უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
"უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები. ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს. არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას“, - აღნიშნა გაიდაიმ.
მისი თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
"მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, ახალ გამაგრებულ ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ. იქიდან უკვე ნორმალური და სრულფასოვანია სამხედრო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება", - განაცხადა გაიდაიმ.
გუბერნატორის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია, სახლების 90% დაზიანებულია ან დანგრეულია.
იმას რატო არ ამბობთ ეხლა აზოტის ქარხანაში რო გყავთ კიდე ხალხი შეკეტილი:(( მიშასთან ერთადერთი კითხვა მქონდა ომზე ევაკუაცია რატო არ გააკეთა და ხალხს რატო ატყუებდა მოვიგეთო თავისით მაინც გავიდოდა ხალხი სამშვიდობოს. იგივეს აკეთებთ თქვენს ხალხს უთხარით შემდეგი სად იქნება მშვიდობიანი მოსახლეობა ბავშვები და ქალები მაინც რო გავიდნენ:((
ამ ომმა გამოაშკარავა შემდეგი რამ..თუ როგორ უუნაროა ევროპა..თუ როგორ გაგვწირეს და დაგვცინეს 2008 წელს ..და ეხკაც არ ყოფნით სინდისი აღიარონ..თუ როგორ გადაიქცა უკრაინა სამხედრო პოლიგონად ამხელა ურდოს წინააღმდეგ...და თუ როგორ არ მოიძებნა ერთი ნორმალური პოლიტიკოსი რომელიც ყველაფერ ამაზე სიმართლეს იტყვის...ჭაობშია მსოფლიო და ჩვენ უბრალო ადამიანებს გვაბოლებენ.....ქალქები შეიძლება აღდგეს..მაგრამ ამხელა მსხვერპლს..დასტრესილ ადამიანებს რა ეშეველება...