სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალღმერთი დალი" სტუმრებისა და გამარჯვებულების მოლოდინში - რას ჰყვება მარიამ ხაჭვანი კინოფესტივალზე, რომელსაც სვანეთი უმასპინძლებს
"ქალღმერთი დალი" სტუმრებისა და გამარჯვებულების მოლოდინში - რას ჰყვება მარიამ ხაჭვანი კინოფესტივალზე, რომელსაც სვანეთი უმასპინძლებს

ძა­ლი­ან მალე სვა­ნე­თი დიდი დღე­სას­წა­უ­ლის მომსწრე გახ­დე­ბა - წელს, უკვე მე­ო­რედ, 10-16 ივ­ლისს მეს­ტი­ა­ში სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი "ქალღმერ­თი დალი“ მო­ე­წყო­ბა. კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი და მისი მე­უღ­ლე - თე­ი­მუ­რაზ ჩხვი­მი­ა­ნი.

წელს ფეს­ტი­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა - მო­ნა­წი­ლე­ე­ბით, ფილ­მე­ბით, ჩვე­ნე­ბე­ბით, უცხო­ე­ლი პა­ტივ­სა­ცე­მი სტუმ­რე­ბით. სა­კონ­კურ­სო ფილ­მე­ბის მი­ღე­ბა 30 მა­ი­სის ჩათ­ვლით იყო, ფილ­მე­ბის პრო­ექ­ტე­ბის მი­ღე­ბამ კი 20 ივ­ნი­სამ­დე გა­და­ი­წია.

მიმ­დი­ნა­რე სამ­ზა­დის­სა და კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა­ზე სა­უ­ბა­რი მის დამ­ფუძ­ნე­ბელს, რე­ჟი­სორ მა­რი­ამ ხაჭ­ვანს ვთხო­ვეთ:

- წელს სა­ფეს­ტი­ვა­ლოდ ასო­ბით ფილ­მი შე­მო­ვი­და, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, ალ­ბათ, 10-ჯერ მეტი. ძი­რი­თა­დად, უცხო­უ­რი პრო­დუქ­ცი­აა, ქარ­თუ­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფილ­მია. ფილ­მებს პი­რა­დად მეც ვარ­ჩევ და გა­დაგ­ზავ­ნი­ლიც მაქვს სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან. 20 ივ­ნი­სის­თვის უკვე შერ­ჩე­უ­ლი გვექ­ნე­ბა სა­კონ­კურ­სო ფილ­მე­ბიც.

- რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩათ - რო­გო­რი დო­ნის ფილ­მე­ბია?

- ნორ­მა­ლუ­რი ფილ­მე­ბია, მეტ-ნაკ­ლე­ბად - კარ­გი, მაგ­რამ მათ­გან კარ­გი 20 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი ნამ­დვი­ლად შე­ირ­ჩე­ვა.

- პირ­ველ ფეს­ტი­ვალს რომ შე­ა­და­როთ, სხვა­ო­ბა რო­გო­რია?

- გა­სულ წელს ჩემს ფეს­ტი­ვალ­ზე ამ­დე­ნი ფილ­მი ნამ­დვი­ლად არ შე­მო­სუ­ლა, სა­დღაც - 400-500 იყო, მაგ­რამ ისე­თი კარ­გი ფილ­მე­ბი არ იყო, რო­გორ­საც ვე­ლო­დი, ამი­ტომ ჩემს ნაც­ნობ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვთხო­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­ფეს­ტი­ვა­ლოდ კარ­გი პროგ­რა­მა რომ მქო­ნო­და. თუმ­ცა შე­მო­სუ­ლე­ბი­და­ნაც შე­ვარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე კარ­გი ფილ­მი. წელს ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, ჯერ ყვე­ლა ფილ­მი არ გვი­ნა­ხავს. ისე­თი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი გვყავს - ქარ­თვე­ლიც და უცხო­ე­ლიც, ძა­ლი­ან გვინ­და, კარ­გი დონე რომ იყოს.

- კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ვინ იქ­ნე­ბი­ან?

- უცხო­ე­ლე­ბი­დან იქ­ნე­ბა ვინ ვა­ნა­კე­რი - კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­კურ­სის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რი; ასე­ვე, იქ­ნე­ბა რე­ჟი­სორი სა­მეჰ ალა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი რე­ჟი­სო­რია, რო­მელ­მაც კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე "ოქ­როს პალ­მის რტო“ მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მით - "მე­ში­ნია, შენი სახე არ და­მა­ვი­წყდეს“ და იმა­ვე წელს ანუ 2021-ში ჩვენ­თან - სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე "ქალღმერთ და­ლის“ პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და. ქარ­თვე­ლე­ბი­დან ჟი­უ­რის წევ­რი გახ­ლავთ საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გელა ბაბ­ლუ­ა­ნი.

- მთა­ვა­რი პრი­ზი - "ქალღმერ­თი დალი“ მხო­ლოდ ფილ­მს გა­და­ე­ცე­მა?

- არა, "ქალღმერ­თი დალი“ გა­და­ე­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ ფილ­მს, ასე­ვე - სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სორ ქალს და სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტორს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფეს­ტი­ვალ­ზე უნდა შე­ირ­ჩეს 10 სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის პრო­ექ­ტიც. ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ვინ შე­ა­ფა­სებს პრო­ექ­ტებს, იგი­ვე ჟი­უ­რი?

- არა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ - სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი, რად­გან ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გვაქვს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით, "ფი­ჩინგ ფო­რუ­მით“, ვორკშო­ფე­ბით, მას­ტერკლა­სე­ბით... წელს "ფი­ჩინგ ფო­რუმ­ზე“ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ანუ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლოა - მო­მა­ვალ წელ­საც, გვინ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბიც მი­ვი­ღოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ა­მი­სოდ მზად არ ვართ. სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მხარ­და­ჭე­რით და­ვა­წე­სეთ ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მათ "ფი­ჩინგ ფო­რუმ­ზე“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის პრო­ექ­ტე­ბი­დან (და არა - ფილ­მე­ბი­დან) სა­უ­კე­თე­სოს ავ­ტო­რებს - რე­ჟი­სო­რებს. ასე­ვე, "პირ­ვე­ლი არ­ხის“ მხარ­და­ჭე­რით, ფუ­ლა­დი პრი­ზი გა­და­ე­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სორ ქალს.

- ცხა­დია, ნელ-ნელა ფეს­ტი­ვა­ლი გა­იზ­რდე­ბა და და­იხ­ვე­წე­ბა კი­დეც. სა­ინ­ტე­რე­სოა, წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი რით გა­მო­ირ­ჩე­ვა გა­სუ­ლი წლის ფეს­ტი­ვა­ლის­გან?

- წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი, უპირ­ვე­ლე­სად, იმით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ გა­სულ წელს თუ ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი გვყავ­და, წელს უკვე 12 მა­ღა­ლი რან­გის უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი გვე­ყო­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, ვორკშო­ფებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ: ქრის­ტო­ფერ ლე­პარ­კი - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის Director’s Fortnight სექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ასე­ვე, LUX-ის სე­ლექ­ცი­ის პა­ნე­ლის წევ­რი, მას საკ­მა­ოდ დიდი რე­გა­ლი­ე­ბი აქვს; ასე­ვე, მარ­ტი­ნა ბლე­ი­სი - "ბერ­ლი­ნა­ლეს“ მარ­კე­ტის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან წო­ნი­ა­ნი ხალ­ხი ჩა­მო­დის, გარ­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, წელს სვა­ნეთს და კი­ნო­ფეს­ტი­ვალს ეს­ტუმ­რე­ბი­ან: ალი­ო­ნა შუ­მა­კო­ვა - კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის Director’s fortnight -კო­რეს­პო­დენ­ტი; კარ­მენ გრეი - ბერ­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­სა და ვინ­ტერ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი; მარ­ტა ბა­ლა­გა - ჟურ­ნა­ლის­ტი Cineuropa & Variety-ში, ფი­ნე­თის კრი­ტი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცია SARV-ის, კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია FIPRESCI-ისა და ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რი; ედ­ვი­ნას პუტსკა - ჟურ­ნა­ლის­ტი, ტა­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მე­რი, ევ­რო­პუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მია FIPRESCI-ის წევ­რი, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მოგ­ზა­უ­რი, მო­ხა­ლი­სე და რე­პორ­ტი­ო­რი; ფრე­დი ოლ­სო­ნი - გე­ტე­ბორ­გის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მე­რი და - ნი­კო­ლას ნი­კი­ტი­ნი - SOFA-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პირ­ვე­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ფეს­ტი­ვა­ლის­თვის და ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის.

გარ­და იმი­სა, რომ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი პერ­სო­ნე­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, წელს კი­დევ უფრო ბევრ ჩვე­ნე­ბას ვგეგ­მავთ - მოკ­ლე­მეტრჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გენთ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ქარ­თულ და უცხო­ურ მხატ­ვრულ ფილ­მებს, 2022 წლის გა­მოშ­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც ჯერ არ­სად უჩ­ვე­ნე­ბი­ათ. მეს­ტი­ის ცენ­ტრში, სას­ტუმ­რო "ფოს­ტის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ვა­წყობთ გა­რეჩ­ვე­ნე­ბებს და ყო­ველ სა­ღა­მოს მეს­ტი­ის ცენ­ტრს, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-კა­ცი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია ეყო­ლე­ბა. ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მეს­ტი­ის კულ­ტუ­რის ცენ­ტრში, სა­დაც არის კი­ნო­თე­ატ­რი და შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნე­ბე­ბი და­ვა­მა­ტოთ მეს­ტი­ის მუ­ზე­უმ­ში.

- რო­გორც მახ­სოვს, შარ­შან ვა­რა­უ­დობ­დით, რომ თქვე­ნი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ისე მო­ე­ხიბ­ლა სვა­ნეთს, რომ ამ მხა­რე­ში ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბაც კი მო­ე­სურ­ვე­ბი­ნათ. რას ფიქ­რობთ, და­ინ­ტე­რეს­დნენ?

- გა­სუ­ლი წლის ფეს­ტი­ვა­ლი ისე­თი მას­შტა­ბუ­რი არ იყო, თუნ­დაც პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, მაგ­რამ ვინც ეს­წრე­ბო­და უცხო­ე­ლე­ბი­დან, საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად შე­ა­ფა­სა პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი. წელს, მოწ­ვე­ვე­ბი ვი­საც გა­ვუგ­ზავ­ნე, იმ­დენ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­დას­ტუ­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად - ყვე­ლამ და გა­ო­ცე­ბუ­ლიც კი დავ­რჩი, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დნენ. ვნა­ხოთ, სა­მო­მავ­ლოდ არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ზო­გა­დად, ვგეგ­მავთ, რომ ჩვენს ფეს­ტი­ვალ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­დან მო­ვიწ­ვი­ოთ სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ა­ტა­რე­ბენ ვორკშო­პებს, გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თვე­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­საც, ფილ­მებ­საც, შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე წა­ი­ღონ ეს ფილ­მე­ბი... რო­დე­საც უცხო­ურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვა­პი­რებ, უპირ­ვე­ლე­სად ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რა ფეს­ტი­ვა­ლია, ვინ არის ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, არის თუ არა იმ ფეს­ტი­ვალ­ზე სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან შეხ­ვედ­რა­საც ვოც­ნე­ბობ, რამ­დე­ნად ღირს, გა­და­ვი­ხა­დო თუნ­დაც ის თან­ხა, რაც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვი­საა გან­სა­ზღვრუ­ლი და ა.შ. მხო­ლოდ ამის გარ­კვე­ვის შემ­დეგ ვაგ­ზავ­ნი სა­კუ­თარ ფილ­მს. ამ­გვა­რად იქ­ცე­ვა ყვე­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, დამ­წყე­ბი რე­ჟი­სო­რია თუ სხვა­დას­ხვა დიდი ფეს­ტი­ვა­ლის რამ­დენ­ჯერ­მე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ასე­თი­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლი უნდა გახ­დეს ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლიც, რომ ბევ­რს მო­უნ­დეს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სტუმ­რად ჩა­მოს­ვლა და სხვ. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან გა­და­სა­ხა­დი არ გვაქვს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ოდეს­მე კი­დეც და­ვა­წე­სოთ, ასე­თი დროც დად­გეს. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ფეს­ტი­ვა­ლი მხო­ლოდ ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბით კი არ ამოვ­წუ­როთ, არა­მედ - ე.წ. კი­ნო­ბაზ­რო­ბა სვა­ნეთ­შიც გან­ვა­ვი­თა­როთ. აქ­ტი­უ­რად გვქონ­დეს ვორკშო­ფე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, "ფი­ჩინგ ფო­რუ­მე­ბი“, სხვა­დას­ხვა სა­ხის მას­ტერკლა­სე­ბი, ასე­ვე, და­ვა­ფუძ­ნეთ "სვა­ნე­თის რე­ზი­დენ­სი“ - აქ­ტი­ვო­ბე­ბი ახალ­გაზ­რდა, დამ­წყე­ბი რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და ა.შ.

  • სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი "ქალღმერ­თი დალი“ გა­იხ­სნე­ბა 10 ივ­ლისს და და­ი­ხუ­რე­ბა 15 ივ­ლისს გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ით ღია ცის ქვეშ, თუ, რა თქმა უნდა, წვი­მამ არ შეგ­ვი­შა­ლა ხელი.

იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­დან ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებთ სვა­ნე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ნიჭ
0

ლამაზი წყვილია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქალღმერთი დალი" სტუმრებისა და გამარჯვებულების მოლოდინში - რას ჰყვება მარიამ ხაჭვანი კინოფესტივალზე, რომელსაც სვანეთი უმასპინძლებს

"ქალღმერთი დალი" სტუმრებისა და გამარჯვებულების მოლოდინში - რას ჰყვება მარიამ ხაჭვანი კინოფესტივალზე, რომელსაც სვანეთი უმასპინძლებს

ძალიან მალე სვანეთი დიდი დღესასწაულის მომსწრე გახდება - წელს, უკვე მეორედ, 10-16 ივლისს მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი "ქალღმერთი დალი“ მოეწყობა. კინოფესტივალის დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და მისი მეუღლე - თეიმურაზ ჩხვიმიანი.

წელს ფესტივალი გაცილებით მასშტაბური იქნება - მონაწილეებით, ფილმებით, ჩვენებებით, უცხოელი პატივსაცემი სტუმრებით. საკონკურსო ფილმების მიღება 30 მაისის ჩათვლით იყო, ფილმების პროექტების მიღებამ კი 20 ივნისამდე გადაიწია.

მიმდინარე სამზადისსა და კინოფესტივალის პროგრამაზე საუბარი მის დამფუძნებელს, რეჟისორ მარიამ ხაჭვანს ვთხოვეთ:

- წელს საფესტივალოდ ასობით ფილმი შემოვიდა, გასულ წელთან შედარებით, ალბათ, 10-ჯერ მეტი. ძირითადად, უცხოური პროდუქციაა, ქართული მხოლოდ რამდენიმე ფილმია. ფილმებს პირადად მეც ვარჩევ და გადაგზავნილიც მაქვს სხვა პროფესიონალებთან. 20 ივნისისთვის უკვე შერჩეული გვექნება საკონკურსო ფილმებიც.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ - როგორი დონის ფილმებია?

- ნორმალური ფილმებია, მეტ-ნაკლებად - კარგი, მაგრამ მათგან კარგი 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნამდვილად შეირჩევა.

- პირველ ფესტივალს რომ შეადაროთ, სხვაობა როგორია?

- გასულ წელს ჩემს ფესტივალზე ამდენი ფილმი ნამდვილად არ შემოსულა, სადღაც - 400-500 იყო, მაგრამ ისეთი კარგი ფილმები არ იყო, როგორსაც ველოდი, ამიტომ ჩემს ნაცნობ პროფესიონალებს ვთხოვე რეკომენდაციები, საფესტივალოდ კარგი პროგრამა რომ მქონოდა. თუმცა შემოსულებიდანაც შევარჩიეთ რამდენიმე კარგი ფილმი. წელს ვნახოთ, რა იქნება, ჯერ ყველა ფილმი არ გვინახავს. ისეთი ჟიურის წევრები გვყავს - ქართველიც და უცხოელიც, ძალიან გვინდა, კარგი დონე რომ იყოს.

- კინოფესტივალის ჟიურის წევრები ვინ იქნებიან?

- უცხოელებიდან იქნება ვინ ვანაკერი - კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ოფიციალური კონკურსის შესარჩევი კომიტეტის წევრი; ასევე, იქნება რეჟისორი სამეჰ ალა, რომელიც პირველი ეგვიპტელი რეჟისორია, რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით - "მეშინია, შენი სახე არ დამავიწყდეს“ და იმავე წელს ანუ 2021-ში ჩვენთან - სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ქალღმერთ დალის“ პრიზით დაჯილდოვდა. ქართველებიდან ჟიურის წევრი გახლავთ საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი.

- მთავარი პრიზი - "ქალღმერთი დალი“ მხოლოდ ფილმს გადაეცემა?

- არა, "ქალღმერთი დალი“ გადაეცემა საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, ასევე - საუკეთესო რეჟისორ ქალს და საუკეთესო ოპერატორს.

- როგორც ცნობილია, ფესტივალზე უნდა შეირჩეს 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტიც. ამ ნომინაციაში ვინ შეაფასებს პროექტებს, იგივე ჟიური?

- არა, ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო ჟიური იქნება, მაგრამ - სხვადასხვა ადამიანებისგან შემდგარი, რადგან ფესტივალის პროგრამა საკმაოდ დატვირთული გვაქვს პრეზენტაციებით, "ფიჩინგ ფორუმით“, ვორკშოფებით, მასტერკლასებით... წელს "ფიჩინგ ფორუმზე“ პრეზენტაციებს მხოლოდ ქართველები წარმოადგენენ ანუ მხოლოდ ქართული პროექტები გვექნება, თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა - მომავალ წელსაც, გვინდა, საერთაშორისო პროექტებიც მივიღოთ. ჯერჯერობით საამისოდ მზად არ ვართ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით დავაწესეთ ფულადი პრიზები, რომელიც გადაეცემათ "ფიჩინგ ფორუმზე“ წარმოდგენილი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმების პროექტებიდან (და არა - ფილმებიდან) საუკეთესოს ავტორებს - რეჟისორებს. ასევე, "პირველი არხის“ მხარდაჭერით, ფულადი პრიზი გადაეცემა საუკეთესო რეჟისორ ქალს.

- ცხადია, ნელ-ნელა ფესტივალი გაიზრდება და დაიხვეწება კიდეც. საინტერესოა, წლევანდელი ფესტივალი რით გამოირჩევა გასული წლის ფესტივალისგან?

- წლევანდელი ფესტივალი, უპირველესად, იმით იქნება გამორჩეული, რომ გასულ წელს თუ ორი ძალიან მნიშვნელოვანი უცხოელი სტუმარი გვყავდა, წელს უკვე 12 მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი გვეყოლება. მაგალითად, ქართველების გარდა, ვორკშოფებს ჩაატარებენ: ქრისტოფერ ლეპარკი - კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციის გენერალური მდივანი, ასევე, LUX-ის სელექციის პანელის წევრი, მას საკმაოდ დიდი რეგალიები აქვს; ასევე, მარტინა ბლეისი - "ბერლინალეს“ მარკეტის სექტორის წარმომადგენელი. მოკლედ, ძალიან წონიანი ხალხი ჩამოდის, გარდა ზემოთ ხსენებული ადამიანებისა, წელს სვანეთს და კინოფესტივალს ესტუმრებიან: ალიონა შუმაკოვა - კანის საერთაშორისო კინოფესტივალის Director’s fortnight -კორესპოდენტი; კარმენ გრეი - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ვინტერტურის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის შესარჩევი კომიტეტის წევრი, თავისუფალი ხელოვნების ჟურნალისტი; მარტა ბალაგა - ჟურნალისტი Cineuropa & Variety-ში, ფინეთის კრიტიკოსთა ასოციაცია SARV-ის, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია FIPRESCI-ისა და ევროპის კინოაკადემიის წევრი; ედვინას პუტსკა - ჟურნალისტი, ტალინის კინოფესტივალის პროგრამერი, ევროპული კინოაკადემია FIPRESCI-ის წევრი, ფესტივალებზე მოგზაური, მოხალისე და რეპორტიორი; ფრედი ოლსონი - გეტებორგის კინოფესტივალის პროგრამერი და - ნიკოლას ნიკიტინი - SOFA-ს წარმომადგენელი. ამ ადამიანების უმრავლესობა პირველად ჩამოდის საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ფესტივალისთვის და ქართველი რეჟისორებისთვის.

გარდა იმისა, რომ კინოფესტივალი პერსონებით იქნება გამორჩეული, წელს კიდევ უფრო ბევრ ჩვენებას ვგეგმავთ - მოკლემეტრჟიანი ფილმების გარდა, საზოგადოებას წარვუდგენთ სრულმეტრაჟიან ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, 2022 წლის გამოშვებას, რომლებიც ჯერ არსად უჩვენებიათ. მესტიის ცენტრში, სასტუმრო "ფოსტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაწყობთ გარეჩვენებებს და ყოველ საღამოს მესტიის ცენტრს, დაახლოებით, 200-კაციანი აუდიტორია ეყოლება. ასევე, პარალელურად, ჩვენებები იქნება მესტიის კულტურის ცენტრში, სადაც არის კინოთეატრი და შეიძლება, ჩვენებები დავამატოთ მესტიის მუზეუმში.

- როგორც მახსოვს, შარშან ვარაუდობდით, რომ თქვენი კინოფესტივალის უცხოელი სტუმრები შეიძლება ისე მოეხიბლა სვანეთს, რომ ამ მხარეში ფილმების გადაღებაც კი მოესურვებინათ. რას ფიქრობთ, დაინტერესდნენ?

- გასული წლის ფესტივალი ისეთი მასშტაბური არ იყო, თუნდაც პანდემიიდან გამომდინარეც, მაგრამ ვინც ესწრებოდა უცხოელებიდან, საკმაოდ ნორმალურად შეაფასა პირველი ფესტივალი. წელს, მოწვევები ვისაც გავუგზავნე, იმდენმა ადამიანმა დამიდასტურა, ფაქტობრივად - ყველამ და გაოცებულიც კი დავრჩი, ამიტომ ვფიქრობ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესდნენ. ვნახოთ, სამომავლოდ არაფერია გამორიცხული. ზოგადად, ვგეგმავთ, რომ ჩვენს ფესტივალზე რაც შეიძლება მეტი ცნობილი საერთაშორისო კინოფესტივალიდან მოვიწვიოთ სტუმრები, რომლებიც ჩაატარებენ ვორკშოპებს, გაეცნობიან ქართველების შემოქმედებასაც, ფილმებსაც, შეიძლება თავის ფესტივალებზე წაიღონ ეს ფილმები... როდესაც უცხოურ ფესტივალებში მონაწილეობას ვაპირებ, უპირველესად ვინტერესდები, რა ფესტივალია, ვინ არის ჟიურის შემადგენლობაში, არის თუ არა იმ ფესტივალზე სწორედ ის ადამიანი, ვისთან შეხვედრასაც ვოცნებობ, რამდენად ღირს, გადავიხადო თუნდაც ის თანხა, რაც მასში მონაწილეობისთვისაა განსაზღვრული და ა.შ. მხოლოდ ამის გარკვევის შემდეგ ვაგზავნი საკუთარ ფილმს. ამგვარად იქცევა ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, დამწყები რეჟისორია თუ სხვადასხვა დიდი ფესტივალის რამდენჯერმე გამარჯვებული. ასეთივე პრესტიჟული უნდა გახდეს ჩვენი ფესტივალიც, რომ ბევრს მოუნდეს მასში მონაწილეობა, სტუმრად ჩამოსვლა და სხვ. მართალია, ჯერჯერობით ჩვენთან გადასახადი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ოდესმე კიდეც დავაწესოთ, ასეთი დროც დადგეს. ძალიან მინდა, რომ ფესტივალი მხოლოდ ფილმების ჩვენებით კი არ ამოვწუროთ, არამედ - ე.წ. კინობაზრობა სვანეთშიც განვავითაროთ. აქტიურად გვქონდეს ვორკშოფები, პრეზენტაციები, "ფიჩინგ ფორუმები“, სხვადასხვა სახის მასტერკლასები, ასევე, დავაფუძნეთ "სვანეთის რეზიდენსი“ - აქტივობები ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორებისთვის, რაც დაეხმარება მათ კონტაქტების მოძიებაში და ა.შ.

  • სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი "ქალღმერთი დალი“ გაიხსნება 10 ივლისს და დაიხურება 15 ივლისს გრანდიოზული ცერემონიით ღია ცის ქვეშ, თუ, რა თქმა უნდა, წვიმამ არ შეგვიშალა ხელი.

იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ვფიქრობ, ჩვენი კინოფესტივალიდან ბევრი კარგი რამის გაკეთებას შევძლებთ სვანეთისთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ირმა ხარშილაძე