მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება... წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა. არ გჯერათ? წარმოუდგენელია?" - რას წერს გიგი უგულავა
"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება... წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა.  არ გჯერათ? წარმოუდგენელია?" - რას წერს გიგი უგულავა

დღეს რუს­თა­ველ­ზე ზღვა იქ­ნე­ბა - რად­გან ასე იყო 1989 წლის 9 აპ­რილს, ასე იყო 2003-ის 23 ნო­ემ­ბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივ­ნისს, ასე იყო ყო­ველ­თვის, როცა რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვის შან­სია. ასე იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, როცა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეა, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დღეს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით: "შინ ევ­რო­პის­კენ“ ეხ­მა­უ­რე­ბა.

უგუ­ლა­ვას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს "დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია“, რის­თვი­საც სა­ჭი­როა "ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბის“ წას­ვლა.

"დღეს რუს­თა­ველ­ზე ზღვა იქ­ნე­ბა. რა­ტომ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი? იმი­ტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპ­რილს, ასე იყო 2003-ის 23 ნო­ემ­ბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივ­ნისს. ასე იყო ყო­ველ­თვის, როცა რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვის შან­სია, ასე იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, როცა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეა.

ამო­ცა­ნა არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი ცხა­დი და ხელ­შე­სა­ხე­ბი. წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი. ამი­სათ­ვის უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია. ამი­სათ­ვის ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბა უნდა წა­ვი­დეს. სა­ჭი­როა ახა­ლი, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ეს გეგ­მა შეს­რულ­დეს. ამი­სათ­ვის: რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი; ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა; ას დღე­ში ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მის და­წყე­ბა; წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა;

არ გჯე­რათ? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია? კი თუ სახ­ლში დარ­ჩე­ბი დღეს. დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­ზღვრავს, ეს ილუ­ზი­აა თუ რე­ა­ლო­ბა. მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვე დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და მა­რა­თო­ნი გვაქვს წინ, მაგ­რამ წინ ევ­რო­პაა. ერ­თად წა­ვი­დეთ შინ, სახ­ლში ევ­რო­პის­კენ“, - წერს გიგი უგუ­ლა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ცია "შინ ევ­რო­პის­კენ“ გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

თქვენც უნდა მიყვეთ თან არ შეგვჭამეთ ორივემ

ნინი
2

ამ ადამიანმა არ შეიძლება დატოვოს პოლიტიკა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება... წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა. არ გჯერათ? წარმოუდგენელია?" - რას წერს გიგი უგულავა

"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება... წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა.  არ გჯერათ? წარმოუდგენელია?" - რას წერს გიგი უგულავა

დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება - რადგან ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს, ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია. ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით: "შინ ევროპისკენ“ ეხმაურება.

უგულავას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში უნდა განხორციელდეს "დეოლიგარქიზაცია“, რისთვისაც საჭიროა "ივანიშვილის ოცნების“ წასვლა.

"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს. ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია, ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა.

ამოცანა არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი და ხელშესახები. წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია. ამისათვის ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს. საჭიროა ახალი, დიდი ძალისხმევა, რომ ეს გეგმა შესრულდეს. ამისათვის: რიგგარეშე არჩევნები; ახალი კოალიციური მთავრობა; ას დღეში ყველა აუცილებელი რეფორმის დაწყება; წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა;

არ გჯერათ? წარმოუდგენელია? კი თუ სახლში დარჩები დღეს. დღევანდელი დღე განსაზღვრავს, ეს ილუზიაა თუ რეალობა. მომდევნო ექვსი თვე დიდი ძალისხმევა და მარათონი გვაქვს წინ, მაგრამ წინ ევროპაა. ერთად წავიდეთ შინ, სახლში ევროპისკენ“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია "შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.