პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რომ მოქმედებდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, პირველ რიგში ოლიგარქებად აღიარებულები იქნებოდნენ „ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, - ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძემ ოპოზიციას მიმართა ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ.
"დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობა" და "ლელო" - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად.
ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე - ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი მიიღეთ მერე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი,და ვისაც შეეხება,თქვენ ამაზე ნუ იდარდებთ.ასევე მილიონერების რაოდენობა ,ყოველ ახლად არჩეულ პარლამენტში მატულობს ,დღეს მოქმედ პარლამენტში 50 ზე მეტი მილიონერი პარლამენტარია,თქვენ არ დაგბადებიათ კითხვა,ბიზნესმენმა რომელმაც ააწყო ბიზნესი დააგროვა მილიონები,უცბათ გადაწყვიტა უარი ეთქვა საყვარელ საქმეზე და მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, რატომ ცდილობენ პარლამენტში შესვლას.მერე უწევთ თავის მართლება ,რომ ბიზნესის მართვა გადააბარეს შვილს,ცოლს,სიდედრს ,და ბიზნესის მართვაში არ მონაწილეობენ,ეს ხომ სასაცილოა.საჭიროპ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის მოწესრიგება.
ხაზარაძე ჯაფარიძე ნამდვილად მოსაშორებელია პოლიტიკას.უფრო მეტიც,მათი პოლიტიკაში ყოფნა ხალხის დაცინვაა,მაგრამ ოცნებაც უნდა წავიდეს სახლში !