მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ ფაბრიკაში გაიმართება
28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ ფაბრიკაში გაიმართება

28 ივ­ნისს ფაბ­რი­კა­ში ჩა­ტარ­დე­ბა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია, რომ­ლის თე­მაც არის კარ­გი ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და ცუდი ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. დის­კუ­სი­ის სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: „ჯეპ­რას“ უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი, „პაშა ბან­კის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ია, სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მია „ლო­გო­სის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი და „ლობს ქო­უ­ჩინ­გის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ქო­უ­ჩი კახი ლობ­ჟა­ნი­ძე. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ებს ჯე­იმს ქლი­ე­რის წიგნ­ზე „ატო­მუ­რი ჩვე­ვე­ბი“ ესა­უბ­რე­ბი­ან და ამავდრო­უ­ლად, გა­უ­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, თუ რო­გორ დაძ­ლი­ეს მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და რო­გორ მი­აღ­წი­ეს დიდ მიზ­ნებს პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით.

გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ აყა­ლი­ბებს ჩვე­ვე­ბი თქვენს იდენ­ტო­ბას (ან იქ­ნებ პი­რი­ქით)? რო­მე­ლი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად: თვით­დის­ციპ­ლი­ნა, მო­ტი­ვა­ცია თუ გა­რე­მო? იქ­ნებ თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ხართ, მაგ­რამ ზარ­მა­ცი - გა­ინ­ტე­რე­სებთ, გა­ი­გოთ სი­მარ­თლე ნი­ჭის შე­სა­ხებ? - სწო­რედ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ ჯე­იმს ქლი­ე­რის წიგ­ნი და პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია.

სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი, „ჯეპ­რას“ უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი: „შეხ­ვედ­რა­ზე მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას ის­წავ­ლი­ან. სპი­კე­რე­ბი არამ­ხო­ლოდ მოვ­ყვე­ბით ამო­ნა­რი­დებს და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს წიგ­ნი­დან, არა­მედ მათ გა­ვუ­ზი­ა­რებთ ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნეთ ის ცხოვ­რე­ბა­ში და მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბით რო­გორ მი­ვაღ­წი­ეთ დიდ შე­დეგს. „ატო­მუ­რი ჩვე­ვე­ბი“ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა მათ­თვის, ვინც აქამ­დე უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და ცუდი ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მეგ­ზუ­რია მათ­თვის, ვი­საც ახა­ლი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის აქამ­დე საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და მო­ტი­ვა­ცია არ ჰქონ­და. გზამ­კვლე­ვია მათ­თვის, ვინც მე­გობ­რებ­სა თუ კო­ლე­გებს, შვი­ლებ­სა თუ ახ­ლობ­ლებს სწო­რი რჩე­ვე­ბით ეხ­მა­რე­ბა.“

ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ია, „პაშა ბან­კის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, „ვი­დე­ობ­ლო­გი წიგ­ნებ­ზე“ ავ­ტო­რი: „ად­ვი­ლია გა­ვაც­დი­ნოთ ვარ­ჯი­ში, ფუ­ლის ხარ­ჯვა ბი­უ­ჯეტს გა­და­ვა­ჭარ­ბოთ მცი­რედ, ან პრო­ექ­ტი და­ვაგ­ვი­ა­ნოთ. შე­საძ­ლოა, თი­თო­ე­ულ­მა ამ გა­დახ­ვე­ვამ არ გვაქ­ცი­ოს სუს­ტად, ღა­რი­ბად ან უმუ­შევ­რად. ასე­ვე პი­რი­ქით, რამ­დე­ნი­მე დღე ვარ­ჯი­ში არ გვაქ­ცევს სპორ­ტსმე­ნად, ერთხელ და­ზოგ­ვა არ გაგ­ვხდის მი­ლი­ო­ნე­რად და ვა­და­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ერთი პრო­ექ­ტი არ შექ­მნის ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას. ამა­ვე დროს, თუ ყო­ველ­დღე 1%-ით გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ რა­ი­მეს, ის 37-ჯერ გა­იზ­რდე­ბა წლის მან­ძილ­ზე. თუ ყო­ველ­დღე 1%-ით შე­ვამ­ცი­რებთ რა­ი­მეს, ის თით­ქმის გაქ­რე­ბა! სწო­რედ ამას ეხე­ბა წიგ­ნი, რომ­ლის გარ­შე­მოც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია იგეგ­მე­ბა.“

„ატო­მუ­რი ჩვე­ვე­ბის“ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სის­ტე­მა გას­წავ­ლით, რო­გორ გახ­დეთ ყო­ველ­დღე 1%-ით უკე­თე­სი. პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბებს თქვე­ნი კა­რი­ე­რის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის გარ­დაქ­მნა შე­უძ­ლია.

პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია 28 ივ­ნისს 19:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ბმულს. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მოქ­მე­დებს 35%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა. პრო­მო კო­დის მი­სა­ღე­ბად გა­და­დით „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ გვერ­დზე.

R

ავტორი:

28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ ფაბრიკაში გაიმართება

28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ ფაბრიკაში გაიმართება

28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება. დისკუსიის სპიკერები იქნებიან: „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ შურღაია, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი და „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი კახი ლობჟანიძე. ისინი მონაწილეებს ჯეიმს ქლიერის წიგნზე „ატომური ჩვევები“ ესაუბრებიან და ამავდროულად, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.

გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად: თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? იქნებ თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, მაგრამ ზარმაცი - გაინტერესებთ, გაიგოთ სიმართლე ნიჭის შესახებ? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ ჯეიმს ქლიერის წიგნი და პანელური დისკუსია.

სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი: „შეხვედრაზე მოსული ადამიანები წიგნში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებას ისწავლიან. სპიკერები არამხოლოდ მოვყვებით ამონარიდებს და პრაქტიკულ რჩევებს წიგნიდან, არამედ მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ გამოვიყენეთ ის ცხოვრებაში და მცირე ცვლილებებით როგორ მივაღწიეთ დიდ შედეგს. „ატომური ჩვევები“ სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას. მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.“

ნიკოლოზ შურღაია, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ვიდეობლოგი წიგნებზე“ ავტორი: „ადვილია გავაცდინოთ ვარჯიში, ფულის ხარჯვა ბიუჯეტს გადავაჭარბოთ მცირედ, ან პროექტი დავაგვიანოთ. შესაძლოა, თითოეულმა ამ გადახვევამ არ გვაქციოს სუსტად, ღარიბად ან უმუშევრად. ასევე პირიქით, რამდენიმე დღე ვარჯიში არ გვაქცევს სპორტსმენად, ერთხელ დაზოგვა არ გაგვხდის მილიონერად და ვადაში გაკეთებული ერთი პროექტი არ შექმნის ჩვენი წარმატების ისტორიას. ამავე დროს, თუ ყოველდღე 1%-ით გავაუმჯობესებთ რაიმეს, ის 37-ჯერ გაიზრდება წლის მანძილზე. თუ ყოველდღე 1%-ით შევამცირებთ რაიმეს, ის თითქმის გაქრება! სწორედ ამას ეხება წიგნი, რომლის გარშემოც ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია იგეგმება.“

„ატომური ჩვევების“ რევოლუციური სისტემა გასწავლით, როგორ გახდეთ ყოველდღე 1%-ით უკეთესი. პატარა ცვლილებებს თქვენი კარიერის, ურთიერთობებისა და ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.

პანელური დისკუსია 28 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს. სტუდენტებისთვის მოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდის მისაღებად გადადით „ლურჯი ოკეანის“ გვერდზე.

R