პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია" - ჰარცელი
"რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია" - ჰარცელი

ის, რაც გუ­შინ ვნა­ხე, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის დიდი, ღირ­სე­უ­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცია იყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, კარლ ჰარ­ცელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის, რაც გუ­შინ მო­ის­მი­ნა, იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ყე­ნოს მო­მენ­ტი და ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვას შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა მის­ცა.

"გუ­შინ გა­კე­თე­ბულ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. ვი­ტყვი იმას, რომ ის, რაც გუ­შინ გა­ვი­გო­ნე, არის, ბევ­რი, ბევ­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი, რომ­ლებ­საც სურთ, სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ყე­ნოს მო­მენ­ტი და ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვას შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა მის­ცა და სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გის ფაქ­ტობ­რი­ვი და რე­ა­ლუ­რი წინსვლის­თვის.

ევ­რო­პულ­მა კო­მი­სი­ამ პა­რას­კევს გა­ნა­ცხა­და, რომ იხ­სნე­ბა ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უკ­რა­ი­ნის­თვის, მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ეს ნიშ­ნავს, რომ არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს ძა­ლი­ან აშ­კა­რა “დიახ“ ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი,“- აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

ის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლე­ბი.

"გუ­შინ ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის­გან, რო­მე­ლიც კარ­გად არის ცნო­ბი­ლი ამ ქვეყ­ნის­თვის, რომ დროა იმის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, რომ უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია. ეს არის ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლე­ბი. ამას­თან, რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ დას­კვნა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის შე­სა­ხებ, რაც ხაზს უს­ვამს მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იმის­თვის, რომ ამ მის­წრა­ფე­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მოხ­დეს. ამის­თვის ჩვენ გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნე­ბის სია. იმე­დი მაქვს და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვნა­ხავთ, თუკი ევ­რო­პულ საბ­ჭო­ში წევ­რი ქვეყ­ნე­ბის დას­კვნაც იგი­ვე იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის, ამის შემ­დეგ გზავ­ნი­ლი ძა­ლი­ან ნა­თე­ლია : სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ხვედ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შია და ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გის წინსვლის­თვის გულ­მოდ­გი­ნედ მუ­შა­ო­ბი­სა და ნა­ბი­ჯე­ბის წინ გა­დად­გმის დროა,“- აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

კავკასია მიჩნეულია გამუდმებული ომების და ჯანყის ტერიტორიად, უნდა იყოს კი საერთაშორისო მშვიდობიანი თანამშრომლობის ბუნებრივი აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი მშრალი ხიდი, მშრალი სრუტე , ეკონომიკური ზონა, რასაც მიყვება კულტურული და დემოკრატიული ღირებულებების დაახლოება , ამ ყველაფრის გარანტად უნდა გამოვიდნენ დასავლეთის და აღმოსავლეთის უდიდესი ქვეყნები, ცხადია რუსეთიც, ანალოგი სამასი წელია არსებობს-სუეცის არხი ! სხვებიცაა , პანამის მაგალითად , კიდევაა სხვაგან, თავად ევროპაშიცაა ასეთი არხი სადღაც შვედეთსა და ფინეთს შორის, სულ ომი იყო, სანამ არ მიხვდნენ, რომ რადგან ყველას სჭირდება და სარგებელი მოაქვს , ერთად დაიცვან მშვიდობა და აღმშენებლობა !

ალეკო
1

ოჰ, შეგვაქო. გმადლობთ. ადრეც ბევრი ქება მოგვისმენია, მაგრამ ცარიელი სიტყვების ფასიც კარგად დავინახეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია" - ჰარცელი

"რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია" - ჰარცელი

ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

"გუშინ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვიტყვი იმას, რომ ის, რაც გუშინ გავიგონე, არის, ბევრი, ბევრი ჩვეულებრივი ქართველი, რომლებსაც სურთ, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა და სწორი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფაქტობრივი და რეალური წინსვლისთვის.

ევროპულმა კომისიამ პარასკევს განაცხადა, რომ იხსნება ევროპული პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან აშკარა “დიახ“ ევროპული კომისიისგან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი,“- აღნიშნა ელჩმა.

ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი გზავნილები.

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელისგან, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყნისთვის, რომ დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ძლიერი გზავნილები. ამასთან, როგორც ვიცით, საქართველოს შესახებ დასკვნა შედარებით ნაკლებად კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, რაც ხაზს უსვამს მტკიცე ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ მისწრაფებების დემონსტრირება მოხდეს. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი მოთხოვნების სია. იმედი მაქვს და რამდენიმე დღეში ვნახავთ, თუკი ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნების დასკვნაც იგივე იქნება, როგორიც ევროპული კომისიის, ამის შემდეგ გზავნილი ძალიან ნათელია : საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია და ევროპული დღის წესრიგის წინსვლისთვის გულმოდგინედ მუშაობისა და ნაბიჯების წინ გადადგმის დროა,“- აღნიშნა ელჩმა.