სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?
"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

"ევ­რო­კო­მი­სია ევ­რო­პულ საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი აცხა­დებს, რომ სა­კითხს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბის­თვის ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა მო­ახ­დი­ნოს შეკ­ვრა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი გან­სა­ზღვროს - ვიძ­ლე­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კითხს და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს პი­რო­ბებს, სა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ვა­ნი­ჭებთ", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იზი­ა­რებს იმა­ვე პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას გა­აჩ­ნი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი უზი­ა­რე­ბენ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

ასევე დაგაინტერესებთ
16:03 / 17-06-2022

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს

19:03 / 17-06-2022

"ეს მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა - ოპოზიციამ დაანებოს თავი სირბილს დედაქალაქებში - ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება... " - პრეზიდენტი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

10:49 / 18-06-2022

როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"

11:22 / 18-06-2022

"ოცნებაში" "ცივი შხაპის" გადავლება დიდად არ ეამათ... მეჩვენებოდა, რომ ისინი მაინც ელოდნენ დათქმებით კანდიდატის სტატუსს" - კონფლიქტოლოგი

14:41 / 18-06-2022

"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

"ეს შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, გუ­შინ დავ­წე­რე სტა­ტუ­სი და რა­საც ჰქვია, ტყვია-ტყვი­ა­ში ჩა­ვა­ჯი­ნე, რა­საც ვე­ლო­დი, ის მოხ­და. ჩვენ პერ­სპექ­ტი­ვა ნული გვაქვს იმი­ტომ, რომ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არა აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რამე შეც­ვა­ლოს. ხოლო რო­დე­საც ადა­მი­ანს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის ნება არ აქვს, იმას რაც გინ­და და­უ­წე­რო, მა­ინც არ გა­ა­კე­თებს.

შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი გზა - შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მას ჯერ შან­სი უნდა მივ­ცეთ, რა თქმა უნდა. ჯერ პი­რო­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და მერე უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ - თუ ას­რუ­ლე­ბენ, ას­რუ­ლე­ბენ, თუ არა და შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ეს სა­კი­თხი შემ­დეგ სა­მიტ­ზეც შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს დღის წეს­რიგ­ში, 6 თვის შემ­დეგ, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამ პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლებ. მაგ­რამ ვი­ნაა პი­რო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი? - ესაა მთა­ვა­რი კი­თხვა.

ახლა "ოც­ნე­ბა" ათას რა­მეს იტყვის, თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ჩად­გე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კო­ბა­ხი­ძემ სა­ერ­თოდ თავი გა­და­ი­პარ­სოს და ამა­ზე გა­და­ვერ­თოთ ყვე­ლა, ათა­სი რა­ღაც მოხ­დე­ბა... აქამ­დე რას აკე­თებ­დნენ - ან­ტი­ევ­რო­პულ გან­წყო­ბას არ თე­სავ­დნენ, აბა, რას აკე­თებ­დნენ? მთე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბოლო სი­ტყვე­ბით ლან­ძღეს და მეტი ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი რაღა გინ­დათ? დეგ­რა­და­ცი­აა, სრუ­ლი, ათა­სი და­პი­რე­ბა გა­ი­ცა და არ შეს­რულ­და, მი­შე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დო­კუ­მენტს ხელი მო­ე­წე­რა და ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, რო­მე­ლი ერთი მი­ზე­ზი და­გი­სა­ხე­ლოთ?

სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ იმას, რომ რამე შე­იც­ვა­ლოს, თუმ­ცა თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. აქ თა­რი­ღებს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, პი­რო­ბებს თუ არ შე­ას­რუ­ლებ, სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა გახ­დეს. პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას ვერ ვხე­დავ, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც სის­ტე­მუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოს ქვე­ყა­ნა­ში, რომ პროგ­ნო­ზი გა­ვა­კე­თო, აქ დრო­ზე და სტაჟ­ზე ხომ არაა ლა­პა­რა­კი, აქ პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა მთა­ვა­რი".

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

"ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში რამ­დე­ნი­მე სა­გუ­ლის­ხმო სა­კი­თხია და მე იქ ვერ და­ვი­ნა­ხე კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც არ იყო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი. ეს დას­კვნა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, იყო პირ­და­პი­რი რეფ­ლექ­სია იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და იმ პო­ზი­ცი­ის, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, დიპ­ლო­მა­ტია და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი იჩენ­და ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ. ბოლო პე­რი­ოდს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხი გა­და­იქ­ცა რა­ღაც ილუ­ზო­რულ და ნა­ხევ­რად მი­თი­ურ თე­მად, თით­ქოს და ეს იყო რა­ღაც უკ­ვდა­ვე­ბის წყა­ლი და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვხე­დავ­დი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას, ქმე­დით მუ­შა­ო­ბას და ძლი­ერ დიპ­ლო­მა­ტი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამ დას­კვნით გა­მო­იკ­ვე­თა ის, რომ ქარ­თულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ ვერც ერთ ეტაპ­ზე ვერ გა­ი­აზ­რა, რომ:

1. არ შე­იძ­ლე­ბა ვი­ყოთ შე­ტე­ნი­ლი რო­მე­ლი­მე პა­კეტ­ში იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა ეს არის ორი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­გი­ო­ნი, ორი­ვე არის ევ­რო­კავ­ში­რის მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო.

2. მოლ­დო­ვა­ში დღემ­დე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა რუ­მი­ნეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხი. უკ­რა­ი­ნა დღეს არის პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან და შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის მი­მართ ევ­რო­პის მგრძნო­ბე­ლო­ბა ყო­ველ­თვის ბევ­რად უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად უფრო ახ­ლო­საა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­თან და შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლო, რო­გორც ევ­რო­პის უკი­დუ­რე­სი სამ­ხრე­თი (ისე­ვე, რო­გორც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის უკი­დუ­რე­სი ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი) და შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პა ჩვენ გან­გვი­ხი­ლავს რო­გორც გან­სხვა­ვე­ბულ სო­ცი­ო­კულ­ტუ­რულ სივ­რცეს.

3. ჩვე­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­გორც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­აჟ­ღე­რა, არის თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არ ვართ ამ წუ­თას ცხე­ლი წერ­ტი­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვაქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი. ჩვენ­თან არ არის 200 ათა­სი რუსი ჯა­რის­კა­ცი და ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ უსაფრ­თხო­ე­ბის თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა.

კი­თხვა მაქვს ჩვენს დიპ­ლო­მა­ტი­ას­თან: სად­მე არის ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა ასა­ხუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი? ის, რომ ჩვენ რა­ღაც ეტაპ­ზე მი­ვი­ღეთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ყა­ვით ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფო, არ ცვლის პირ­ველ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ ევ­რო­პა ჩვენ აღგ­ვიქ­ვამს გან­სხვა­ვე­ბულ სო­ცი­ო­კულ­ტუ­რულ სივ­რცედ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევ­რო­პას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას ჩვენ ყო­ველ­თვის მოგ­ვე­თხო­ვე­ბა ბევ­რად მეტი ძა­ლის­ხმე­ვა, ვიდ­რე მო­ე­თხო­ვე­ბა იმა­ვე უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რად მეტი გვაქვს სა­მუ­შაო.

კი­თხვა ნო­მე­რი სამი: რით იწყე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი? - პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ით. ჩვენ ევ­რო­პე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა-ჩარ­თუ­ლო­ბა ფეხ­ზე და­ვი­კი­დეთ და ამის შემ­დეგ ვე­ლო­დით, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მოგ­ვცემ­დნენ? ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ შარლ მი­შე­ლის ჩა­მოს­ვლა და მა­ნამ­დე მისი წარ­მო­მად­გენ­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი გად­მო­სახ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, ევ­რო­კავ­შირ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა და ვკი­თხუ­ლობ: რა და­ე­მარ­თა ამ დო­კუ­მენტს? - ფე­ხებ­ზე და­ი­კი­და რო­გორც მთავ­რო­ბამ, ასე­ვე სტრა­ტე­გი­ულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ იმი­ტომ, რომ ერ­თად დაჯ­დო­მა, კომ­პრო­მი­სი და კონ­სენ­სუ­სი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის­თვის უცხოა.

რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი ჩა­ერ­თო ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის პრო­ცეს­ში, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა - პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და მერე ოპო­ზი­ცი­ამ - სტრა­ტე­გი­უ­ლად მსხვილ­მა პარ­ტი­ებ­მა რა ქნეს? - ხან მი­უ­ერ­თდნენ, ხან არ მი­უ­ერ­თდნენ, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად წე­რეს და იკი­თხეს და დარ­ჩა ქვე­ყა­ნა ისევ პრე­ა­პო­კა­ლიპ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვი იყო ის, რომ ევ­რო­კო­მი­სია და ევ­რო­კავ­ში­რი ამას ისე არ გა­ა­ტა­რებ­და. ის ჩა­ერ­თო გან­მუხ­ტვა­ში, როცა მი­ვე­დით კონ­სე­სუ­სამ­დე, მერე შემ­დგა­რი კონ­სენ­სუ­სი ყვე­ლა პარ­ტი­ამ ფე­ხებ­ზე და­ი­კი­და, ამას ექ­ნე­ბო­და შე­დე­გე­ბი. უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დგას ერთ უმ­თავ­რეს პრინ­ციპ­ზე - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბა უნდა შეს­რულ­დეს, თუ აწერ შე­თან­ხმე­ბას, კე­თი­ლი ინე­ბე და დარ­ჩი იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი, რო­მე­ლიც გვაქვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის სას­წა­უ­ლი ფრა­ზე­ბით და რი­ტო­რი­კით გა­მოს­ვლე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახლა მა­ინც და­ა­ნე­ბოს თავი რა­ღაც სას­წა­ულ რი­ტო­რი­კას, დას­ხდნენ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც აი­ღეს, კე­თი­ლი ინე­ბონ და იმუ­შა­ონ. ასე არაა, რომ ჩვენ კაი ტი­პე­ბი ვართ და ამი­ტომ უნდა მიგ­ვი­ღოს ევ­რო­კავ­შირ­მა. ჩვენ კი გვაქვს წარ­მოდ­გე­ნა, რომ სამ­ყა­როს ჭიპი ვართ, მაგ­რამ ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას სულ ცალ ფეხ­ზე ვკი­დი­ვართ.

ერ­თა­დერ­თი, ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში ვჭირ­დე­ბით აშშ-ს, მე­ო­რე - რუ­სეთს, ჩი­ნეთს და მე­სა­მე რიგ­ში - თურ­ქეთს და ირანს. ამე­რი­კის გარ­და, აქე­დან არც ერთი პერ­სპექ­ტი­ვა არაა მომ­ხიბ­ლა­ვი. იმის­თვის, რომ ჩვენ მხო­ლოდ ამათ არ ვჭირ­დე­ბო­დეთ, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და თავი და­ვა­ნე­ბოთ გა­დამგდე­ბო­ბას. თუ გვინ­და, რომ პერ­სპექ­ტი­ვა გვქონ­დეს, გა­მო­ვი­ტა­ნოთ სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბი იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, მერე უნდა შე­იქ­მნას კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რამ­დენ ხან­ში რა უნდა იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი და ეს უნდა შეს­რულ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვე­თხო­ვე­ბა - კონ­სო­ლი­და­ცია და მუ­შა­ო­ბა. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ იფიქ­რონ ისე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებს ეკად­რე­ბათ. გან­სხვა­ვე­ბა უნდა იყოს უბან­ში, ბირ­ჟა­ზე გან­ხი­ლულ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან გან­ხი­ლულ პო­ლი­ტი­კას შო­რის".

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი:

"პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა ვი­თარ­დე­ბა ჩვენს თვალ­წინ. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არ­სე­ბო­ბი­დან დღემ­დე ევ­რო­პი­სა­კენ მი­ის­წრაფ­ვის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა. 2008 წელს, რო­დე­საც MAP-ის გა­რე­შე დავ­რჩით რუ­სეთ­მა ეს სა­მოქ­მე­დო სიგ­ნა­ლად აღიქ­ვა და ომი დაგ­ვი­წყო, დღეს კი ევ­რო­კავ­ში­რის უარი ერ­თდრო­უ­ლად შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ უმ­ძი­მეს შე­დე­გებს გვი­ქა­დის და თან ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ანს.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­შირს არ დარ­ჩე­ნო­და რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი უარი ეთ­ქვათ ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რი­სათ­ვის. რო­დე­საც ისე­დაც კი­თხვის ნიშ­ნე­ბით გი­ყუ­რე­ბენ და შენ არა­ფერს აკე­თებ სა­პი­რის­პი­როს და­სამ­ტკი­ცებ­ლად და უბ­რა­ლოდ, გსურს რომ მი­ი­ღო ის, რაც გგო­ნია რომ გე­კუთ­ვნის, ასე არ ხდე­ბა ხოლ­მე.

მე­ო­რეს მხრივ, სწო­რედ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრი­უ­სე­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ნა­ირ გა­დაც­დო­მა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე და ავ­ტოკ­რა­ტი­ულ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე თვალს რომ ხუ­ჭავ­და და ლა­მაზ-ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით აფორ­მებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გმულ პო­ლი­ტი­კუ­რად უმ­ძი­მეს ნა­ბი­ჯებს. რა ეგო­ნათ ფე­ის­ბუ­ქი­სა და ტვი­ტე­რის ორაზ­რო­ვა­ნი პოს­ტე­ბი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­ლა­მა­ზე­ბე­ბით რა­ი­მე შე­იც­ვლე­ბო­და და რე­ფორ­მე­ბი ახა­ლი ტემ­პით გაგ­რძელ­დე­ბო­და?! დღეს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლი­გარ­ქი­აა?!

ასეთ მძი­მე გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის უა­რის თქმა ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე უა­რის თქმაა. თუკი ერთი წუ­თით მა­ინც ვფიქ­რობთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ შე­ეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და წინ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი და­ე­ყე­ნე­ბი­ნა პერ­სო­ნა­ლურ და პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან ცდე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო. უბ­რა­ლოდ, რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რომ­ლი­თაც ისევ და ისევ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისარ­გებ­ლებ­დნენ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს შეც­ვლი­და. ამას­თან, ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­თა და ცვლი­ლე­ბე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლო ეი­ძუ­ლე­ბი­ნა ბრი­უ­სე­ლი და მო­ე­პო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ის, რა­საც ამ­დე­ნი ხა­ნია ვეს­წრაფ­ვით.

ამას­თან, დღე­ვან­დე­ლი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის უა­რის თქმა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე უა­რის თქმა­საც ნიშ­ნავს. "მაპ­ზე უკე­თე­სი" კი არც 2008-ში ნიშ­ნავ­და რა­ი­მეს და არც ახლა ნიშ­ნავს, გარ­და იმი­სა, რომ ამით რუ­სეთს უფრო მეტ მა­დას აღუძ­რავს. ანუ მოხ­და ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წინ­და­უ­ხე­და­ო­ბამ და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ტა­ნამ და ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. ახლა, რო­დე­საც მოლ­დო­ვა­ცა და უკ­რა­ი­ნაც მძი­მე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტე­ბი ხდე­ბი­ან და ამა­ვე მძი­მე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უარს ეუბ­ნე­ბი­ან, ეგ პრაგ­მა­ტიზ­მში ვერ ჩაჯ­დე­ბა.

გულ­წრფე­ლად მჯე­რა რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი იყო, არის და კი­დეც იქ­ნე­ბა ერ­თი­ან ევ­რო­პა­ში, რად­გან ეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნია, მაგ­რამ ის, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შუა აზი­ურ პო­ლი­ტი­კურ ნაკ­ვთებს ატა­რებს და ბრი­უ­სე­ლის მხრი­დან ან თვალ­და­ხუ­ჭუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ, ან/და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლად უყუ­რებ­დნენ ამას - ამა­საც უნდა გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი. არც ის უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცია სუს­ტი, დიდ­წი­ლად იდე­ო­ლო­გი­ის არმ­ქო­ნეა, რო­მე­ლიც ისევ მოძ­ვე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სა­ხე­ებ­ზე დგას და რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შექ­მნა აღარ შე­უძ­ლია. ანუ გვაქვს ის, რა­საც ინ­გლი­სურ­ში Prefect Storm-ს უწო­დე­ბენ ანუ ის, ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნის ერ­თი­ა­ნად დამ­თხვე­ვი­სას რომ ხდე­ბა ხოლ­მე”.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენიალური საქართველო
0

ვახ ვახ რა ექსპერტები , რა გიგანტები , გენიალური ანალიზის მამები :) :) :) 

ვახ მართლა უბედურო საქართველო არასდროს გეშველება არასდროს სამწუხაროდ

ედიკა
6

შენთვის რა არის არვიცი მაგრამ, კატასტროფა???კატასტროფა კი ვფიქრობ ძალან ცოტასთვის იქნება ეს ამბავი!.... ჯერ არაფერი ვიყავით და ხლხს, ოჯახის შაქმნის დასტური, ლამის ევროპელებისთვის ეთხოვა, და კანდიდატი რომ გავმხდარიყავით, ალბათ რავიცი-რავიცი...სქართველო სულ იყო ევროპელების გარეშე მაგრამ მგონი, ევროპა რომ აღარ იქნება მათ მერეც კოხტად ვიარსებებთ... როგორც ერი,პურადი, გულადი და სტუმართ მოყვარე...ევროპელემა, ვითომ დახმარება ჯერ კიდევ ჟორდანიას დროს ცადეს მაგრამ, რუსის დარაბანის და ჩექმის ტყაპატყუპის გაგონებაზე, უკან მოუხედავათ დაგაზეს, ისე რომ ერთმანეთს ასწებდნენ...ეხლაც ეგრეა პუტინი ძაან არ გავაბრაზოთო, ერთი ბარტყის პრინციპია რა,, ბარტყებივით გვექცევიან...ჩამოვლენ, გვაქებენ, გვადიდებენ, წავლენ და......, ჰოი დედასააა

ავტორი:

"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

"ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

"საქართველომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და ევროკავშირის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განსაზღვროს - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნიათ.

საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე AMBEBI.GE-ს საკუთარ მოსაზრებებს პოლიტოლოგები უზიარებენ.

გია ხუხაშვილი:

"ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო, გუშინ დავწერე სტატუსი და რასაც ჰქვია, ტყვია-ტყვიაში ჩავაჯინე, რასაც ველოდი, ის მოხდა. ჩვენ პერსპექტივა ნული გვაქვს იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ნება, რამე შეცვალოს. ხოლო როდესაც ადამიანს რეფორმების გატარების ნება არ აქვს, იმას რაც გინდა დაუწერო, მაინც არ გააკეთებს.

შესაბამისად, რჩება ერთადერთი გზა - შეიცვალოს ხელისუფლება. მას ჯერ შანსი უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა. ჯერ პირობები გამოქვეყნდება და მერე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ ასრულებენ, ასრულებენ, თუ არა და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს საკითხი შემდეგ სამიტზეც შეიძლება დაბრუნდეს დღის წესრიგში, 6 თვის შემდეგ, თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შეასრულებ. მაგრამ ვინაა პირობების შემსრულებელი? - ესაა მთავარი კითხვა.

ახლა "ოცნება" ათას რამეს იტყვის, თავის მართლების რეჟიმში ჩადგება, შეიძლება კობახიძემ საერთოდ თავი გადაიპარსოს და ამაზე გადავერთოთ ყველა, ათასი რაღაც მოხდება... აქამდე რას აკეთებდნენ - ანტიევროპულ განწყობას არ თესავდნენ, აბა, რას აკეთებდნენ? მთელი ევროპარლამენტი ბოლო სიტყვებით ლანძღეს და მეტი ანტიევროპული რაღა გინდათ? დეგრადაციაა, სრული, ათასი დაპირება გაიცა და არ შესრულდა, მიშელის მონაწილეობით დოკუმენტს ხელი მოეწერა და ანულირება მოახდინეს, რომელი ერთი მიზეზი დაგისახელოთ?

სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ რამე შეიცვალოს, თუმცა თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ თარიღებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირობებს თუ არ შეასრულებ, სტატუსის მიღება შეიძლება შორეული პერსპექტივა გახდეს. პირობების შესრულების პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ, შესაბამისად, რაღაც სისტემურად უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ პროგნოზი გავაკეთო, აქ დროზე და სტაჟზე ხომ არაა ლაპარაკი, აქ პირობების შესრულებაა მთავარი".

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:

"ევროკომისიის დასკვნაში რამდენიმე საგულისხმო საკითხია და მე იქ ვერ დავინახე კრიტიკა, რომელიც არ იყო საფუძვლიანი. ეს დასკვნა, თავიდან ბოლომდე, იყო პირდაპირი რეფლექსია იმ დამოკიდებულების და იმ პოზიციის, რომელსაც ქართული სახელმწიფო, დიპლომატია და მთლიანად ქართული პოლიტიკური კლასი იჩენდა ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართ. ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ევროინტეგრაციის საკითხი გადაიქცა რაღაც ილუზორულ და ნახევრად მითიურ თემად, თითქოს და ეს იყო რაღაც უკვდავების წყალი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ ვხედავდი კონცეპტუალურ მუშაობას, ქმედით მუშაობას და ძლიერ დიპლომატიას ამ მიმართულებით.

ამ დასკვნით გამოიკვეთა ის, რომ ქართულმა დიპლომატიამ ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაიაზრა, რომ:

1. არ შეიძლება ვიყოთ შეტენილი რომელიმე პაკეტში იმიტომ, რომ უკრაინა და მოლდოვა ეს არის ორი ძალიან განსხვავებული გეოპოლიტიკური რეგიონი, ორივე არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო.

2. მოლდოვაში დღემდე აქტიურად განიხილება რუმინეთთან ინტეგრაციის საკითხი. უკრაინა დღეს არის პირდაპირი თავდასხმის ობიექტი რუსეთის ფედერაციიდან და შესაბამისად, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ევროპის მგრძნობელობა ყოველთვის ბევრად უფრო განსხვავებული იქნება, ვიდრე საქართველოს მიმართ. საქართველო ბევრად უფრო ახლოსაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან და შეიძლება განიხილო, როგორც ევროპის უკიდურესი სამხრეთი (ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) და შესაბამისად, ევროპა ჩვენ განგვიხილავს როგორც განსხვავებულ სოციოკულტურულ სივრცეს.

3. ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა გააჟღერა, არის თვისებრივად განსხვავებული, არ ვართ ამ წუთას ცხელი წერტილი, საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ოკუპირებული რეგიონები. ჩვენთან არ არის 200 ათასი რუსი ჯარისკაცი და ჩვენ გამოვდივართ უსაფრთხოების თვისებრივად განსხვავებული მოცემულობიდან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

კითხვა მაქვს ჩვენს დიპლომატიასთან: სადმე არის ეს განსხვავებული და განსაკუთრებული მოცემულობა ასახული და წარმოდგენილი? ის, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ერთობლივად და ამ მიმართულებით ვიყავით ლიდერი სახელმწიფო, არ ცვლის პირველ მოცემულობას, რომ ევროპა ჩვენ აღგვიქვამს განსხვავებულ სოციოკულტურულ სივრცედ. აქედან გამომდინარე, ევროპასთან კომუნიკაციისას ჩვენ ყოველთვის მოგვეთხოვება ბევრად მეტი ძალისხმევა, ვიდრე მოეთხოვება იმავე უკრაინას და მოლდოვას და ამ მიმართულებით ბევრად მეტი გვაქვს სამუშაო.

კითხვა ნომერი სამი: რით იწყება რეკომენდაციები? - პოლიტიკური პოლარიზაციით. ჩვენ ევროპელების დახმარება-ჩართულობა ფეხზე დავიკიდეთ და ამის შემდეგ ველოდით, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ? ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებში ევროკავშირის ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. გავიხსენოთ შარლ მიშელის ჩამოსვლა და მანამდე მისი წარმომადგენლის ფაქტობრივი გადმოსახლება საქართველოში. შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით, ევროკავშირმა ძალიან ბევრი გააკეთა და ვკითხულობ: რა დაემართა ამ დოკუმენტს? - ფეხებზე დაიკიდა როგორც მთავრობამ, ასევე სტრატეგიულმა ოპოზიციამ იმიტომ, რომ ერთად დაჯდომა, კომპრომისი და კონსენსუსი ქართული პოლიტიკური კულტურისთვის უცხოა.

როდესაც ევროკავშირი ჩაერთო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა - პირველ რიგში ხელისუფლებამ და მერე ოპოზიციამ - სტრატეგიულად მსხვილმა პარტიებმა რა ქნეს? - ხან მიუერთდნენ, ხან არ მიუერთდნენ, სხვადასხვანაირად წერეს და იკითხეს და დარჩა ქვეყანა ისევ პრეაპოკალიპტური პოლიტიკური ტურბულენტობის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო ის, რომ ევროკომისია და ევროკავშირი ამას ისე არ გაატარებდა. ის ჩაერთო განმუხტვაში, როცა მივედით კონსესუსამდე, მერე შემდგარი კონსენსუსი ყველა პარტიამ ფეხებზე დაიკიდა, ამას ექნებოდა შედეგები. უნდა გავიაზროთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დგას ერთ უმთავრეს პრინციპზე - ხელშეკრულება, შეთანხმება უნდა შესრულდეს, თუ აწერ შეთანხმებას, კეთილი ინებე და დარჩი იმ საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, რომელიც გვაქვს.

აღსანიშნავია მთავრობის წევრების სასწაული ფრაზებით და რიტორიკით გამოსვლები. ხელისუფლებამ ახლა მაინც დაანებოს თავი რაღაც სასწაულ რიტორიკას, დასხდნენ, გააანალიზონ ეს რეკომენდაციები და რისი ვალდებულებებიც აიღეს, კეთილი ინებონ და იმუშაონ. ასე არაა, რომ ჩვენ კაი ტიპები ვართ და ამიტომ უნდა მიგვიღოს ევროკავშირმა. ჩვენ კი გვაქვს წარმოდგენა, რომ სამყაროს ჭიპი ვართ, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანას სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ.

ერთადერთი, ჩვენ ამ შემთხვევაში ვჭირდებით აშშ-ს, მეორე - რუსეთს, ჩინეთს და მესამე რიგში - თურქეთს და ირანს. ამერიკის გარდა, აქედან არც ერთი პერსპექტივა არაა მომხიბლავი. იმისთვის, რომ ჩვენ მხოლოდ ამათ არ ვჭირდებოდეთ, შესასრულებელი გვაქვს ვალდებულებები და თავი დავანებოთ გადამგდებობას. თუ გვინდა, რომ პერსპექტივა გვქონდეს, გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს, მერე უნდა შეიქმნას კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რამდენ ხანში რა უნდა იყოს გაკეთებული და ეს უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში მოგვეთხოვება - კონსოლიდაცია და მუშაობა. პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ იფიქრონ ისე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეკადრებათ. განსხვავება უნდა იყოს უბანში, ბირჟაზე განხილულ სახელმწიფო პოლიტიკასა და სახელმწიფოს მაღალი ტრიბუნიდან განხილულ პოლიტიკას შორის".

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი:

"პოლიტიკური კატასტროფა ვითარდება ჩვენს თვალწინ. ქვეყანა, რომელიც არსებობიდან დღემდე ევროპისაკენ მიისწრაფვის გეოპოლიტიკურ ციხეში აღმოჩნდა. 2008 წელს, როდესაც MAP-ის გარეშე დავრჩით რუსეთმა ეს სამოქმედო სიგნალად აღიქვა და ომი დაგვიწყო, დღეს კი ევროკავშირის უარი ერთდროულად შიდა და საგარეო პოლიტიკურ უმძიმეს შედეგებს გვიქადის და თან ძალიან გრძელვადიანს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროკავშირს არ დარჩენოდა რაიმე საფუძველი უარი ეთქვათ ჩვენი კანდიდატურისათვის. როდესაც ისედაც კითხვის ნიშნებით გიყურებენ და შენ არაფერს აკეთებ საპირისპიროს დასამტკიცებლად და უბრალოდ, გსურს რომ მიიღო ის, რაც გგონია რომ გეკუთვნის, ასე არ ხდება ხოლმე.

მეორეს მხრივ, სწორედ ოფიციალური ბრიუსელი იყო ხელისუფლების ყველანაირ გადაცდომაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ავტოკრატიულ ტენდენციებზე თვალს რომ ხუჭავდა და ლამაზ-ლამაზი სიტყვებით აფორმებდა ხელისუფლების გადადგმულ პოლიტიკურად უმძიმეს ნაბიჯებს. რა ეგონათ ფეისბუქისა და ტვიტერის ორაზროვანი პოსტებითა და დიპლომატიური შელამაზებებით რაიმე შეიცვლებოდა და რეფორმები ახალი ტემპით გაგრძელდებოდა?! დღეს აღმოაჩინეს, რომ საქართველოში ოლიგარქიაა?!

ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოსათვის უარის თქმა ამ ქვეყნის მომავალზე უარის თქმაა. თუკი ერთი წუთით მაინც ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა და წინ სახელმწიფო ინტერესები დაეყენებინა პერსონალურ და პარტიულ ინტერესებთან შედარებით, ძალიან ცდებით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი რაიმეს გაკეთება შეეძლო. უბრალოდ, რეფორმების გატარება, რომლითაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებდნენ ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. ამასთან, ამ წარმატებული პოლიტიკური ღონისძიებებითა და ცვლილებებით ხელისუფლებას შეეძლო ეიძულებინა ბრიუსელი და მოეპოვებინა საქართველოსათვის ის, რასაც ამდენი ხანია ვესწრაფვით.

ამასთან, დღევანდელი ეგზისტენციალური საფრთხის გათვალისწინებით საქართველოსათვის უარის თქმა სამხრეთ კავკასიაზე უარის თქმასაც ნიშნავს. "მაპზე უკეთესი" კი არც 2008-ში ნიშნავდა რაიმეს და არც ახლა ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ამით რუსეთს უფრო მეტ მადას აღუძრავს. ანუ მოხდა ის, რომ ხელისუფლების წინდაუხედაობამ და სახელმწიფო ინტერესების მეორე პლანზე გადატანამ და ევროკავშირის მხრიდან გეოპოლიტიკურმა ინდიფერენტულობამ საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშე დააყენა. ახლა, როდესაც მოლდოვაცა და უკრაინაც მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ევროკავშირის კანდიდატები ხდებიან და ამავე მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე საქართველოს უარს ეუბნებიან, ეგ პრაგმატიზმში ვერ ჩაჯდება.

გულწრფელად მჯერა რომ საქართველოს ადგილი იყო, არის და კიდეც იქნება ერთიან ევროპაში, რადგან ეს ჩვენი კულტურული, პოლიტიკური და ცივილიზაციური არჩევანია, მაგრამ ის, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლება შუა აზიურ პოლიტიკურ ნაკვთებს ატარებს და ბრიუსელის მხრიდან ან თვალდახუჭულად ხვდებოდნენ, ან/და ინდიფერენტულად უყურებდნენ ამას - ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ კოლექტიური ოპოზიცია სუსტი, დიდწილად იდეოლოგიის არმქონეა, რომელიც ისევ მოძველებულ პოლიტიკურ სახეებზე დგას და რეალური ალტერნატივის შექმნა აღარ შეუძლია. ანუ გვაქვს ის, რასაც ინგლისურში Prefect Storm-ს უწოდებენ ანუ ის, ყველა ნეგატიური მოვლენის ერთიანად დამთხვევისას რომ ხდება ხოლმე”.