საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს - მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე" - ღარიბაშვილი
"ჩვენ ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს - მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე" - ღარიბაშვილი

2008 წელს მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის საკ­მა­რი­სი ყუ­რა­დღე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს - ჩვენ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ეროვ­ნულ, ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს ვერ და­ვუ­წე­სებთ რუ­სეთს, რად­გან ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კა­ტა­რის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სე­თის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­წყვლა­დია.

"უკ­რა­ი­ნამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლო. 2008 წელს რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ახ­დი­ნა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%-ის ოკუ­პა­ცია. 20% დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. რუ­სე­თის ჯა­რე­ბი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მათ­თან ერ­თად თა­ნავ­ცხოვ­რობთ. ეს არის რე­ა­ლო­ბა. მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­აა. მინ­და ყვე­ლას გა­ვახ­სე­ნო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის საკ­მა­რი­სი ყუ­რა­დღე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს. სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იყო რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­შე და არა­ნა­ი­რი ადეკ­ვა­ტუ­რი, სწო­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია მსოფ­ლი­ოს. რუ­სეთს არა­ნა­ი­რი სან­ქცი­ე­ბი არ და­უ­წეს­და. ამი­ტომ 2014 წელს მსოფ­ლი­ოს გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც ყი­რი­მის ანექ­სია მოხ­და, სულ ახ­ლა­ხან 2022 წელს და­ვი­ნა­ხეთ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მო­სე­ვა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მხრი­დან.

რომ ვუ­პა­სუ­ხო კი­თხვას, სად არის სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში - იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და რუ­სე­თის ჯა­რებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­წყვლა­დი ვართ. გვა­ღელ­ვებს ჩვე­ნი ერი­სა და ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა. უკ­რა­ი­ნას პო­ლი­ტი­კუ­რად მხარს ვუ­ჭერთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე - გა­ე­რო, ეუთო. 260 რე­ზო­ლუ­ცი­ას შე­ვუ­ერ­თდით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც რუ­სეთს ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი არ და­უ­წე­სა.

"მკა­ფი­ოდ ვთქვით, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად კომ­პა­ნი­ებს არ ექ­ნე­ბათ სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მთავ­რო­ბამ ეროვ­ნულ­მა ბანკთან ერ­თად ერთ კვი­რა­ში ვმარ­თეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ ეს სა­კი­თხი, მაგ­რამ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი ეროვ­ნულ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს ვერ და­ვუ­წე­სებთ რუ­სეთს, რად­გან ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს - სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ეს არის ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც არ და­უ­წე­სა ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთს უსაფრ­თხო­ე­ბის გამო. მე, რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, უნდა ვფიქ­რობ­დე ჩვე­ნი ხალ­ხი უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ვდგა­ვართ, სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვართ პარტნი­ო­რებ­თან.

მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვა რომ ავი­ღოთ, კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა ასო­ცი­რე­ბულ ტრი­ო­ში, მან არ და­უ­წე­სა ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა აქვს მას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმან­საც „იმე­დი“ ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჩუ აჩუ ცხენო
16

რაიო, მეთაურიო?! ))) თლა უმფროსმა, მაგას რაც გინდათ ის დაუძახეთო, და ეს მეთაურობას იბრალებს

შიში ოხერია
30

ხალხის არა,უფრო საკუთარის ალბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს - მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე" - ღარიბაშვილი

"ჩვენ ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს - მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე" - ღარიბაშვილი

2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს - ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ქართველები ეროვნულ, ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არსებულ სიტუაციაში მოწყვლადია.

"უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. 20% დღემდე ოკუპირებულია. რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. მათთან ერთად თანავცხოვრობთ. ეს არის რეალობა. მიმდინარე ოკუპაციაა. მინდა ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი საქართველო იყო რუსეთის აგრესიის წინაშე და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. რუსეთს არანაირი სანქციები არ დაუწესდა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, სულ ახლახან 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან.

რომ ვუპასუხო კითხვას, სად არის საქართველო ამ სიტუაციაში - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ, ამ სიტუაციაში მოწყვლადი ვართ. გვაღელვებს ჩვენი ერისა და ხალხის უსაფრთხოება. უკრაინას პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე - გაერო, ეუთო. 260 რეზოლუციას შევუერთდით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა.

"მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა. მთავრობამ ეროვნულმა ბანკთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს - საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს უსაფრთხოების გამო. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვართ პარტნიორებთან.

მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო, შეიძლება მეტი უსაფრთხოების გამოწვევა აქვს მას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს.