გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს, დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება "გარკვეულწილად, მაინც გულდასაწყვეტია".
"როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა.
ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია.
გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული”, - განაცხადა კობახიძემ.
ნახეთ ვიდეო:
გვაქვს გადახდილი ;"ერთიანი ევროპის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი) პარიზში საერთაშორისო გამოკვლევათა ინსტიტუტის პროფესორი, 1948 წლიდან 1964 წლამდე კი სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის გამგე, ევროპის ხალხთა კონგრესის ორგანიზატორი და პირველი პრეზიდენტი, ფედერალური ევროპის მოძრაობის კომიტეტის წევრი, ევროპის ერთიანობის საერთაშორისო ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი სსრ კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი, ჟურნალ "ევროპის ფორმირება"-ს, რედაქციის წევრი, ევროპის წარმომადგენელთა არჩევნების აქტიური მონაწილე გახლდათ! მან და ალექსანდრე ნიკურაძემ დიდი წვლილი შეიტანეს ევროინტეგრაციაში, ევროპის მშენებლობის პროექტის ორ ფრანგ ინიციატორ რობერ შუმანთან და ჟან მონესთან ერთად! მისი ინიციატივით ჯერ კიდევ 64 წლის წინ, 1953 წლის 10 აგვისტოს დაარსდა ქართულ-ევროპული მოძრაობა , რომლის საპატიო თავჯდომარედ აირჩიეს პროფესორი მიხაკო წერეთელი !"-ვაჟა შუბითიძე !
მაგრად ეშინიათ პუტინის და თუ გინდა შეეეეეეეკითხეთ