პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბიჭი, ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება - რელსებიდან გავიდა” - რას წერს კარლ ბილდტი?
"ეს ბიჭი, ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება - რელსებიდან გავიდა” - რას წერს კარლ ბილდტი?

შვე­დე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კარლ ბილ­დტი აცხა­დებს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "რელ­სე­ბი­დან გა­და­ვი­და".

ბილ­დტი "ტვი­ტერ­ზე“ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას აზი­ა­რებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, რომ „კარლ ბილ­დტის ცო­ლის კომ­პა­ნი­ას მი­ლი­ო­ნე­ბი აქვს წა­ღე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს ბი­უ­ჯე­ტი­დან, დღეს კი გა­მო­დის და გვმო­ძღვრავს".

"ეს ბიჭი - მე ვსა­უბ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ჩემი ცო­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ლი­ო­ნე­ბის ქურ­დო­ბა­ში აჩ­ვე­ნებს, რომ ის რელ­სე­ბი­დან გა­ვი­და. ის ტრა­გე­დი­აა ძა­ლი­ან კარ­გი ქვეყ­ნის­თვის”,- წერს ბილ­დტი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კარლ ბილ­დტს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნე­ბი აქვს წა­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტში, მოხ­სე­ნე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მან ბი­უ­ჯე­ტი­დან მოს­ყი­დუ­ლი ლო­ბის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა იცის.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ერთ-ერთ მათ­გა­ნად შვე­დე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი და­ა­სა­ხე­ლა.

"ბი­უ­ჯე­ტი­დან მოს­ყი­დუ­ლი ლო­ბის­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი მაქვს. ყვე­ლა­ზე ყვე­ლა­ფერს გე­ტყვით. ბი­უ­ჯე­ტი­დან თქვენ მი­ლი­ო­ნებს უხ­დი­დით კარლ ბილ­დტს მა­გა­ლი­თად.

კარლ ბილ­დტის ცო­ლის კომ­პა­ნი­ას აქვს მი­ლი­ო­ნე­ბი წა­ღე­ბუ­ლი თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, დღეს გა­მო­დის და გვმო­ძღვრავს. გა­და­ე­ცით ახლა ეს დღეს­ვე. ახ­ლა­ვე და­ი­წყეთ წერა. გა­და­ე­ცით", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 149 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---------------
8

 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ამა­ვე შვე­დურ­მა გა­მო­ცე­მამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შვე­დე­თის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის კარლ ბილ­დტის ახლო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "აფ­ტონბ­ლა­დეტ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­დე­თის ყო­ფი­ლი ელჩი ჰანს გუ­ნარ ადე­ნი ადას­ტუ­რებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მას შემ­დეგ გა­იწ­ვი­ეს, რაც ან­გა­რიშ­ში და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობ­და. ამა­ვე გა­ზეთ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კარლ ბილ­დტ­მა და ლო­ბის­ტურ­მა კომ­პა­ნი­ამ "კრე­ა­ბი", რო­მელ­საც მა­ნამ­დე კარლ ბილ­დტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, დი­დძა­ლი თან­ხე­ბი მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან

----------
1

ვაიმეეე ცუდათა ვარ ხალხნოოოოოო!!! მოვკვდი სიცილით!!! გაჩერდით რააა:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ბიჭი, ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება - რელსებიდან გავიდა” - რას წერს კარლ ბილდტი?

"ეს ბიჭი, ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება - რელსებიდან გავიდა” - რას წერს კარლ ბილდტი?

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა".

ბილდტი "ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აზიარებს, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ „კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს".

"ეს ბიჭი - მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე - რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული.

როგორც პრემიერმა პარლამენტში, მოხსენებისას აღნიშნა, მან ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის.

ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მათგანად შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა.

"ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად.

კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.