სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატივს გვცემენ ჩვენ... რაც საჭიროა იმას გავაკეთებინებთ" - ქურდული გარჩევა მიწის ნაკვეთის გამო, დაკავებულია 8 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
"პატივს გვცემენ ჩვენ... რაც საჭიროა იმას გავაკეთებინებთ" - ქურდული გარჩევა მიწის ნაკვეთის გამო, დაკავებულია 8 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის "ქურ­დუ­ლი წე­სით" გარ­ჩე­ვის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს, "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი 8 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო 1 პირს - ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.დ., 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ. (ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - რო­მან ხმა­ლა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად „რომა ბა­თუმსკის“ ძმა) და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.თ. - ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის, ხოლო 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ქ. (მეტ­სა­ხე­ლად „დუკა“, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - ას­ლან ქო­ბუ­ლა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად - „ას­ლან ბა­თუმსკის“ ძმა) და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. დ. (მეტ­სა­ხე­ლად "ფა­ჩი­ჩა"), - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის და­ა­კა­ვეს.

გარ­და ამი­სა, ძმე­ბი - 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ბ. და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ბ., ასე­ვე, მათი ბი­ძაშ­ვი­ლი - 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ქ. (მეტ­სა­ხე­ლად "კამო") "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ზ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად "ბალუ"), მას „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის­თვის ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ ძმებს ერ­თმა­ნეთ­თან ფი­ნან­სუ­რი დავა ჰქონ­დათ, ხოლო ერთ-ერთ ძმა­სა და რ.ქ.-ს შო­რის კი და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­მო­იქ­მნა მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მო­მიჯ­ნა­ვედ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მო­და­ვე მხა­რე­ებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს - ბრალ­დე­ბუ­ლებს: ლ.დ.-ს, გ.ხ.-ს, ზ.თ.-ს, დ.ქ.-ს და ა.დ.-ს

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ლ. დ. სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს - მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის და მას­თან მცხოვ­რებ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს - რ.ზ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „ბალუ“) და­უ­კავ­შირ­და.

კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა ნა­თე­სა­ვებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და ყო­ფი­თი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბის და პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, რამ­დენ­ჯერ­მე მო­ა­წყვეს ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა, რომ­ლებ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი - მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - რ.ზ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბალუ“).

პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, დიდი ოდე­ნო­ბით ფული და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პირ­ვე­ლი პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ქურდები ჩამოიყვანეთ და ჩასვით მთელი ცხოვრება ერთ საკანში, ასე დაჭერას აზრი არ აქვს.

როკი
1

21 -ე საუკუნის ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ჩვენ ისევ იქ , საუკუნის წინანდელში ვართ ჩარჩენილები . ეს პრობლემა ჩვენშია და არა მარტო ამ დაკავებულ პიროვნებებში . განათლების დონე უკან - უკან მიდის ამ ქვეყანაში . ხალხი მთვარეზე და მარსზე ცხოვრებას აპირებს , თუმცა ჩვენ ვისოცკის დონეზე დაბლა ვართ . ჯერ ისევ სტალინიზმია ამ ქვეყანაში 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პატივს გვცემენ ჩვენ... რაც საჭიროა იმას გავაკეთებინებთ" - ქურდული გარჩევა მიწის ნაკვეთის გამო, დაკავებულია 8 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"პატივს გვცემენ ჩვენ... რაც საჭიროა იმას გავაკეთებინებთ" - ქურდული გარჩევა მიწის ნაკვეთის გამო, დაკავებულია 8 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის - რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. - ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის - ასლან ქობულაძის, მეტსახელად - „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად "ფაჩიჩა"), - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

გარდა ამისა, ძმები - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი - 1967 წელს დაბადებული რ.ქ. (მეტსახელად "კამო") "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად "ბალუ"), მას „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს - ბრალდებულებს: ლ.დ.-ს, გ.ხ.-ს, ზ.თ.-ს, დ.ქ.-ს და ა.დ.-ს

აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს - რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“) დაუკავშირდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი - მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი - რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“).

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო: