სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესენი არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები, ბოლშევიკური სურვილებით" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
"ესენი არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები, ბოლშევიკური სურვილებით" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"რო­დე­საც ის და­მა­ტე­ბით მა­ლავს ფი­ნან­სურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს ეჭ­ვებს, რომ შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პი­რი კავ­ში­რი იყოს ხოშ­ტა­რი­ას ფი­ნან­სებ­სა და მის მიერ და­გეგ­მილ პრო­ვო­კა­ცი­ებს შო­რის", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "დრო­ას“ ლი­დერ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა "რა­ტომ არის ხოშ­ტა­რი­ას თან­ხე­ბი შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან და ისე­თი სა­ეჭ­ვო წყა­რო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც ნო­მენკლა­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა“.

"ხოშ­ტა­რია ტყუ­ილს ტყუ­ილ­ზე ამა­ტებს. ის, რომ მისი ფი­ნან­სე­ბი გამჭვირ­ვა­ლეა, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი. რა თქმა უნდა, ეს ინ­ფორ­მა­ცია გამჭვირ­ვა­ლე არ არის. ეს არის კერ­ძო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ხოშ­ტა­რი­ამ უნდა გა­ა­სა­ჯა­რო­ოს, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არის ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბა თან­ხის მიზ­ნობ­რი­ო­ბა­სა და მო­ცუ­ლო­ბას შო­რის, გარ­და ამი­სა, რა­ტომ არის თან­ხე­ბი შე­მო­სუ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან და ისე­თი სა­ეჭ­ვო წყა­რო­ე­ბი­დან, რაც ნო­მენკლა­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხოშ­ტა­რია ახორ­ცი­ე­ლებ­და ისეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს, რო­მე­ლიც აძ­ლევ­და ხელს რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც ის და­მა­ტე­ბით მა­ლავს ფი­ნან­სურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს ეჭ­ვებს, რომ შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პი­რი კავ­ში­რი იყოს ხოშ­ტა­რი­ას ფი­ნან­სებ­სა და მის მიერ და­გეგ­მილ პრო­ვო­კა­ცი­ებს შო­რის“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, ე.წ. კლა­ნის წევ­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­ბა­ხი­ძის თქმით, "რა­საც ხოშ­ტა­რია და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ აკე­თებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­უ­რი მე­თო­დე­ბია“.

"ხდე­ბა შავი სი­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. რომ ჰქონ­დეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ დახ­ვრეტ­დნენ. ესე­ნი არი­ან 100 წლის თავ­ზე რე­ინ­კარ­ნი­რე­ბუ­ლი სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი, ბოლ­შე­ვი­კუ­რი სურ­ვი­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მართალი ხარ კობახიძე დიდი ხანია თქვენ მიაჩანჩალებთ პრეზიდენტს

otari
1

სრული სიმართლეა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ესენი არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები, ბოლშევიკური სურვილებით" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"ესენი არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები, ბოლშევიკური სურვილებით" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"როდესაც ის დამატებით მალავს ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ შეიძლება პირდაპირი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარტია "დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა "რატომ არის ხოშტარიას თანხები შემოსული რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და ისეთი საეჭვო წყაროებიდან, რომელიც ნომენკლატურას უკავშირდება“.

"ხოშტარია ტყუილს ტყუილზე ამატებს. ის, რომ მისი ფინანსები გამჭვირვალეა, არის აბსოლუტური ტყუილი. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ეს არის კერძო ინფორმაცია, რომელიც ხოშტარიამ უნდა გაასაჯაროოს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მალავს. საინტერესოა, რატომ არის ამხელა სხვაობა თანხის მიზნობრიობასა და მოცულობას შორის, გარდა ამისა, რატომ არის თანხები შემოსული ფედერალური ბიუჯეტიდან და ისეთი საეჭვო წყაროებიდან, რაც ნომენკლატურას უკავშირდება. მთელი ამ წლების განმავლობაში ხოშტარია ახორციელებდა ისეთ პროვოკაციებს, რომელიც აძლევდა ხელს რუსულ ინტერესებს საქართველოში, როდესაც ის დამატებით მალავს ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ შეიძლება პირდაპირი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას და ოპოზიციონერების ინიციატივას, ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, "რასაც ხოშტარია და "ნაცმოძრაობა“ აკეთებს ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდებია“.

,,ხდება შავი სიების წარმოდგენა. რომ ჰქონდეთ ძალაუფლება, ამ ადამიანებს პირდაპირ დახვრეტდნენ. ესენი არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები, ბოლშევიკური სურვილებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.