სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - ქართული საგალობლები სიქსტის კაპელაში: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში (ფოტოები)
"ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - ქართული საგალობლები სიქსტის კაპელაში: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში (ფოტოები)

ვა­ტი­კან­ში, სიქსტის კა­პე­ლა­ში, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.

მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე, სიქსტის კა­პე­ლა­ში შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით წმი­და საყ­დრის ქრის­ტი­ან­თა ერ­თი­ა­ნო­ბის ხელმშემ­წყო­ბი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, კარ­დი­ნალ­მა კურტ კოხ­მა მი­მარ­თა. ის­ტო­რი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა კარ­დი­ნა­ლე­ბიც.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის კონ­ცერ­ტი ვა­ტი­კა­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.

კონ­ცერ­ტის ბო­ლოს, "ავე მა­რია“ სა­პატ­რი­არ­ქო გუნდთან ერ­თად სიქსტის კა­პე­ლას გუნ­დმა შე­ას­რუ­ლა.

Vatican News-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­სა­ბა­მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ურ­თი­ერთ ცოდ­ნა ხელს უწყობს ურ­თი­ერ­თდა­ფა­სე­ბა­სა და უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში შე­იყ­ვა­ნა" - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და კონ­ცერ­ტის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მგა­ლო­ბელ­თა სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი, 29 ივ­ნისს, წმ. პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა­ში, პაპ ფრან­ცის­კე­სა და ვა­ტი­კან­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს დე­ლე­გა­ცი­ის თან­დას­წრე­ბით, ქარ­თულ სა­გა­ლობ­ლებს კვლავ შე­ას­რუ­ლებს.

სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი ვა­ტი­კან­ში რო­მის პა­პის მიწ­ვე­ვით 23 ივ­ნისს გა­ემ­გზავ­რა.

ცნო­ბის­თვის, სიქსტის კა­პე­ლა რო­მის პა­პის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში - სა­მო­ცი­ქუ­ლო სა­სახ­ლე­ში მდე­ბა­რე­ობს. ისაა ად­გი­ლი, სა­დაც პა­პის კონკლა­ვი იმარ­თე­ბა. სიქსტის კა­პე­ლა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია მი­ქე­ლან­ჯე­ლოს ფრეს­კით "გან­კი­თხვის დღე".

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნ
2

კათოილიკურ ტაძარში სიმღერა არ ნიშნავს არამარტლმადიდებლობას, მანდ მხოლოდ იმღერეს და ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გააცნეს ევროპას. ეს არ იყო ლიტურგია (კათოლიკე და მართლმადიდებელი ერთობლივად ვერც ჩაატარებს ლიტურგიას) და თანამწირველობა. ჩვენს პატრიარქს არ ეშლება სად რაზე გასცეს კურთხევა. ასე, რომ დაწყნარდით და კიდევ ერთხელ დატკბით ქართული სიმღერით. 

ვალერი
12

ევროკავშირმა მაჩანჩალები ხართო.გაბღინძულები სად ვიმღერებთ რა წარმატებაა.

 

ავტორი:

"ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - ქართული საგალობლები სიქსტის კაპელაში: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში (ფოტოები)

"ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - ქართული საგალობლები სიქსტის კაპელაში: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში (ფოტოები)

ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.

მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.

კონცერტის დაწყებამდე, სიქსტის კაპელაში შეკრებილებს სიტყვით წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტმა, კარდინალმა კურტ კოხმა მიმართა. ისტორიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა კარდინალებიც.

ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კონცერტის ბოლოს, "ავე მარია“ საპატრიარქო გუნდთან ერთად სიქსტის კაპელას გუნდმა შეასრულა.

Vatican News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთ ცოდნა ხელს უწყობს ურთიერთდაფასებასა და უფრო მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში და კონცერტის ფოტოებს აქვეყნებს.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდი, 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, ქართულ საგალობლებს კვლავ შეასრულებს.

საპატრიარქო გუნდი ვატიკანში რომის პაპის მიწვევით 23 ივნისს გაემგზავრა.

ცნობისთვის, სიქსტის კაპელა რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში - სამოციქულო სასახლეში მდებარეობს. ისაა ადგილი, სადაც პაპის კონკლავი იმართება. სიქსტის კაპელა მსოფლიოში ცნობილია მიქელანჯელოს ფრესკით ,,განკითხვის დღე".

ნახეთ ვიდეო: