცია"ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ განცხადება მან „ტელეგრამის“ არხზე გაავრცელა.

არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ.

მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების ინფორმირება იმ სქემების შესახებ, რომლითაც რუსეთი სარგებლობს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

ერთ-ერთი ასეთი არის ქართული იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა აშშ-ისთვის, მოვისმინეთ ბევრი სიტყვა სხვადასხვა ქართველი მაღალჩინოსნისგან, რომ თითქოსდა ეს სიმართლე არ არის.

მაგრამ დროთა განმავლობაში გაჩნდა სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ჩემს სიტყვებს ამტკიცებს.

მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. და რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

მაგრამ მინდა იმედი გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს. არ იქნება და ბატონი ივანიშვილი პირველი უნდა მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არ იქნება“, - განაცხადა არახამიამ.