საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი" - ირაკლი კობახიძე
"ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი" - ირაკლი კობახიძე

"ვუ­ლო­ცავთ რო­გორც უკ­რა­ი­ნას, ისე მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას, რაც ერთ კვი­რა­ში საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტურ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ელო­და. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ დღეს ეს პერ­სპექ­ტი­ვა ევ­რო­პულ­მა კო­მი­სი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა წი­ნას­წარ მიგ­ვა­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა მდე­ბა­რე­ო­ბა­მაც შე­უ­შა­ლა ხელი. კო­ბა­ხი­ძე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტო­რი მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის ან წევ­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი აღარ გახ­დე­ბა.

"რო­გორც ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა წი­ნას­წარ პირ­და­პირ მიგ­ვა­ნიშ­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა მდე­ბა­რე­ო­ბა­მაც შე­უ­შა­ლა ხელი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ზე 2 წლით გვი­ან მი­ი­ღო ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნა­ზე 4 და მოლ­დო­ვა­ზე 2 წლით გვი­ან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, უკ­რა­ი­ნა­ზე 3 და მოლ­დო­ვა­ზე 2 წლით გვი­ან მი­ი­ღო ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და მოლ­დო­ვა­ზე 3 წლით გვი­ან, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ზე ადრე მი­ი­ღო უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. ანა­ლო­გი­უ­რად, სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნა­ზე 3 წლით გვი­ან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნა­ზე 1 წლით ადრე მო­ა­წე­რა ხელი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას. გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტო­რი მო­მა­ვალ­ში აღარ გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის ან წევ­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დომინგო
7

ეს ვინ ყოფილა, ამას როგორ ვიტანთ ხალხო რა ცოდვა გვაქვს ქართველ ერს რომ ეს სუბიექტი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული განცხადებებით ბედავს და გამოდის და ლაპარაკობს და ჩვენ ვუსმენთ, ტყულსაც აქვს თავისი ლოგიკა, და ზოგჯერ ტყუილიც სასარგებლოა, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი" - ირაკლი კობახიძე

"ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი" - ირაკლი კობახიძე

"ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციები შეაფასა.

მისივე თქმით, ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ გახდება.

"როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.