საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში, რატომ იყო დადებული ვეტო" - თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
"როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში,  რატომ იყო დადებული ვეტო" - თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

როცა სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუნ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ ვე­ტყვით, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას­თან გვაქვს საქ­მე, რა­ტომ იყო და­დე­ბუ­ლი ვეტო, ამა­ზეც იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე- სპი­კე­რი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტზე 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა და გან­ხი­ლუ­ლი იყო ყვე­ლა მხა­რეს­თან.

“სი­მარ­თლე გახ­ლავთ ის, რომ 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პრო­ექ­ტი და­მუ­შა­ვე­ბის ქვე იყო. ყვე­ლა მხა­რეს­თან იყო გან­ხი­ლუ­ლი და ასე­ვე, შე­თან­ხმე­ბა იყო მიღ­წე­უ­ლი იმა­ზე, რომ იმ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბობს, სჭირ­დე­ბო­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. სწო­რედ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და კა­ნონ­ში და როცა სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუნ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ ვე­ტყვით სი­ნამ­დვი­ლე­ში რას­თან გვაქვს საქ­მე. რა­ტომ იყო და­დე­ბუ­ლი ვეტო, ამა­ზეც იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო. რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ის ვე­ტოს და­ა­დებს შემ­დე­გი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა კა­ნონს, რო­მე­ლიც არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

შე­გახ­სნებთ, რომ ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბი ხან­გრძლივ­დე­ბა, ხოლო და­ნა­შა­ულ­თა წრე, რა­ზეც ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი, იზ­რდე­ბა. ამას­თან, იც­ვლე­ბა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი პი­რის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის წესი. “სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მხა­რი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­უ­ჭი­რა. კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი 78 ხმით, 11-წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს.

ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა იმ ვა­დით გა­ი­ცე­მა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს ერთი თვი­სა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ვადა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, და­საშ­ვე­ბია მისი გაგ­რძე­ლე­ბა პრო­კუ­რო­რის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, არა­უ­მე­ტეს ორი თვი­სა. პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში უნდა აი­სა­ხოს ინ­ფორ­მა­ცია და­წყე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ და მი­ე­თი­თოს, გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა რის გამო ვერ მო­ხერ­ხდა. ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვადა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ, არა­უ­მე­ტეს 3 თვი­სა გაგ­რძელ­დეს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დის შემ­დგო­მი გაგ­რძე­ლე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბატონი ვასო
0

აი ამას კი აღარ გაპატიებთ ახლავე ზემოთ ავალ

თათული
0

ღმერთო დიდებულო, პრეზიდენტის და პარლამენტის კინკლაობა მაინც აგვაცილე! შეგვერყა ფსიქიკა ამდენი დაპირისპირების შემყურეთ. 😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში, რატომ იყო დადებული ვეტო" - თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

"როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში,  რატომ იყო დადებული ვეტო" - თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, რატომ იყო დადებული ვეტო, ამაზეც იქნება მსჯელობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

როგორც მან აღნიშნა, კანონის პროექტზე 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და განხილული იყო ყველა მხარესთან.

“სიმართლე გახლავთ ის, რომ 2-3 წლის განმავლობაში ეს პროექტი დამუშავების ქვე იყო. ყველა მხარესთან იყო განხილული და ასევე, შეთანხმება იყო მიღწეული იმაზე, რომ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს, სჭირდებოდა კანონმდებლობის დახვეწა და გაუმჯობესება. სწორედ ეს ცვლილებები შევიდა კანონში და როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვით სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. რატომ იყო დადებული ვეტო, ამაზეც იქნება მსჯელობა პარლამენტში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

შეგახსნებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება რის გამო ვერ მოხერხდა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

ასევე იხილეთ: